„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“

მუხლი 7. ობიექტის სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის ფორმები

რედაქცია №9კონსოლიდირებული · 8 მაი. 2012

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ობიექტის კონტროლი ხორციელდება ინსპექტირებით.

2.დოკუმენტურ კონტროლს ახორციელებს ტექნიკური და სამშენებლო ინსპექცია საინსპექციო ორგანოების მიერ განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირების მასალების ანალიზისა და შეფასების საფუძველზე.

3.დარღვევებისა და შეუსაბამობების აღმოჩენის შემთხვევაში ტექნიკური და სამშენებლო ინსპექცია გამოსცემს შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

4.ტექნიკური და სამშენებლო ინსპექცია არაარსებით შეუსაბამობას საინსპექციო ორგანოს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე იღებს ცნობად, ხოლო არსებითი შეუსაბამობის შემთხვევაში აკონტროლებს შეუსაბამობის გამოსწორებისათვის დათქმული ვადის დაცვას, მისი დარღვევის შემთხვევაში კი აჯარიმებს ობიექტის მფლობელს და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის გამოსწორებისათვის.

5.დადგენილ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობა გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას; ობიექტის მფლობელს განესაზღვრება გონივრული ვადა შეუსაბამობის გამოსასწორებლად.

6.თუ შეუსაბამობა არ გამოსწორდება გასამმაგებული ჯარიმის დაკისრებიდან დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, დაკისრებული ჯარიმა გასამმაგდება.

7.კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში ტექნიკური და სამშენებლო ინსპექცია ობიექტს შეიტანს შემოწმების გეგმაში (რომელიც შემუშავდება რამდენიმე ობიექტზე კრიტიკული შეუსაბამობების აღმოჩენის შემთხვევაში, შეუსაბამობის გამოსწორებამდე), აკონტროლებს, რომ არ მოხდეს გაჩერებული ობიექტის ექსპლუატაცია, ხოლო ობიექტის ფარულად ექპლუატაციის შემთხვევაში აჯარიმებს მის მფლობელს და აჩერებს ობიექტის ექსპლუატაციას.

8.ოპერატიული მითითება არის ამ კანონით გათვალისწინებული მითითების სახე, რომელიც გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ ობიექტზე არსებული შეუსაბამობა ქმნის მკაფიოდ იდენტიფიცირებად საფრთხეს და მისი დასაბუთება არ საჭიროებს დამატებით დროს და ექსპერტულ შეფასებას.

9.მითითება ფორმდება აქტის სახით, რომლის ერთი ასლი გადაეცემა ობიექტის მფლობელს, ხოლო მეორე ინახება საინსპექციო ორგანოში.

10.მითითების გაცნობად ჩაითვლება ინსპექტორის მიერ ობიექტის უსაფრთხოებისთვის პასუხისმგებელი პირისათვის მითითების შინაარსის გაცნობა და მითითების გადაცემა, რომლის მიღებას ეს პირი ხელმოწერით ადასტურებს, ხოლო აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში – მითითების განთავსება ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე.

11.მითითება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია და იგი გასაჩივრდება დადგენილებასთან ერთად.

12.ობიექტზე არსებული შეუსაბამობა შეიძლება განეკუთვნებოდეს არაარსებით, არსებით ან კრიტიკულ შეუსაბამობას, რაც აღინიშნება ინსპექტირების ოქმში.

13.ობიექტის ადგილზე ინსპექტირების უფლება ასევე აქვთ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში აკრედიტებულ საინსპექციო ორგანოებს, რომლებიც ამ მიზნით რეგისტრირდებიან აკრედიტაციის ერთიან ეროვნულ ორგანოში – აკრედიტაციის ცენტრში.

14.საინსპექციო ორგანო ჩატარებული სამუშაოს შედეგებს აფორმებს ტექნიკური ინსპექტირების ოქმით, რომელიც უნდა შეიცავდეს შემოწმების შედეგებს და შესაბამისობის შეფასების მონაცემებს (შეუსაბამობების შესახებ მითითებებს ასეთის არსებობის შემთხვევაში და სათანადო მითითებებს – შენიშვნებს). ოქმის ორიგინალი და ერთი ასლი გადაეცემა ობიექტის მფლობელს (ან მის წარმომადგენელს) შემოწმების ჩატარებიდან 1 დღის ვადაში. ოქმის ერთი ასლი რჩება საინსპექციო ორგანოში.

15.ობიექტის მფლობელი ტექნიკურ და სამშენებლო ინსპექციას წარუდგენს მის მიერ გავლილი ინსპექტირებისა და მისი შედეგების შესახებ ინფორმაციას ინსპექტირების გავლიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 19 აპრ. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სულხან კაპანაძე

სულხან კაპანაძე

სასამართლო წარმომადგენლობა

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5719211810 (დ…6 (და…23 (დ…10 (დ…12426 (დ…33437
მნიშვნელობით ახლოსპროდუქტის უსაფრთხოების…ადამიანის ორგანოთა გად…საქართველოს გარემოს და…რადიაციული დაცვის, ბირ…საქართველოს სივრცის და…სამხედრო და ორმაგი დან…