Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაპროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსიმუხლი 19

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

მუხლი 19. ობიექტის სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის ფორმები

რედაქცია №41 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობასმარტ კონტრაქტის დეველოპმენტისმარტ კონტრაქტებიუზრუნველყოფილი დაკრედიტებასესხის ხელშეკრულების რეგისტრაცია და კონტროლირობოტექნიკა და დრონები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011121314151617181920212223

1.ობიექტის ადგილზე კონტროლი ხორციელდება ინსპექტირებით.

2.დოკუმენტურ კონტროლს ახორციელებს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ინსპექტირების ორგანოს მიერ განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირების დოკუმენტირებული შედეგების ანალიზისა და შეფასების საფუძველზე.

3.ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო: ა) არაარსებით შეუსაბამობას იღებს ცნობად და აკეთებს შესაბამის ჩანაწერს ობიექტების უწყებრივ რეესტრში; ბ) არსებითი შეუსაბამობის შემთხვევაში აჯარიმებს ობიექტის მფლობელს, აკეთებს შესაბამის ჩანაწერს ობიექტების უწყებრივ რეესტრში, განუსაზღვრავს მას გონივრულ ვადას დარღვევის გამოსწორებისათვის და აკონტროლებს შეუსაბამობის გამოსწორებისათვის დათქმული ვადის დაცვას. არსებითი შეუსაბამობის დადგენილ ვადაში გამოუსწორებლობის შემთხვევაში შეუსაბამობა იძენს კრიტიკული შეუსაბამობის სტატუსს; გ) კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში გამოსცემს ობიექტის ექსპლუატაციის სრული ან ნაწილობრივი შეჩერების (მათ შორის, ობიექტზე ტექნოლოგიურ ი პროცესის, ტექნიკური ნაკეთობის, მექანიზმის, დანადგარის, მოწყობილობის, მათი ნებისმიერი კომბინაციის შეჩერების) შესახებ აქტს, აჯარიმებს ობიექტის მფლობელს და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის გამოსწორებისათვის, აკეთებს შესაბამის ჩანაწერს ობიექტების უწყებრივ რეესტრში, ობიექტი შეაქვს მონიტორინგის ნუსხაში, აკონტროლებს, რომ დაცულ იქნეს შეუსაბამობის გამოსწორებისათვის დათქმული ვადა და არ მოხდეს გაჩერებული ობიექტის ექსპლუატაცია, ხოლო ობიექტის ფარულად ექსპლუატაციის შემთხვევაში აჯარიმებს მის მფლობელს და აჩერებს ობიექტის ექსპლუატაციას (მათ შორის, ტექნოლოგიური პროცესის, ტექნიკური ნაკეთობის, მექანიზმის, დანადგარის, მოწყობილობის, მათი ნებისმიერი კომბინაციის ექსპლუატაციას); დ) ობიექტზე არსებითი ან კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში ობიექტის მფლობელსა ჯარიმებს ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით განსაზღვრული სრული საჯარიმო თანხით; ყველა დანარჩენი მსგავსი ტიპის კრიტიკული ან არსებითი შეუსაბამობის შემთხვევაში თითოეულ შეუსაბამობაზე ჯარიმის თანხა ამავე კოდექსის შესაბამისი მუხლით განსაზღვრული სრული საჯარიმო თანხის ნახევარია.

4.შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო გამოსცემს შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

5.ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო არ არის პასუხისმგებელი ობიექტზე მომხდარი დარღვევის ან/და უბედური შემთხვევის გამო, თუ დარღვევა ან/და უბედური შემთხვევა პირდაპირ არ არის გამოწვეული ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ქმედებით.

6.ობიექტის ინსპექტირება დასრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი გამოსცემს შესაბამის ადმინისტრაციულ -სამართლებრივ აქტს.

7.ინსპექტირების ორგანოს მიერ ობიექტზე კრიტიკული შეუსაბამობის აღმოფხვრის დადასტურების საფუძველზე ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ობიექტის ექსპლუატაციის განახლების შესახებ და ამოიღებს მას მონიტორინგის ნუსხიდან.

8.კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში ობიექტის ექსპლუატაციის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება არ მიიღება, თუ ობიექტის ექსპლუატაციის შეჩერებამ შეიძლება გაზარდოს საფრთხე, ან შეჩერება შეუძლებელია ტექნოლოგიური პროცესის ბუნებიდან გამომდინარე.

9.შეუსაბამობის შემთხვევაში, თუ ობიექტის ექსპლუატაციის შეჩერება უზრუნველყოფს საფრთხის აღმოფხვრას, ობიექტის მფლობელს უფლება აქვს, განუსაზღვრელი ვადით შეაჩეროს ობიექტის ექსპლუატაცია შეუსაბამობის გამოსწორების გარეშე და ამის შესახებ აცნობოს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს. ამ შემთხვევაში შეუსაბამობის გამოსწორების ვალდებულება უქმდება და ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ობიექტი შეაქვს მონიტორინგის ნუსხაში და აკონტროლებს, რომ არ მოხდეს გაჩერებული ობიექტის ექსპლუატაცია, ხოლო ობიექტის ფარულად ექსპლუატაციის შემთხვევაში აჯარიმებს მის მფლობელს და აჩერებს ობიექტის ექსპლუატაციას.

10.დადგენილ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობა იწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას.

11.დადგენილ ვადაში შეუსაბამობის გამოუსწორებლობის შემთხვევაში ობიექტის მფლობელს განესაზღვრება დამატებითი გონივრული ვადა შეუსაბამობის გამოსასწორებლად.

12.თუ შეუსაბამობა არ გამოსწორდება გასამმაგებული ჯარიმის დაკისრებიდან დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, დაკისრებული ჯარიმა გასამმაგდება.

13.მითითება ფორმდება აქტის სახით, რომლის ერთი ასლი გადაეცემა ობიექტის მფლობელს, ხოლო მეორე ინახება ინსპექტირების ორგანოში.

14.მითითების გაცნობად ჩაითვლება ინსპექტირების განმახორციელებელი პირის მიერ ობიექტის უსაფრთხოებისთვის პასუხისმგებელი პირისათვის მითითების შინაარსის გაცნობა და მითითების გადაცემა, რომლის მიღებას პირი ხელმოწერით ადასტურებს, ხოლო აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში – მითითების ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება.

15.მითითება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია და იგი გასაჩივრდება დადგენილებასთან ერთად.

16.მითითების დედანი და ერთი ასლი გადაეცემა ობიექტის მფლობელს (ან მის წარმომადგენელს) შემოწმების ჩატარებიდან 1 დღის ვადაში. ინსპექტირების ოქმის ერთი ასლი რჩება ინსპექტირების ორგანოში, ხოლო თუ ტექნიკურ ინსპექტირებას ახორციელებს აკრედიტებული ინსპექტირების ორგანო, ერთი ასლი წარედგინება ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს.

17.ობიექტზე არსებული შეუსაბამობა შეიძლება განეკუთვნებოდეს არაარსებით, არსებით ან კრიტიკულ შეუსაბამობას, რაც აღინიშნება ინსპექტირების ოქმში.

18.ობიექტის ადგილზე კონტროლის უფლება ასევე აქვთ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში აკრედიტებულ ინსპექტირების ორგანოებს, რომლებიც ამ მიზნით რეგისტრირდებიან აკრედიტაციის ერთიან ეროვნულ ორგანოში – აკრედიტაციის ცენტრში.

19.ინსპექტირების ჩაუტარებლობის (გარდა ინსპექტირების ორგანოს მიზეზით გამოწვეული ჩაუტარებლობისა) შემთხვევაში ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო აჯარიმებს ობიექტის მფლობელს და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას ინსპექტირების ჩატარებისათვის.

20.ინსპექტირების გონივრულ ვადაში განმეორებითი ჩაუტარებლობის შემთხვევაში ჯარიმა ორმაგდება.

21.ინსპექტირების ოქმის დედანი და ერთი ასლი გადაეცემა ობიექტის მფლობელს (ან მის წარმომადგენელს) შემოწმების ჩატარებიდან 1 დღის ვადაში. ინსპექტირების ოქმის ერთი ასლი რჩება ინსპექტირების ორგანოში, ხოლო თუ ტექნიკურ ინსპექტირებას ახორციელებს აკრედიტებული ინსპექტირების ორგანო, ერთი ასლი წარედგინება ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს.

22.ობიექტის მფლობელი ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წარუდგენს ობიექტის მიერ გავლილი ინსპექტირებისა და მისი შედეგების შესახებ ინფორმაციას ინსპექტირების გავლიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.

23.ცალკეული ობიექტებისათვის შეუსაბამობების ხარისხი დგინდება შესაბამისი ნორმატიული აქტებით. საქართველოს 2018 წლის 29 ივნისის კანონი №2757 – ვებგვერდი, 19.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3690 – ვებგვერდი, 07.11.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №22 · ძალაშია 15 ნოე. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 18შემდეგი მუხლი 19¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • შესაბამისობის მონიტორინგი6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სმარტ კონტრაქტების აუდიტი2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სმარტ-კონტრაქტის სამართლებრივი ექსპერტიზა2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • გადახდის ვალდებულების შესრულების კონტროლისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 1 აპრ. 2026 · №41

  • 7 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 21ინსპექტირების ორგანო და მისი უფლება-მოვალეობები
  • 16ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილებები
  • 23ობიექტის მფლობელის მოვალეობები

„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“

  • 7ობიექტის სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის ფორმები
  • 9აკრედიტებული საინსპექციო ორგანო და მისი უფლება-მოვალეობები
  • 6მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტები და მათი კონტროლი

ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

  • 43კონტროლისა და ინსპექტირების ზოგადი წესები

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ

  • 23 (დანართი 1)რეგულირების ობიექტის უფლებები ინსპექტირების პროცესში
  • 6 (დანართი 1)სახელმწიფო კონტროლის ძირითადი მექანიზმები

რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

  • 33ობიექტის დათვალიერება

გარემოს დაცვის შესახებ

  • 57სახელმწიფო კონტროლი

საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

  • 20სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებული მოთხოვნები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5779621162323 (დ…6 (და…33204319
მნიშვნელობით ახლოსტექნიკური საფრთხის კონ…პროდუქტის უსაფრთხოების…ადამიანის ორგანოთა გად…საქართველოს გარემოს და…რადიაციული დაცვის, ბირ…გარემოს დაცვის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026 · რედაქცია №41 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026