Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკათავდაცვის კოდექსიმუხლი 8

თავდაცვის კოდექსი

მუხლი 8. სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის უწყებრივი დონის დოკუმენტები

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 13 მაი. 2026
თემები:შესაბამისობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტი მუშავდება ეროვნული დონის დოკუმენტების საფუძველზე. მასში განისაზღვრება შესაბამისი უწყების მიზნები და ამოცანები სახელმწიფო თავდაცვის სფეროსთან ან/და მის ცალკეულ მიმართულებებთან/საკითხებთან  დაკავშირებით,  აგრეთვე ამ უწყების ხედვა, ღირებულებები და პრინციპები, აღნიშნული უწყების გამოწვევები და მის მიერ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში მათი დაძლევის გზები, საშუალებები (რესურსები) და ვადები, აგრეთვე სათანადო პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულები.

2.სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის უწყებრივი დონის ორგანიზაციული დოკუმენტი მუშავდება სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის ეროვნული დონის დოკუმენტების ან/და სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტების საფუძველზე და მათ აღსასრულებლად. მასში განისაზღვრება შესაბამისი უწყების ამოცანები და ამ უწყების მიერ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში მათი გადაჭრის გზები და საშუალებები.

3.სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტი მტკიცდება შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ხოლო სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის უწყებრივი დონის ორგანიზაციული დოკუმენტი − შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

4.უწყებრივ დონეზე სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის განხორციელების წესი და ვადები, აგრეთვე სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის უწყებრივი დონის კონცეპტუალური და ორგანიზაციული დოკუმენტების სახეები და რეგულირების სფერო განისაზღვრება სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის დებულებით, რომელიც მტკიცდება შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის ნორმატიული აქტით.

5.სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტის, სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის უწყებრივი დონის ორგანიზაციული დოკუმენტის საიდუმლო ნაწილი მტკიცდება ცალკე დოკუმენტის სახით.

6.უწყებრივ დონეზე სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვას კოორდინაციას უწევს სამინისტრო. თავი III სამინისტრო

წინა მუხლი 7შემდეგი მუხლი 9

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • უსაფრთხოების პოლიტიკის განვითარებასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-05-13 · №12

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

თავდაცვის კოდექსი

  • 6სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის დოკუმენტები
  • 7სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის ეროვნული დონის დოკუმენტები
  • 4სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის არსი

ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ

  • 16უწყებრივი დონის დოკუმენტები
  • 17უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტები
  • 15ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტები

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

  • 20სგშ-ისადმი დაქვემდებარებული სტრატეგიული დოკუმენტი
  • 28ზოგადი მოთხოვნები სტრატეგიული დოკუმენტის მიღებასთან/დამტკიცებასთან დაკავშირებით
  • 26სგშ-ის ანგარიში

სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ

  • 6ინფორმაცია, რომელიც შეიძლება მიეკუთვნოს სახელმწიფო საიდუმლოებას

გარემოს დაცვის შესახებ

  • 15გარემოს დაცვის დაგეგმვა

დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ

  • 15დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
151561617152028266748
მნიშვნელობით ახლოსთავდაცვის კოდექსიეროვნული უსაფრთხოების …გარემოსდაცვითი შეფასებ…სახელმწიფო საიდუმლოები…გარემოს დაცვის შესახებდაცული ტერიტორიების სი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 13 მაი. 2026