Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკა„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“მუხლი 9

„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“

მუხლი 9. აკრედიტებული საინსპექციო ორგანო და მისი უფლება-მოვალეობები

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 8 მაი. 2012
თემები:უძრავი ქონების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევასმარტ კონტრაქტის დეველოპმენტისაერთაშორისო ტრანზაქციებიფულის გათეთრებისა და კლიენტის იდენტიფიკაციასამრეწველო აღჭურვილობის და მანქანა-დანადგარების შეფასებასმარტ კონტრაქტები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.ტექნიკურ ინსპექტირებას ახორციელებს აკრედიტებული საინსპექციო ორგანო ობიექტის ადგილზე შემოწმების ფორმით.

2.ტექნიკური ინსპექტირების განხორციელების დროს აკრედიტებული საინსპექციო ორგანო შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში გასცემს შესაბამის რეკომენდაციას, ხოლო ობიექტის დადგენილ მოთხოვნებთან სრული შესაბამისობისას – ტექნიკურ სერტიფიკატს.

3.აკრედიტებულმა საინსპექციო ორგანომ საქმიანობის დაწყებისათვის ტექნიკურ და სამშენებლო ინსპექციას უნდა გაუგზავნოს შეტყობინება აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლთან ერთად.

4.აკრედიტებული საინსპექციო ორგანო ახორციელებს ობიექტის უსაფრთხოების პერიოდულ ინსპექტირებას ადგილზე, ადგენს მის შესაბამისობას დადგენილ მოთხოვნებთან და გასცემს ინსპექტირების ოქმს.

5.აკრედიტებული საინსპექციო ორგანო ტექნიკურ და სამშენებლო ინსპექციას წარუდგენს ინფორმაციას მის მიერ ჩატარებული ინსპექტირებისა და მისი შედეგების შესახებ.

6.ობიექტის უსაფრთხოების პერიოდული ინსპექტირების განმახორციელებელ აკრედიტებულ საინსპექციო ორგანოს უნდა ჰქონდეს შესაბამისი პასუხისმგებლობის დაზღვევა, გარდა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრი ქვეყნების საინსპექციო ორგანოებისა, რომელთა პასუხისმგებლობის დაზღვევა ფარავს საქართველოს ტერიტორიასაც.

7.არსებითი ან/და კრიტიკული შეუსაბამობის არსებობის თაობაზე აკრედიტებული საინსპექციო ორგანო დაუყოვნებლივ ატყობინებს ტექნიკურ და სამშენებლო ინსპექციას. ასეთი შეუსაბამობა ფიქსირდება ტექნიკური ინსპექტირების ოქმში, რომლის ასლი სპეციალური შენიშვნებით 24 საათის განმავლობაში ეგზავნება ტექნიკურ და სამშენებლო ინსპექციას.

8.არსებითი შეუსაბამობის შემთხვევაში აკრედიტებული საინსპექციო ორგანო და ობიექტის მფლობელი (ან მისი წარმომადგენელი) თანხმდებიან შეუსაბამობის გამოსწორების გონივრულ ვადაზე, რაც ფიქსირდება ტექნიკური ინსპექტირების ოქმში.

9.ობიექტის მფლობელი შეუსაბამობის შეთანხმებულ ვადაში გამოსწორების დადასტურების მიზნით ვალდებულია განმეორებით მოიწვიოს აკრედიტებული საინსპექციო ორგანო, რომელიც შემოწმების შედეგებს აცნობებს ტექნიკურ და სამშენებლო ინსპექციას.

10.კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში აკრედიტებული საინსპექციო ორგანო უფლებამოსილია: ა) განუმარტოს ობიექტის მფლობელს შესაძლო შედეგები და გასცეს რეკომენდაცია ობიექტის ექსპლუატაციის შეჩერების შესახებ ინსპექტირების ოქმში მითითებით; ბ) დაუყოვნებლივ შეატყობინოს აღნიშნულის თაობაზე ტექნიკურ და სამშენებლო ინსპექციას და გაუგზავნოს ტექნიკური ინსპექტირების ოქმის ასლი; გ) თუ ობიექტის ექსპლუატაციის შეჩერება გამოიწვევს უფრო მეტ ზიანს, ვიდრე მისი ექსპლუატაციის გაგრძელება, ან არსობრივად შეუძლებელია პროცესის შეჩერება, საინსპექციო ორგანო ვალდებულია აღნიშნულის შესახებ გააკეთოს შენიშვნა ინსპექტირების ოქმში და 24 საათის განმავლობაში გაუგზავნოს ტექნიკურ და სამშენებლო ინსპექციას.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 19 აპრ. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 8შემდეგი მუხლი 10

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სამართლებრივი რისკის შეფასება2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სმარტ კონტრაქტების აუდიტი2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ICO/STO პროექტების სამართლებრივი უზრუნველყოფა2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მოძრავი აქტივების ეტიკეტირება და ბარკოდ-ტრეკინგი1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 8 მაი. 2012 · №9

  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 31

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“

  • 4ტექნიკური და სამშენებლო ინსპექციის ფუნქციები და უფლებამოსილებები
  • 7ობიექტის სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის ფორმები
  • 8ტექნიკური ინსპექტირების განხორციელების საფუძველი

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 21ინსპექტირების ორგანო და მისი უფლება-მოვალეობები
  • 19ობიექტის სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის ფორმები
  • 20ტექნიკური ინსპექტირების განხორციელების საფუძველი

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 119მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობა
  • 99სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასების უფლებამოსილების მქონე პირი

საგზაო მოძრაობის შესახებ

  • 11პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება

განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

  • 14სამშენებლო საქმიანობის ექსპერტი, მისი უფლებამოვალეობანი

ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

  • 43კონტროლისა და ინსპექტირების ზოგადი წესები

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 38საზედამხედველო ორგანოს ფუნქციები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3147821192011119991438439
მითითებამნიშვნელობით ახლოსტექნიკური საფრთხის კონ…პროდუქტის უსაფრთხოების…საქართველოს სივრცის და…საგზაო მოძრაობის შესახ…განსაკუთრებული მნიშვნე…ადამიანის ორგანოთა გად…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 8 მაი. 2012 · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026