სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

მუხლი 4. სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემა

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემა (შემდგომ − ეროვნული სისტემა) არის საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოების, მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და სახელმწიფო რწმუნებულების (ეროვნული სისტემის სუბიექტების) ერთიანი ქსელი, რომელიც სტრატეგიულ (პოლიტიკურ), ოპერაციულ და ტაქტიკურ დონეებზე, სათანადო რესურსებისა და ინსტრუმენტების გამოყენებით ახორციელებს შესაბამის კომპლექსურ ღონისძიებებს საომარი მდგომარეობით, ბუნებრივი ან/და ადამიანური ფაქტორით გამოწვეული ინციდენტისაგან/საგანგებო სიტუაციისაგან ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, გარემოს ან/და ქონების დაცვის მიზნით.

2.ეროვნული სისტემა უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციის მართვის უწყვეტი პროცესის ძირითადი ფაზების (საგანგებო სიტუაციის პრევენცია, საგანგებო სიტუაციისათვის მზადყოფნა, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირება, აღდგენითი სამუშაოების ჩატარება) დროს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას, რეაგირების ძალების საქმიანობის ორგანიზებას, მათ მართვას და მატერიალური რესურსების შექმნას.

3.ეროვნული სისტემის წამყვანი ორგანო მშვიდობიან პერიოდში არის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, რომლის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტი წარმოადგენს ეროვნული სისტემის ძირითად საოპერაციო ძალებს.

4.ეროვნული სისტემის სუბიექტების ჩამონათვალი, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მათი კომპეტენცია, საგანგებო სიტუაციის პრევენციის, საგანგებო სიტუაციისათვის მზადყოფნის, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისა და აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები, აგრეთვე საგანგებო სიტუაციის მართვასთან დაკავშირებული ის საკითხები, რომლებიც მოწესრიგებული არ არის ამ კანონით, განისაზღვრება „სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით, რომელიც ეროვნული სისტემის სუბიექტებთან კოორდინაციით მუშავდება და რომელსაც სამინისტრო დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას.

5.მოსალოდნელი ან ფაქტობრივი საგანგებო სიტუაციის ხასიათიდან გამომდინარე, ეროვნული სისტემა ფუნქციონირებს ამ კანონის მე-16−მე-18 მუხლებითა და სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმით განსაზღვრული საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვის შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელობით. ინციდენტის საგანგებო სიტუაციად გარდაქმნის შემთხვევაში, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვის შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილებით, ეროვნული სისტემის შესაბამისი სუბიექტები გადადიან მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4067 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემა (შემდგომ − ეროვნული სისტემა) არის საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოების, მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და სახელმწიფო რწმუნებულების (ეროვნული სისტემის სუბიექტების) ერთიანი ქსელი, რომელიც სტრატეგიულ (პოლიტიკურ), ოპერაციულ და ტაქტიკურ დონეებზე, სათანადო რესურსებისა და ინსტრუმენტების გამოყენებით ახორციელებს შესაბამის კომპლექსურ ღონისძიებებს საომარი მდგომარეობით, ბუნებრივი ან/და ადამიანური ფაქტორით გამოწვეული ინციდენტისაგან/საგანგებო სიტუაციისაგან ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, გარემოს ან/და ქონების დაცვის მიზნით. 2. ეროვნული სისტემა უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციის მართვის უწყვეტი პროცესის ძირითადი ფაზების (საგანგებო სიტუაციის პრევენცია, საგანგებო სიტუაციისათვის მზადყოფნა, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირება, აღდგენითი სამუშაოების ჩატარება) დროს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას, რეაგირების ძალების საქმიანობის ორგანიზებას, მათ მართვას და მატერიალური რესურსების შექმნას. 3. ეროვნული სისტემის წამყვანი ორგანო მშვიდობიან პერიოდში არის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, რომლის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტი წარმოადგენს ეროვნული სისტემის ძირითად საოპერაციო ძალებს. 4. ეროვნული სისტემის სუბიექტების ჩამონათვალი, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მათი კომპეტენცია, საგანგებო სიტუაციის პრევენციის, საგანგებო სიტუაციისათვის მზადყოფნის, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისა და აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები, აგრეთვე საგანგებო სიტუაციის მართვასთან დაკავშირებული ის საკითხები, რომლებიც მოწესრიგებული არ არის ამ კანონით, განისაზღვრება „სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით, რომელიც ეროვნული სისტემის სუბიექტებთან კოორდინაციით მუშავდება და რომელსაც სამინისტრო დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას. 5. მოსალოდნელი ან ფაქტობრივი საგანგებო სიტუაციის ხასიათიდან გამომდინარე, ეროვნული სისტემა ფუნქციონირებს ამ კანონის მე-16−მე-18 მუხლებითა და სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმით განსაზღვრული საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვის შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელობით. ინციდენტის საგანგებო სიტუაციად გარდაქმნის შემთხვევაში, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვის შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილებით, ეროვნული სისტემის შესაბამისი სუბიექტები გადადიან მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4067 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1 · ძალაშია 1 იან. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 28 დეკ. 2018

    პირველ პუნქტში სახელმწიფო რწმუნებულს ამოეღო „გუბერნატორი“; მე-4 პუნქტში ეროვნული გეგმის დასამტკიცებლად მთავრობისთვის წარმდგენი ახლა სამინისტროა და არა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნანა თურმანიძე

ნანა თურმანიძე

ბიზნეს იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
45710191522218513344
მითითებამნიშვნელობით ახლოსსამოქალაქო უსაფრთხოები…ეროვნული უსაფრთხოების …საქართველოს სახელმწიფო…საქართველოს შინაგან სა…საქართველოს სახელმწიფო…ტერორიზმთან ბრძოლის შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა