ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

მუხლი 37. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის

რედაქცია №129 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

2.ლიცენზიის ან ნებართვის გამცემის მიერ ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევით დადგენილ ვადებში ლიცენზიის ან ნებართვის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიუღებლობა ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილ ვადებში გადაწყვეტილების მიუღებლობა გამოიწვევს ბრალეული თანამდებობის პირის უფრო დაბალი თანრიგის თანამდებობაზე გადაყვანას 6 თვის ვადით.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული სამართალდარღვევის 3 წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ამ თანამდებობის პირის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას.

4.ლიცენზიის ან ნებართვის გამცემის მიერ ამ კანონის მე-10 მუხლის მე-18 პუნქტითა და 26-ე მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სალიცენზიო ან სანებართვო მოწმობის დაუყოვნებლივ გაცემაზე უარის თქმა გამოიწვევს ბრალეული თანამდებობის პირის გაფრთხილებას. აღნიშნული სამართალდარღვევის 3 წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ამ თანამდებობის პირის სამსახურიდან გათავისუფლებას.

5.დაუშვებელია თანამდებობის პირის დანიშვნა იმავე თანამდებობაზე, რომლიდანაც გათავისუფლდა ამ მუხლში მითითებული საფუძვლებით. ასევე დაუშვებელია ამ პირის დანიშვნა გათავისუფლებული თანამდებობის შინაარსისა და ფუნქციის მქონე სხვა თანამდებობაზე. კარი V . გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი თავი XI. გარდამავალი დებულებანი

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 2. ლიცენზიის ან ნებართვის გამცემის მიერ ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევით დადგენილ ვადებში ლიცენზიის ან ნებართვის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიუღებლობა ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილ ვადებში გადაწყვეტილების მიუღებლობა გამოიწვევს ბრალეული თანამდებობის პირის უფრო დაბალი თანრიგის თანამდებობაზე გადაყვანას 6 თვის ვადით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული სამართალდარღვევის 3 წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ამ თანამდებობის პირის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას. 4. ლიცენზიის ან ნებართვის გამცემის მიერ ამ კანონის მე-10 მუხლის მე-18 პუნქტითა და 26-ე მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სალიცენზიო ან სანებართვო მოწმობის დაუყოვნებლივ გაცემაზე უარის თქმა გამოიწვევს ბრალეული თანამდებობის პირის გაფრთხილებას. აღნიშნული სამართალდარღვევის 3 წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ამ თანამდებობის პირის სამსახურიდან გათავისუფლებას. 5. დაუშვებელია თანამდებობის პირის დანიშვნა იმავე თანამდებობაზე, რომლიდანაც გათავისუფლდა ამ მუხლში მითითებული საფუძვლებით. ასევე დაუშვებელია ამ პირის დანიშვნა გათავისუფლებული თანამდებობის შინაარსისა და ფუნქციის მქონე სხვა თანამდებობაზე. კარი V . გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი თავი XI. გარდამავალი დებულებანი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №61 · ძალაშია 4 იან. 2016-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 6 ივლ. 2011 – 1 ნოე. 2011 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
6163⁷4716582710262222¹34¹36¹11⁸3937
მითითებამნიშვნელობით ახლოსლიცენზიებისა და ნებართ…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სარკინიგზო…თუშეთის, ბაწარა-ბაბანე…მკაცრი აღრიცხვის ფორმე…ნიადაგების კონსერვაციი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №129 · ბოლოს შემოწმდა