Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასამრეწველო ემისიების შესახებმუხლი 14

სამრეწველო ემისიების შესახებ

მუხლი 14. ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026
თემები:გარემოზე ზემოქმედების შეფასებაადმინისტრაციული წარმოებადაბინძურების კონტროლი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესი განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვა, დაჩქარებული წესით მომსახურების შემთხვევაში, გაიცემა ამ კანონის მე-15−მე-17 მუხლებით დადგენილ ვადებში.

2.ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თუ დადგინდება, რომ დაგეგმილი საქმიანობის განხორციელებამ შესაძლოა გამოიწვიოს ტრანსსასაზღვრო ზემოქმედება, გამოიყენება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის V თავით გათვალისწინებული პროცედურა.

3.ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია განაცხადი.

4.განაცხადის რეგისტრაციიდან 7 სამუშაო დღის ვადაში: ა) სააგენტო უზრუნველყოფს საექსპერტო კომისიის შექმნას; ბ) სააგენტო უზრუნველყოფს განაცხადისა და თანდართული დოკუმენტების, აგრეთვე საჯარო განხილვის ჩატარების შესახებ ცნობის გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე გამოქვეყნებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში − მათი  ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას, აგრეთვე უზრუნველყოფს აღნიშნული განაცხადის, დოკუმენტებისა და ცნობის შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას.

5.სააგენტო უფლებამოსილია ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლით გათვალისწინებული ხარვეზის დადგენის შესახებ. სააგენტოს შეუძლია საქმიანობის განმახორციელებელს, ამ კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა,  მოსთხოვოს დამატებითი მონაცემების წარდგენა, ასევე ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაბნევის ან/და ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩამდინარე წყლებთან ერთად ჩაშვებულ დამაბინძურებელ ნივთიერებათა რაოდენობის ანგარიში, თუ ამგვარი მონაცემები გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია. დამატებითი მონაცემების წარდგენამდე, ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ვადები ჩერდება. დამატებითი მონაცემების სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას განაცხადის განუხილველად  დატოვების  შესახებ.

6.სააგენტო განაცხადს  ამ კანონისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად განიხილავს. ამ კანონისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში გამოიყენება ამ კანონით დადგენილი ნორმები.

7.ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების დროს, ამავე კანონით განსაზღვრული ადმინისტრაციული წარმოების ვადების ფარგლებში სააგენტოს მიერ დადგენილ გონივრულ ვადაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შენიშვნების ან დასაბუთებული უარის წარუდგენლობის შემთხვევაში სათანადო საკითხი აღნიშნულ ადმინისტრაციულ ორგანოსთან შეთანხმებულად ითვლება და სააგენტო უფლებამოსილია გასცეს შესაბამისი გადაწყვეტილება. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №792 – ვებგვერდი, 04.07.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესი განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვა, დაჩქარებული წესით მომსახურების შემთხვევაში, გაიცემა ამ კანონის მე-15−მე-17 მუხლებით დადგენილ ვადებში. 2. ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თუ დადგინდება, რომ დაგეგმილი საქმიანობის განხორციელებამ შესაძლოა გამოიწვიოს ტრანსსასაზღვრო ზემოქმედება, გამოიყენება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის V თავით გათვალისწინებული პროცედურა. 3. ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია განაცხადი. 4. განაცხადის რეგისტრაციიდან 7 სამუშაო დღის ვადაში: ა) სააგენტო უზრუნველყოფს საექსპერტო კომისიის შექმნას; ბ) სააგენტო უზრუნველყოფს განაცხადისა და თანდართული დოკუმენტების, აგრეთვე საჯარო განხილვის ჩატარების შესახებ ცნობის გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე გამოქვეყნებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში − მათი  ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას, აგრეთვე უზრუნველყოფს აღნიშნული განაცხადის, დოკუმენტებისა და ცნობის შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას. 5. სააგენტო უფლებამოსილია ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლით გათვალისწინებული ხარვეზის დადგენის შესახებ. სააგენტოს შეუძლია საქმიანობის განმახორციელებელს, ამ კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა,  მოსთხოვოს დამატებითი მონაცემების წარდგენა, ასევე ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაბნევის ან/და ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩამდინარე წყლებთან ერთად ჩაშვებულ დამაბინძურებელ ნივთიერებათა რაოდენობის ანგარიში, თუ ამგვარი მონაცემები გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია. დამატებითი მონაცემების წარდგენამდე, ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ვადები ჩერდება. დამატებითი მონაცემების სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას განაცხადის განუხილველად  დატოვების  შესახებ. 6. სააგენტო განაცხადს  ამ კანონისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად განიხილავს. ამ კანონისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში გამოიყენება ამ კანონით დადგენილი ნორმები. 7. ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების დროს, ამავე კანონით განსაზღვრული ადმინისტრაციული წარმოების ვადების ფარგლებში სააგენტოს მიერ დადგენილ გონივრულ ვადაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შენიშვნების ან დასაბუთებული უარის წარუდგენლობის შემთხვევაში სათანადო საკითხი აღნიშნულ ადმინისტრაციულ ორგანოსთან შეთანხმებულად ითვლება და სააგენტო უფლებამოსილია გასცეს შესაბამისი გადაწყვეტილება. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №792 – ვებგვერდი, 04.07.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 4 ივლ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2024 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 4 ივლ. 2025
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 13შემდეგი მუხლი 15

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • გარემოს ნებართვის აპელაციასერვისის გვერდი
  • გარემოსდაცვითი ნებართვებისერვისის გვერდი
  • დაბინძურების კონტროლის ნებართვებისერვისის გვერდი
  • სამრეწველო საქმიანობის ნებართვასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 24 ივნ. 2026 · №4

  • 1 ცვლილება · ბოლო 4 ივლ. 2025
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 2 რედაქცია
  • 4 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს ზოგადი… 83მუხლი 11მუხლი 13მუხლი 17

მიუთითებენ მასზე

მუხლი 16

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამრეწველო ემისიების შესახებ

  • 17ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემა
  • 11ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემა
  • 13ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

  • 12გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება
  • 11განცხადება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე
  • 15გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების სხვა პირისთვის გადაცემა

გარემოს დაცვის შესახებ

  • 35¹ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვა

ნარჩენების მართვის კოდექსი

  • 24ნარჩენების დამუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობები, რომლებიც გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას/ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვას ექვემდებარება
  • 25ნარჩენების დამუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებისათვის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების/ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის მისაღებად წარსადგენი ინფორმაცია

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 107ადმინისტრაციული წარმოება მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით
  • 109მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ წარმოებაში სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობა

განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

  • 39მშენებლობის ნებართვის გაცემის წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
8335¹2425121115107109391113171614
მითითებამნიშვნელობით ახლოსსამრეწველო ემისიების შ…საქართველოს ზოგადი ადმ…გარემოსდაცვითი შეფასებ…გარემოს დაცვის შესახებნარჩენების მართვის კოდ…საქართველოს სივრცის და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 24 ივნ. 2026 · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026