Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებმუხლი 22

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ

მუხლი 22. რეაგირება კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევებზე

რედაქცია №15 კონსოლიდირებული · 30 აპრ. 2026
თემები:ადმინისტრაციული წარმოებამარეგულირებელი დავებიESG შესაბამისობაკლიმატის პოლიტიკაადმინისტრაციული და მარეგულირებელი დანაშაულებიგარემოს დაცვის დანაშაულები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.ინსპექტირების პროცესში დარღვევების გამოვლენისას დადგენილი წესით მიიღება გადაწყვეტილება მათზე რეაგირების ზომების გამოყენების თაობაზე. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევებზე რეაგირება ხორციელდება ადმინისტრაციული, სამოქალაქო ან სისხლის სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად.

2.ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი საქმის სხვა მასალებთან (მათ შორის, კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული გარემოსათვის მიყენებული ზიანი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შესაბამის სახდელთან ერთად რეგულირების ობიექტებისათვის დაკისრების მიზნით) ერთად დაუყოვნებლივ გადაეცემა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილ ორგანოს (ან შესაბამის თანამდებობის პირს), ხოლო კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, თუ ვერ ხერხდება გარემოსათვის მიყენებული ზიანის ადმინისტრაციულ სახდელთან ერთად დამრღვევი რეგულირების ობიექტებისათვის დაკისრება, დეპარტამენტის მიერ ხორციელდება შესაბამისი სარჩელის მომზადება სასამართლოში წარსადგენად.

3.სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში ინსპექტირების აქტი ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი და საქმის სხვა მასალები შემდგომი რეაგირებისათვის ეგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს.

4.გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის აღმოსაფხვრელად სავალდებულო ღონისძიებების გატარების ან რაიმე ქმედებებისაგან თავის შეკავების მიზნით, რეგულირების ობიექტების მიმართ მუშავდება ადმინისტრაციული მიწერილობა (დანართი №5). ადმინისტრაციულ მიწერილობას ხელს აწერს დეპარტამენტის უფროსი ან დეპარტამენტის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი ან დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს (სამსახურის) უფროსი, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობისას - ინსპექტირების განხორციელების პროცესში ადმინისტრაციულ მიწერილობას ხელს აწერს შემოწმების ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელიც არის დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურე. ადმინისტრაციული მიწერილობა წარედგი­ნებათ (ბარდება) ან ეგზავნებათ რეგულირების ობიექტებს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან ამ წესის მე-20 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად.

5.დარღვევის აღმოფხვრის თაობაზე ადმინისტრაციული მიწერილობის შემუშავება და რეგულირების ობიექტებისათვის წარდგენა, რომლის შეუსრულებლობაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 84-ე მუხლის თანახმად იწვევს რეგულირების ობიექტებისათვის შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომების დაკისრებას, საქმის გარემოებებისა და ამ მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნების გათვალისწინებით, ძირითადად ხორციელდება ჩადენილი დარღვევის თაობაზე შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების გამოცემისა და კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, გარდა ინსპექტირების პროცესში წარდგენილი მიწერილობისა.

6.დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული მიწერილობა შეიძლება გაიცეს  რეგულირების ყველა ობიექტის მიმართ.

7.დეპარტამენტის მიერ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიების, გარემოზე ზემოქმედების ნებართვებისა და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მფლობელთა მიმართ ადმინისტრაციული მიწერილობის წარდგენა ხორციელდება, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიების, გარემოზე ზემოქმედების ნებართვებისა და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გაცემაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ შესაბამისი პირობების დაკმაყოფილებისათვის დადგენილი გონივრული ვადის საფუძველზე.

8.დეპარტამენტის მიერ გარემოზე ზემოქმედების ნებართვებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის გამოვლენისას კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დეპარტამენტის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე, ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას დადგენილი წესით იღებს  სამინისტრო.

9.დეპარტამენტის მიერ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის გამოვლენისას, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში დეპარტამენტის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე, ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას დადგენილი წესით იღებს შესაბამისი ლიცენზიის გამცემი.

ამ მუხლის ისტორია· 8

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 სექ. 2026· გამოქვეყნდა 2 მარ. 2026
  2. 1 ივლ. 2022· გამოქვეყნდა 9 სექ. 2021
  3. 17 მაი. 2022
  4. 31 ივლ. 2019
  5. 10 ივლ. 2018
  6. 22 თებ. 2017
  7. 11 ივლ. 2016
  8. 3 ივლ. 2015· გამოქვეყნდა 26 ივნ. 2015
წინა მუხლი 21შემდეგი მუხლი 23

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ადმინისტრაციული სამართალდარღვევები და რეგულაციები5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • გარემოს დაბინძურება (მუხლი 287-306) - ადვოკატი5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • გარემოს დაცვის წესის დარღვევა (მუხლი 287) - ადვოკატი5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მიწით სარგებლობის წესების დარღვევა (მუხლი 291)4 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-30 · №15

0
ციტირებულია მუხლი
8
ცვლილება
ბოლო 2026-03-02
1
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს ადმინი… 84მუხლი 20

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ

  • 21რეგულირების ობიექტების ინსპექტირების შედეგები
  • 24რეგულირების ობიექტის ზოგადი ვალდებულებები
  • 30რეაგირება დარღვევის შესახებ მიღებულ ინფორმაციაზე

ნარჩენების მართვის კოდექსი

  • 47ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

  • 45პასუხისმგებლობა გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევისთვის

სამრეწველო ემისიების შესახებ

  • 26ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობების დარღვევა
  • 10ინციდენტის/ავარიის პრევენცია და მათი შედეგების შერბილება

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 244ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების უზრუნველყოფის ზომები
  • 290⁸საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სამართალდამრღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება და მისი აღსრულება, აგრეთვე აღნიშნული დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე შედგენილი საჯარიმო ქვითრის, გამოტანილი დადგენილების/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ან გადაწყვეტილების გამოტანისთვის აუცილებელი წერილობითი ინფორმაციის შესაბამისი პირისთვის ჩაბარება
  • 290⁹ამ კოდექსის 96 4 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩაბარება და მისი აღსრულება

გარემოს დაცვის შესახებ

  • 58¹ამ კანონთან დაკავშირებით მისაღები და გამოსაცემი ნორმატიული აქტები

შრომის უსაფრთხოების შესახებ

  • 17პასუხისმგებლობის ზოგადი საფუძვლები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
84244290⁸290⁹58¹47202124304517261022
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…საქართველოს გარემოს და…ნარჩენების მართვის კოდ…გარემოსდაცვითი შეფასებ…სამრეწველო ემისიების შ…გარემოს დაცვის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 30 აპრ. 2026