Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკალიცენზიებისა და ნებართვების შესახებმუხლი 10

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

მუხლი 10. საქმიანობის ლიცენზიის გაცემის ზოგადი წესი

რედაქცია №128 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026
თემები:ზოგადი ბიზნესისამთავრობო ქმედებებიმარეგულირებელი დავებითვითმფრინავის რეგისტრაციათეატრი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112131415161718

1.საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით გაიცემა მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრული საქმიანობის ლიცენზიის სახეები.

2.დაუშვებელია ლიცენზიის გამცემის მიერ ლიცენზიის გაცემა იმ ადმინისტრაციული წარმოების სახით, რომელსაც არ ითვალისწინებს ეს კანონი, ან კონკრეტული ლიცენზიის გაცემის კანონით განსაზღვრული ადმინისტრაციული წარმოების სახის შეცვლა სხვა ადმინისტრაციული წარმოებით.

3.ლიცენზიის გამცემი ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით განსაზღვრული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით და ამ კანონის შესაბამისად.

4.ლიცენზიის გაცემის, მის გაცემაზე უარის თქმის ან მისი გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტია და უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IV თავით ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტისათვის დადგენილ მოთხოვნებს .

5.ლიცენზიის გამცემი 3 დღის ვადაში ამოწმებს ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების შესაბამისობას ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების მოთხოვნებთან.

6.განცხადების წარმოებაში მიღების შემდეგ ლიცენზიის გამცემი დაუყოვნებლივ აქვეყნებს ცნობას საჯარო გაცნობისთვის დოკუმენტების წარდგენის შესახებ.

7.განცხადების საჯარო გაცნობისათვის წარდგენიდან 20 დღის განმავლობაში ნებისმიერი პირი უფლებამოსილია წერილობით წარადგინოს თავისი მოსაზრებები.

8.ლიცენზიის გამცემი წერილობითი მოსაზრებების წარდგენის ვადის გასვლიდან არა უგვიანეს 7 დღისა მართავს ზეპირ მოსმენას.

9.ლიცენზიის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემის ან ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში ლიცენზიის გამცემი ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს დასაბუთებული უარი ლიცენზიის მაძიებელს.

10.თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად აუცილებელია ადმინისტრაციული წარმოებისათვის კანონით განსაზღვრულ ვადაზე მეტი, ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია მხოლოდ კანონით განსაზღვრული ლიცენზიის სახეებისათვის მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების ვადის არა უმეტეს 3 თვემდე გაგრძელების თაობაზე. ლიცენზიის გამცემი ვალდებულია აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღოს განცხადების წარდგენიდან 15 დღის ვადაში.

11.დაუშვებელია ამ მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად ლიცენზიის გაცემის ვადის გაგრძელება, თუ ლიცენზიის მაძიებელს განცხადების წარდგენიდან 20 დღის ვადაში არ ეცნობება ლიცენზიის გაცემის ვადის გაგრძელების თაობაზე.

12.თუ კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ლიცენზიის გაცემა კანონით განსაზღვრულ ვადაში, ლიცენზიის გამცემის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას ვადის დამატებით 3 თვემდე გაგრძელების თაობაზე. ლიცენზიის გამცემი ვალდებულია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ლიცენზიის მაძიებელს.

13.თუ კონკრეტული ლიცენზიის სახე, რომლის გაცემის ვადის გაგრძელება ამ მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად შესაძლებელია, ხასიათდება ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხით, ეხება სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების ფართო წრეს და ამ საქმიანობით გათვალისწინებულ გარემოებათა დასადგენად არ არის საკმარისი 3 თვე, ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართოს საქართველოს მთავრობას ლიცენზიის გაცემის ვადის კიდევ 3 თვით გაგრძელების შესახებ. თუ ზემოაღნიშნული პირობები არსებობს და ცნობილი გახდება ლიცენზიის გამცემისათვის განცხადების წარდგენისას, ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართოს საქართველოს მთავრობას ლიცენზიის გაცემის ვადის 6 თვემდე გაგრძელების შესახებ.

14.ლიცენზიის გამცემის დასაბუთებული შუამდგომლობის გაზიარების შემთხვევაში საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემის ვადის 3 თვით გაგრძელების შესახებ. ლიცენზიის გამცემი ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას ვალდებულია საქართველოს მთავრობას დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართოს განცხადების წარდგენიდან 2 თვის ვადაში და ვადის გაგრძელების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს ლიცენზიის მაძიებელს.

15.ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების 3 ან 6 თვემდე გაგრძელების შემთხვევაში ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია სხვა ადმინისტრაციული ორგანოს დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება ამ კანონის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურების ვადის 2 თვემდე გაგრძელების შესახებ.

16.ამ მუხლის მე-10, მე-13 და მე-14 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია გააგრძელოს წერილობითი მოსაზრებების წარდგენის ვადა.

17.ლიცენზიის გამცემი ვალდებულია ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს განცხადების წარდგენიდან 30 დღის ვადაში. თუ აღნიშნულ ვადაში არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება ლიცენზიის გაცემის ან ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, ლიცენზია გაცემულად ჩაითვლება.

18.ლიცენზიის მაძიებელი უფლებამოსილია ლიცენზიის გაცემისათვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოითხოვოს სალიცენზიო მოწმობა. ლიცენზიის გამცემი ვალდებულია დაუყოვნებლივ გასცეს სალიცენზიო მოწმობა.

წინა მუხლი 9⁴შემდეგი მუხლი 11

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ლიცენზიის უარყოფის გასაჩივრება2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მარეგულირებელი ბრძანების გასაჩივრება2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ლიცენზიის განაცხადები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საჯარო შესრულების უფლების ლიცენზირება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
მარიამ ბერძული

მარიამ ბერძული

მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-24 · №128

2
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 9

მიუთითებენ მასზე

მუხლი 37მუხლი 24

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 8საქმიანობის ლიცენზიის გაცემის წესი
  • 26ნებართვის გაცემის ზოგადი წესი
  • 13ლიცენზიის გამცემის უფლება-მოვალეობები

სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ

  • 10ლიცენზიის გაცემის ზოგადი წესი
  • 7ლიცენზიის გამცემის უფლება-მოვალეობები
  • 23ნებართვის გაცემის ზოგადი წესი

სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ

  • 7სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის გაცემა

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 107ადმინისტრაციული წარმოება მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის ლიცენზირების შესახებ

  • 7ლიცენზიის გაცემის პროცედურა

ნავთობისა და გაზის შესახებ

  • 25⁶საქმიანობის ლიცენზიის გაცემის პროცედურები

არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ

  • 24გადაწყვეტილება ლიცენზირების შესახებ

დაზღვევის შესახებ

  • 25უარი ლიცენზიის გაცემაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2410723725⁶937248261325710710
მითითებამნიშვნელობით ახლოსლიცენზიებისა და ნებართ…სამეწარმეო საქმიანობის…სააღმზრდელო საქმიანობი…საქართველოს სივრცის და…სამედიცინო და ფარმაცევ…ნავთობისა და გაზის შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 24 ივნ. 2026