Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებმუხლი 20

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ

მუხლი 20. ინსპექტირების აქტი

რედაქცია №15 კონსოლიდირებული · 30 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011

1.რეგულირების ობიექტის (გარდა სატრანსპორტო, მათ შორის, მცურავი საშუალებების) დათვალიერების დამთავრების შემდეგ დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურე ვალდებულია შეადგინოს ინსპექტირების შესაბამისი აქტი (დანართი №3), რომელშიც აისახება დათვალიერებისას განხორციელებული ქმედებების შედეგები.

2.სატრანსპორტო, მათ შორის მცურავი საშუალების დათვალიერების დამთავრების შემდეგ, თუ დათვალიერების შედეგად ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ გამოვლინდა ან სახეზეა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურე ვალდებულია შეადგინოს სატრანსპორტო, მათ შორის მცურავი საშუალების დათავლიერების აქტი (დანართი №8), რომელშიც აისახება დათვალიერებისას მოპოვებული ინფორმაცია და განხორციელებული ქმედებები. დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის მიერ შედგენილი სატრანსპორტო, მათ შორის მცურავი საშუალების დათავლიერების აქტი დადგენილი წესით წარედგინება შესაბამისი სამსახურის უფროსს.

3.რეგულირების ობიექტის შემოწმების დამთავრების შემდეგ დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურე ვალდებულია შეადგინოს ინსპექტირების შესაბამისი აქტი (დანართი №4), რომელშიც აისახება შემოწმებისას განხორციელებული ქმედებების შედეგები.

4.თუ ინსპექტირების აქტში ფიქსირდება ინსპექტირების პროცესში მონაწილე სხვა სუბიექტების დასკვნებიც, აღნიშნული დასკვნები თან ერთვის ინსპექტირების აქტს.

5.რეგულირების ობიექტის წარმომადგენელს ბარდება ინსპექტირების აქტის მეორე ეგზემპლარი.

6.რეგულირების ობიექტის მხრიდან ინსპექტირების აქტის მიღებაზე (ხელმოწერაზე) უარის თქმის შემთხვევაში ინსპექტირების აქტში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. რეგულირების ობიექტის წარმომადგენელს უფლება აქვს წარადგინოს აქტისათვის დასართავი ახსნა-განმარტება და შენიშვნები აქტის შინაარსთან დაკავშირებით, აგრეთვე ჩამოაყალიბოს მის ხელმოწერასა და გაცნობაზე უარის თქმის მოტივები.

7.ინსპექტირების აქტის გაცნობაზე ან ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ინსპექტირების აქტი ეგზავნება რეგულირების ობიექტს, რის თაობაზეც საქმეში კეთდება სათანადო ჩანაწერი ან გამოიყენება ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ნორმები.

8.რეგულირების ობიექტის წარმომადგენლის მიერ შესაბამისი ინსპექტირების აქტის გაცნობაზე ან ხელმოწერაზე უარი არ აჩერებს შემდგომი პროცედურების განხორციელებას.

9.ინსპექტირების ხასიათიდან, მოცულობიდან და ხანგრძლივობიდან გამომდინარე, ინსპექტირების პროცესში განხორციელებული ქმედებების, ინსპექტირების შედეგების, მოპოვებული ინფორმაციისა და მტკიცებულებების, მასში მონაწილე პირთა და სხვა საჭირო ინფორმაციის დაფიქსირების მიზნით შესაძლებელია დეპარტამენტის უფლებამოსილმა საჯარო მოსამსახურემ შეადგინოს საველე აქტი, რომელიც შემოწმების დასრულების შემდეგ აისახება ინსპექტირების შესაბამის აქტში, დაერთვის მას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.

10.საველე აქტი შესაძლებელია შედგეს რეგულირების ობიექტების დათვალიერებისას ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტზე, როდესაც დამრღვევი უცნობია ან სხვა შემთხვევებში მოპოვებული მტკიცებულების, მასში მონაწილე პირთა და სხვა საჭირო ინფორმაციის დაფიქსირების მიზნით.

11.თუ დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება რეგულირების ობიექტისთვის შემოწმების შესახებ სამართლებრივი აქტის, ინსპექტირების აქტის, ადმინისტრაციული მიწერილობის გაცნობა (პირდაპირი ჩაბარებით) ან იგი უარს აცხადებს მის ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე, გაცნობად (ჩაბარებად) ჩაითვლება მისი განთავსება შესაბამის სამართლებრივ აქტში, ინსპექტირების აქტში ან ადმინისტრაციულ მიწერილობაში მითითებული რეგულირების ობიექტის ტერიტორიის თვალსაჩინო ადგილზე. თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება: ა) რეგულირების ობიექტის საინფორმაციო დაფა; ბ) რეგულირების ობიექტის ტერიტორიაზე საქმიანობის განხორციელებისათვის დროებით ან მუდმივად განთავსებული შენობა; გ) რეგულირების ობიექტის ტერიტორიის შემომფარგვლელი უსაფრთხოების ღობე.

ამ მუხლის ისტორია· 15

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 სექ. 2026· გამოქვეყნდა 2 მარ. 2026
  2. 1 მაი. 2026
  3. 14 ივნ. 2025· გამოქვეყნდა 13 ივნ. 2025
  4. 4 სექ. 2023· გამოქვეყნდა 16 აგვ. 2023
  5. 1 ივლ. 2022· გამოქვეყნდა 9 სექ. 2021
  6. 17 მაი. 2022
  7. 31 იან. 2020
  8. 31 ივლ. 2019
  9. 16 მაი. 2019
  10. 21 ნოე. 2018
  11. 10 ივლ. 2018
  12. 20 თებ. 2018
  13. 22 თებ. 2017
  14. 11 ივლ. 2016
  15. 3 ივლ. 2015· გამოქვეყნდა 26 ივნ. 2015
წინა მუხლი 19შემდეგი მუხლი 21

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-30 · №15

1
ციტირებულია მუხლი
15
ცვლილება
ბოლო 2026-05-01
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 22

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ

  • 11რეგულირების ობიექტის შემოწმების განხორციელების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის რეკვიზიტები
  • 10ინსპექტირების განხორციელების სამართლებრივი ფორმა
  • 23რეგულირების ობიექტის უფლებები ინსპექტირების პროცესში

„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“

  • 7ობიექტის სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის ფორმები
  • 9აკრედიტებული საინსპექციო ორგანო და მისი უფლება-მოვალეობები

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 21ინსპექტირების ორგანო და მისი უფლება-მოვალეობები
  • 19ობიექტის სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის ფორმები

რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

  • 33ობიექტის დათვალიერება

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ

  • 2—

ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ

  • 37კონტროლი და ინსპექტირება

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 268საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადაწყვეტილების გამოტანა

სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ

  • 28—

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
28792682119222111023333720
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს გარემოს და…ტექნიკური საფრთხის კონ…პროდუქტის უსაფრთხოების…რადიაციული დაცვის, ბირ…საქართველოს ადმინისტრა…ადამიანის ქსოვილებისა …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 30 აპრ. 2026