Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასახელმწიფო საიდუმლოების შესახებმუხლი 6

სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ

მუხლი 6. ინფორმაცია, რომელიც შეიძლება მიეკუთვნოს სახელმწიფო საიდუმლოებას

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025
თემები:თავდაცვის შესყიდვებიუსაფრთხოების დაშვებაუსაფრთხოების კონტრაქტებიდაცვის სტრატეგიებიინტელექტუალური საკუთრების დანაშაულებიინტელექტუალური საკუთრების შეფასება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

სახელმწიფო საიდუმლოებას შეიძლება მიეკუთვნოს შემდეგი ინფორმაცია: ა) თავდაცვის სფეროში: ა.ა) ინფორმაცია, რომელიც შეიცავს სტრატეგიულ და ოპერატიულ გეგმებს, სამხედრო ოპერაციების მომზადებისა და ჩატარების ამსახველ დოკუმენტებს, შეეხება ჯარებისა და სხვა დანაყოფების სტრატეგიული და ოპერატიული გადაადგილების, მათი მობილიზაციის, საბრძოლო მზადყოფნისა და სამობილიზაციო რესურსების გამოყენების საკითხებს; ა.ბ) ინფორმაცია შეიარაღებისა და საბრძოლო ტექნიკის განვითარების მიზნობრივი პროგრამების შესახებ, აგრეთვე ახალი სახეობის სამხედრო იარაღის, საბრძოლო ტექნიკისა და თავდაცვითი ტექნოლოგიის შემუშავებასთან დაკავშირებული სამეცნიერო-კვლევითი და საკონსტრუქტორო სამუშაოების თაობაზე; ა.გ) ინფორმაცია საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სამხედრო და სამოქალაქო თავდაცვის ობიექტების რეჟიმის, სტრუქტურისა და შემადგენლობის შესახებ; ბ) ეკონომიკის სფეროში: ბ.ა) ინფორმაცია სამობილიზაციო გეგმებისა და სიმძლავრეების, სამხედრო დანიშნულების სტრატეგიული ნედლეულისა და მასალების მარაგისა და მიწოდების მოცულობების, სახელმწიფო და სამობილიზაციო რეზერვების მატერიალური ფასეულობების და მათი შესანახი საცავების განლაგებისა და მოცულობის შესახებ, აგრეთვე ამ საცავების მშენებლობისა და სარემონტო სამუშაოების შესრულების თაობაზე; ბ.ბ) ინფორმაცია ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, ქვეყნის ინფრასტრუქტურის სხვა დარგებისა და ობიექტების დაცვის სისტემისა და რეჟიმის შესახებ, მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებისათვის; ბ.გ) ინფორმაცია მკაცრი აღრიცხვის ფორმების (გარდა საქართველოს ეროვნული ბანკის მკაცრი აღრიცხვის ფორმებისა) დამზადებასთან, შენახვასთან, დაცვასთან, გაყალბების თავიდან აცილებასთან, მიმოქცევასთან, გაცვლასთან და მიმოქცევიდან ამოღებასთან დაკავშირებული ოპერაციების შესახებ; ბ.დ) საქართველოს ეროვნული ბანკის ნაღდი ფულისა და ძვირფასი ლითონის შემცველი ფასეულობის გადაზიდვასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის მიმოქცევისათვის განკუთვნილი ნაღდი ფულის შენახვასთან, დაცვასთან და აღრიცხვასთან, მიმოქცევისათვის განკუთვნილი ლარის ბანკნოტებისა და მონეტების დამზადებასთან, გაყალბების თავიდან აცილებასთან, მიმოქცევასთან, გაცვლასთან ან მიმოქცევიდან ამოღებასთან დაკავშირებული შესაბამისი ინფორმაცია, რომლის ნაადრევმა გამჟღავნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს; ბ.ე) ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემთა დამუშავების ცენტრების (სერვერული ცენტრების), სადაც ელექტრონულად მუშავდება და ინახება საქართველოს ეროვნულ ბანკში არსებული ინფორმაცია, მშენებლობისა და სარემონტო სამუშაოების შესრულების შესახებ, აგრეთვე ამ ობიექტების დაცვისა და უსაფრთხოების თაობაზე; ბ.ვ) ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის იმ ობიექტების, სადაც ხორციელდება ნაღდ ფულთან და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციები, მშენებლობისათვის შესასრულებელი და შესრულებული საპროექტო-სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების შესახებ, ინფორმაცია/ცნობები ამ ობიექტების მშენებლობის დროს გამოყენებული ტექნიკური საშუალებების, სამშენებლო-სარემონტო მასალის, ძალის, აგრეთვე აღნიშნული ობიექტების ტექნიკური მდგომარეობის, დაცვისა და უსაფრთხოების შესახებ; გ) საგარეო ურთიერთობათა სფეროში: გ.ა) საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა შესახებ ინფორმაცია, რომლის წინასწარ გამჟღავნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს; გ.ბ) სხვა სახელმწიფოებთან სამხედრო, სამეცნიერო-ტექნიკური და სხვა სახის თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს; დ) დაზვერვის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის სფეროებში: დ.ა) ინფორმაცია სადაზვერვო, კონტრსადაზვერვო და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობების და ფარული საგამოძიებო მოქმედებების გეგმების, ორგანიზების, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საშუალებების, ფორმების, მეთოდებისა და შედეგების შესახებ, აგრეთვე კონკრეტული ღონისძიებებისა და პროგრამების დაგეგმვის, განხორციელებისა და დაფინანსების თაობაზე; დ.ბ) ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომლებიც ამ მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სფეროებში კონფიდენციალურად თანამშრომლობენ ან თანამშრომლობდნენ სათანადო საქმიანობის განმახორციელებელ საქართველოს შესაბამის ორგანოებთან; დ.გ) ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომლებიც ჩართული არიან სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალურ პროგრამაში; დ.დ) ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სახელმწიფო უმაღლესი თანამდებობის პირების და ადმინისტრაციული შენობებისა და სამთავრობო რეზიდენციების დაცვის რეჟიმის შესახებ; დ.ე) ინფორმაცია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის დაცვის რეჟიმის შესახებ; დ.ვ) ინფორმაცია სამთავრობო და სპეციალური კავშირგაბმულობის სისტემის შესახებ; დ.ზ) ინფორმაცია სახელმწიფო ინფორმაციული სისტემების დაცვის ტექნიკური საშუალებებისა და პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ; სადაზვერვო, კონტრსადაზვერვო და ოპერატიულ-სამძებრო მიზნებისათვის გამოყენებული კიბერსაშუალებებისა და პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ; სახელმწიფო საიდუმლოების დასაცავად შექმნილი ინფორმაციული სისტემების ტექნიკური და პროგრამული მახასიათებლების შესახებ; კიბერსივრცეში საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული მართლსაწინააღმდეგო აქტების გამოვლენისას და აღკვეთისას გამოყენებული ტექნიკურ-პროგრამული საშუალებებისა და მეთოდების შესახებ; სახელმწიფო შიფრების დამუშავებისა და გამოყენების შესახებ, აგრეთვე კრიპტოგრაფიის სფეროში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის თაობაზე; დ.თ) ინფორმაცია საქართველოს საჰაერო და საზღვაო სივრცეებისა და სახმელეთო საზღვრის დაცვის კონტროლის სისტემის ფუნქციონირების შესახებ; დ.ი) ინფორმაცია საქართველოს წინააღმდეგ მოსალოდნელი საფრთხეების და მათი თავიდან აცილებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ; დ.კ) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მთავრობის, სამინისტროებისა და სხვა უწყებების მიერ დაგეგმილი ან განსახორციელებელი კონკრეტული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია, რომლის წინასწარი გამჟღავნება ზიანს მიაყენებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს. ე) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში: ე.ა) ინფორმაცია, რომელიც მოცემულია საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტის ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორით გამოწვეული (ტექნოგენური) საფრთხეების შეფასების საიდუმლო ნაწილში; ე.ბ) ინფორმაცია იმ გეგმების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია საომარი ან საგანგებო მდგომარეობის შედეგად წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციისათვის მზადყოფნასა და მასზე რეაგირებასთან; ე.გ) ინფორმაცია იმ ცალკეული მატერიალურ-ტექნიკური რესურსებისა და საშუალებების, აგრეთვე პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ, რომლებიც გამოიყენება საომარი ან საგანგებო მდგომარეობის შედეგად წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციისათვის მზადყოფნისა და მასზე რეაგირებისთვის; ე.დ) ინფორმაცია ეროვნული სიტუაციური ოთახის პროგრამული უზრუნველყოფისა და ტექნიკური აღჭურვის შესახებ. საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2610 – ვებგვერდი, 06.07.2018წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 19 ივლ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 19 ივლ. 2018 – 1 აგვ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 აგვ. 2018· გამოქვეყნდა 6 ივლ. 2018
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 5შემდეგი მუხლი 7

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სავაჭრო საიდუმლოების დაკража5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სავაჭრო საიდუმლოებისა და ნოუ-ჰაუს შეფასება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ვაჭრობის საიდუმლოს ტრენინგისერვისის გვერდი
  • თავდაცვის სფეროს კონსულტაციის ხელშეკრულებებისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი საბანაშვილი

გიორგი საბანაშვილი

არქიტექტორი , ურბანისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 26 ივნ. 2025 · №8

  • 1 ცვლილება · ბოლო 6 ივლ. 2018
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 5 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 9

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ

  • 7ინფორმაცია, რომელიც არ შეიძლება მიეკუთვნოს სახელმწიფო საიდუმლოებას
  • 26სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ძირითადი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებები
  • 1კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 21სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა
  • 22სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფა სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტებში

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 27⁴სახელმწიფო საიდუმლოება
  • 27³პროფესიული საიდუმლოება

კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ

  • 6კონტრდაზვერვითი საქმიანობა და საჯაროობა

ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ

  • 6სახელმწიფო თავდაცვა

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 75საიდუმლო ინფორმაციის დაცვა

საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ

  • 9სახელმწიფო რეზერვების მონაცემების შესახებ სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა

სადაზვერვო საქმიანობის შესახებ

  • 2სადაზვერვო საქმიანობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
27⁴27³9629726162122756
მითითებამნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო საიდუმლოები…საქართველოს სახელმწიფო…საქართველოს ზოგადი ადმ…კონტრდაზვერვითი საქმია…ეროვნული უსაფრთხოების …საჯარო შესყიდვების შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025 · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026