1.აკრძალულია სახელმწიფო საიდუმლოებისთვის იმ ინფორმაციის მიკუთვნება, რომლითაც შეიძლება შეილახოს ან შეიზღუდოს ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, მისი კანონიერი ინტერესები, აგრეთვე ზიანი მიადგეს მოსახლეობის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას.
2.სახელმწიფო საიდუმლოებას არ შეიძლება მიეკუთვნოს ნორმატიული აქტები, მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, გარდა ქვეყნის თავდაცვის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის სფეროებში სახელმწიფო ინტერესებთან დაკავშირებული შესაბამისი უწყებების ნორმატიული აქტებისა, რომლებიც აწესრიგებს მათ საქმიანობას ქვეყნის თავდაცვის, დაზვერვის, სახელმწიფო უსაფრთხოების, მართლწესრიგის დაცვის და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის სფეროებში.
3.სახელმწიფო საიდუმლოებას არ შეიძლება მიეკუთვნოს რუკები, გარდა სამხედრო და სპეციალური დანიშნულების რუკებისა, რომლებზედაც დატანილია სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებული ინფორმაციების ნუსხით განსაზღვრული, ქვეყნის თავდაცვისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროებში არსებული ინფორმაცია და მონაცემები.
4.სახელმწიფო საიდუმლოებას არ შეიძლება მიეკუთვნოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) სტიქიური უბედურების, კატასტროფისა და სხვა განსაკუთრებული მოვლენის შესახებ, რომლებიც მოხდა ან შეიძლება მოხდეს და ემუქრება მოსახლეობის უსაფრთხოებას;
ბ) გარემოს მდგომარეობის თაობაზე, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის, მისი ცხოვრების დონის (მათ შორის, სამედიცინო მომსახურებისა და სოციალური უზრუნველყოფის) შესახებ, აგრეთვე სოციალურ-დემოგრაფიული მაჩვენებლების, მოსახლეობის განათლებისა და კულტურის თაობაზე;
გ) კორუფციის, თანამდებობის პირთა უკანონო ქმედებებისა და კრიმინოგენული სიტუაციის შესახებ;
დ) პრივილეგიის, კომპენსაციის, ფულადი ჯილდოსა და შეღავათის შესახებ, რომლებსაც სახელმწიფო ანიჭებს მოქალაქეს, თანამდებობის პირს, საწარმოს, დაწესებულებასა და ორგანიზაციას;
ე) სახელმწიფო სავალუტო ფონდისა და ოქროს საერთო მარაგის შესახებ;
ვ) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
თავი III
სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დასაიდუმლოება
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. აკრძალულია სახელმწიფო საიდუმლოებისთვის იმ ინფორმაციის მიკუთვნება, რომლითაც შეიძლება შეილახოს ან შეიზღუდოს ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, მისი კანონიერი ინტერესები, აგრეთვე ზიანი მიადგეს მოსახლეობის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას.2. სახელმწიფო საიდუმლოებას არ შეიძლება მიეკუთვნოს ნორმატიული აქტები, მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, გარდა ქვეყნის თავდაცვის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის სფეროებში სახელმწიფო ინტერესებთან დაკავშირებული შესაბამისი უწყებების ნორმატიული აქტებისა, რომლებიც აწესრიგებს მათ საქმიანობას ქვეყნის თავდაცვის, დაზვერვის, სახელმწიფო უსაფრთხოების, მართლწესრიგის დაცვის და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის სფეროებში.3. სახელმწიფო საიდუმლოებას არ შეიძლება მიეკუთვნოს რუკები, გარდა სამხედრო და სპეციალური დანიშნულების რუკებისა, რომლებზედაც დატანილია სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებული ინფორმაციების ნუსხით განსაზღვრული, ქვეყნის თავდაცვისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროებში არსებული ინფორმაცია და მონაცემები.4. სახელმწიფო საიდუმლოებას არ შეიძლება მიეკუთვნოს შემდეგი ინფორმაცია:ა) სტიქიური უბედურების, კატასტროფისა და სხვა განსაკუთრებული მოვლენის შესახებ, რომლებიც მოხდა ან შეიძლება მოხდეს და ემუქრება მოსახლეობის უსაფრთხოებას;ბ) გარემოს მდგომარეობის თაობაზე, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის, მისი ცხოვრების დონის (მათ შორის, სამედიცინო მომსახურებისა და სოციალური უზრუნველყოფის) შესახებ, აგრეთვე სოციალურ-დემოგრაფიული მაჩვენებლების, მოსახლეობის განათლებისა და კულტურის თაობაზე;გ) კორუფციის, თანამდებობის პირთა უკანონო ქმედებებისა და კრიმინოგენული სიტუაციის შესახებ;დ) პრივილეგიის, კომპენსაციის, ფულადი ჯილდოსა და შეღავათის შესახებ, რომლებსაც სახელმწიფო ანიჭებს მოქალაქეს, თანამდებობის პირს, საწარმოს, დაწესებულებასა და ორგანიზაციას;ე) სახელმწიფო სავალუტო ფონდისა და ოქროს საერთო მარაგის შესახებ;ვ) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.თავი IIIსახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დასაიდუმლოება
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
პირველადი რედაქცია · ძალაშია 12 მარ. 2015-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.