Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებმუხლი 15

ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ

მუხლი 15. ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტები

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების სახეებია: ა) ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია; ბ) საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი; გ) უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგიები.

2.ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია არის ფუძემდებლური დოკუმენტი, რომელიც განმარტავს ეროვნულ ღირებულებებსა და ინტერესებს, აყალიბებს ქვეყნის უსაფრთხო განვითარების ხედვას, განსაზღვრავს სახელმწიფოს წინაშე არსებულ საფრთხეებს, რისკებსა და გამოწვევებს და ადგენს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას უნდა შეესაბამებოდეს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის ყველა ეროვნული და უწყებრივი დონის დოკუმენტი. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას შეიმუშავებს და საქართველოს პარლამენტს წარუდგენს საქართველოს მთავრობა. მას დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი.

3.საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი ასახავს ეროვნული უსაფრთხოებისთვის არსებითი საფრთხის შემცველ სამხედრო, საგარეო-პოლიტიკურ, შინაპოლიტიკურ, ტრანსნაციონალურ, სოციალურ-ეკონომიკურ, ბუნებრივ და ადამიანური ფაქტორით გამოწვეულ საფრთხეებსა და გამოწვევებს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

4.ამ კანონის მიზნებისთვის უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგია არის სახელმწიფოს მიერ დასახული მიზნების მისაღწევად შემუშავებული დოკუმენტი, რომელიც იქმნება ამავე კანონის მე-6−მე-13 მუხლებით გათვალისწინებულ ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის კონკრეტულ სფეროში ან/და მიმართულებაში და რომელშიც აღწერილია ამ სფეროში ან/და მიმართულებაში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები. უსაფრთხოების სფეროში ეროვნულ სტრატეგიას, გარდა საქართველოს ეროვნული თავდაცვის სტრატეგიისა, აქვს დროში გაწერილი სამოქმედო გეგმა, რომლითაც კონკრეტული ამოცანების შესრულებისთვის განისაზღვრება დრო, საშუალებები და პასუხისმგებელი უწყებები. უსაფრთხოების სფეროში ეროვნულ სტრატეგიებს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა, ხოლო საკანონმდებლო აქტით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამ დოკუმენტების კონფიდენციალურობის, დასაიდუმლოების მაღალი დონის უზრუნველყოფისა და მათი ხელმისაწვდომობის შეზღუდვის ინტერესებიდან გამომდინარე, უსაფრთხოების სფეროში ეროვნულ სტრატეგიებს ამ კანონით დადგენილი წესით ამტკიცებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

5.უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმით დასახული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებს და სახელმწიფო რწმუნებულებს ევალებათ უწყებრივი სამოქმედო გეგმების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შემუშავება. უწყებრივი სამოქმედო გეგმებით განისაზღვრება უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმით საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებისა და სახელმწიფო რწმუნებულებისთვის დაკისრებული ვალდებულებების შესრულების მექანიზმები.

6.უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმით დასახული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად მუნიციპალიტეტები უწყებრივ სამოქმედო გეგმებს შეიმუშავებენ კანონით დადგენილი წესით მათთვის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. უწყებრივი სამოქმედო გეგმების საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში შემუშავება სარეკომენდაციო ხასიათისაა. საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2609 – ვებგვერდი, 06.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3456 – ვებგვერდი, 09.10.2018წ. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3580 – ვებგვერდი, 21.11.2018წ. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4087 – ვებგვერდი, 28.12.2018წ. საქართველოს 2019 წლის 2 აპრილის კანონი №4397 – ვებგვერდი, 08.04.2019წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6917 - ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2022 წლის 7 სექტემბის კანონი №1725 – ვებგვერდი, 21.09.2022წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების სახეებია: ა) ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია; ბ) საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი; გ) უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგიები. 2. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია არის ფუძემდებლური დოკუმენტი, რომელიც განმარტავს ეროვნულ ღირებულებებსა და ინტერესებს, აყალიბებს ქვეყნის უსაფრთხო განვითარების ხედვას, განსაზღვრავს სახელმწიფოს წინაშე არსებულ საფრთხეებს, რისკებსა და გამოწვევებს და ადგენს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას უნდა შეესაბამებოდეს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის ყველა ეროვნული და უწყებრივი დონის დოკუმენტი. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას შეიმუშავებს და საქართველოს პარლამენტს წარუდგენს საქართველოს მთავრობა. მას დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი. 3. საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი ასახავს ეროვნული უსაფრთხოებისთვის არსებითი საფრთხის შემცველ სამხედრო, საგარეო-პოლიტიკურ, შინაპოლიტიკურ, ტრანსნაციონალურ, სოციალურ-ეკონომიკურ, ბუნებრივ და ადამიანური ფაქტორით გამოწვეულ საფრთხეებსა და გამოწვევებს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 4. ამ კანონის მიზნებისთვის უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგია არის სახელმწიფოს მიერ დასახული მიზნების მისაღწევად შემუშავებული დოკუმენტი, რომელიც იქმნება ამავე კანონის მე-6−მე-13 მუხლებით გათვალისწინებულ ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის კონკრეტულ სფეროში ან/და მიმართულებაში და რომელშიც აღწერილია ამ სფეროში ან/და მიმართულებაში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები. უსაფრთხოების სფეროში ეროვნულ სტრატეგიას, გარდა საქართველოს ეროვნული თავდაცვის სტრატეგიისა, აქვს დროში გაწერილი სამოქმედო გეგმა, რომლითაც კონკრეტული ამოცანების შესრულებისთვის განისაზღვრება დრო, საშუალებები და პასუხისმგებელი უწყებები. უსაფრთხოების სფეროში ეროვნულ სტრატეგიებს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა, ხოლო საკანონმდებლო აქტით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამ დოკუმენტების კონფიდენციალურობის, დასაიდუმლოების მაღალი დონის უზრუნველყოფისა და მათი ხელმისაწვდომობის შეზღუდვის ინტერესებიდან გამომდინარე, უსაფრთხოების სფეროში ეროვნულ სტრატეგიებს ამ კანონით დადგენილი წესით ამტკიცებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 5. უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმით დასახული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებს და სახელმწიფო რწმუნებულებს ევალებათ უწყებრივი სამოქმედო გეგმების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შემუშავება. უწყებრივი სამოქმედო გეგმებით განისაზღვრება უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმით საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებისა და სახელმწიფო რწმუნებულებისთვის დაკისრებული ვალდებულებების შესრულების მექანიზმები. 6. უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმით დასახული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად მუნიციპალიტეტები უწყებრივ სამოქმედო გეგმებს შეიმუშავებენ კანონით დადგენილი წესით მათთვის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. უწყებრივი სამოქმედო გეგმების საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში შემუშავება სარეკომენდაციო ხასიათისაა. საქართველოს 2018 წლის 27  ივნისის  კანონი №2609  –  ვებგვერდი, 06.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 20  სექტემბრის  კანონი №3456  –  ვებგვერდი, 09.10.2018წ. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3580 – ვებგვერდი, 21.11.2018წ. საქართველოს 2018 წლის 22  დეკემბრის კანონი №4087 – ვებგვერდი, 28.12.2018წ. საქართველოს 2019 წლის 2 აპრილის კანონი №4397 – ვებგვერდი, 08.04.2019წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი  №6917  - ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს  2022 წლის 7 სექტემბის კანონი №1725 –  ვებგვერდი, 21.09.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №16 · ძალაშია 1 სექ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 7

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 21 სექ. 2022
  2. 28 ივლ. 2020
  3. 8 აპრ. 2019

    მე-4 პუნქტის ბოლო წინადადება ახლებურად იკითხება: უსაფრთხოების სფეროში ეროვნულ სტრატეგიებს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. ამ ადგილას ადრე იყო ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის კატეგორიაში ჩართვისა და „თავდაცვის დაგეგმვის შესახებ“ კანონზე მითითების ტექსტი.

  4. 1 იან. 2019· გამოქვეყნდა 28 დეკ. 2018
  5. 21 ნოე. 2018

    მე-15 მუხლის მე-4 პუნქტში ეროვნული თავდაცვის სტრატეგია გამოირიცხა სამოქმედო გეგმის მოთხოვნიდან და მისი რეგულირება „თავდაცვის დაგეგმვის შესახებ“ კანონს მიეკუთვნა; მე-6 პუნქტიდან ამოღებულია ამოქმედების დათქმა.

  6. 9 ოქტ. 2018
  7. 1 აგვ. 2018· გამოქვეყნდა 6 ივლ. 2018
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 14შემდეგი მუხლი 15¹

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 26 ივნ. 2025 · №16

  • 7 ცვლილება · ბოლო 21 სექ. 2022
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 10 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 13

მიუთითებენ მასზე

მუხლი 15¹

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ

  • 17უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტები
  • 16უწყებრივი დონის დოკუმენტები
  • 2ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ცნება

თავდაცვის კოდექსი

  • 7სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის ეროვნული დონის დოკუმენტები
  • 8სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის უწყებრივი დონის დოკუმენტები
  • 6სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის დოკუმენტები

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 4სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემა
  • 44¹სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების შემუშავება
  • 5ეროვნული სისტემის სუბიექტების მოვალეობები

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 22სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფა სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტებში

განათლების ხარისხის განვითარების შესახებ

  • 24²ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო და მისი მიზნები

სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ

  • 1კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
24²11315¹1716222444¹578615
მითითებამნიშვნელობით ახლოსეროვნული უსაფრთხოების …თავდაცვის კოდექსისამოქალაქო უსაფრთხოები…საქართველოს სახელმწიფო…განათლების ხარისხის გა…სახელმწიფო საიდუმლოები…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025 · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026