თავდაცვის კოდექსი

მუხლი 7. სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის ეროვნული დონის დოკუმენტები

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 13 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავებისა და მისი კოორდინაციის წესი განისაზღვრება „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით.

2.„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს ეროვნული თავდაცვის სტრატეგია: ა) განსაზღვრავს ეროვნული თავდაცვის ორგანიზების სტრატეგიულ ხედვას, მიმართულებებს, მიზნებს, პრინციპებს, ამოცანებსა და საშუალებებს; ბ) მიმოიხილავს და აფასებს თავდაცვის სფეროში არსებულ საფრთხეებს, რისკებსა და გამოწვევებს; გ) განსაზღვრავს ქვეყნის თავდაცვაში საზოგადოების ჩართულობას.

3.სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის ეროვნული დონის ორგანიზაციული დოკუმენტია საქართველოს ეროვნული თავდაცვის მზადყოფნის გეგმა, რომელიც სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად პასუხისმგებელ უწყებებს საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას ავალდებულებს. საქართველოს ეროვნული თავდაცვის მზადყოფნის გეგმა არის აღნიშნული უწყებების განვითარების გეგმების ერთობლიობა, რომლებშიც გაწერილია დრო და რომლებიც უზრუნველყოფს თავდაცვის მიზნების მიღწევას.

4.საქართველოს ეროვნული თავდაცვის სტრატეგია, აგრეთვე საქართველოს ეროვნული თავდაცვის მზადყოფნის გეგმა მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს ეროვნული თავდაცვის სტრატეგია გადაიხედება და განახლდება საჭიროებისამებრ, ქვეყნის უსაფრთხოების გარემოს არსებითი ცვლილებისას. სხვა შემთხვევაში ეს სტრატეგია გადაიხედება არანაკლებ 5 წელიწადში ერთხელ და განახლდება გადახედვის შედეგების გათვალისწინებით.

5.საქართველოს ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის, საქართველოს ეროვნული თავდაცვის მზადყოფნის გეგმის საიდუმლო ნაწილი მტკიცდება ცალკე დოკუმენტის სახით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

6.ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დოკუმენტების შემუშავების, წარდგენისა და დამტკიცების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავებისა და მისი კოორდინაციის წესი განისაზღვრება „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით. 2. „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს ეროვნული თავდაცვის სტრატეგია: ა) განსაზღვრავს ეროვნული თავდაცვის ორგანიზების სტრატეგიულ ხედვას, მიმართულებებს, მიზნებს, პრინციპებს, ამოცანებსა და საშუალებებს; ბ) მიმოიხილავს და აფასებს თავდაცვის სფეროში არსებულ საფრთხეებს, რისკებსა და გამოწვევებს; გ) განსაზღვრავს ქვეყნის თავდაცვაში საზოგადოების ჩართულობას. 3. სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის ეროვნული დონის ორგანიზაციული დოკუმენტია საქართველოს ეროვნული თავდაცვის მზადყოფნის გეგმა, რომელიც სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად პასუხისმგებელ უწყებებს საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას ავალდებულებს. საქართველოს ეროვნული თავდაცვის მზადყოფნის გეგმა არის აღნიშნული უწყებების განვითარების გეგმების ერთობლიობა, რომლებშიც გაწერილია დრო და რომლებიც უზრუნველყოფს თავდაცვის მიზნების მიღწევას. 4. საქართველოს ეროვნული თავდაცვის სტრატეგია, აგრეთვე საქართველოს ეროვნული თავდაცვის მზადყოფნის გეგმა მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს ეროვნული თავდაცვის სტრატეგია გადაიხედება და განახლდება საჭიროებისამებრ, ქვეყნის უსაფრთხოების გარემოს არსებითი ცვლილებისას. სხვა შემთხვევაში ეს სტრატეგია გადაიხედება არანაკლებ 5 წელიწადში ერთხელ და განახლდება გადახედვის შედეგების გათვალისწინებით. 5. საქართველოს ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის, საქართველოს ეროვნული თავდაცვის მზადყოფნის გეგმის საიდუმლო ნაწილი მტკიცდება ცალკე დოკუმენტის სახით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 6. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დოკუმენტების შემუშავების, წარდგენისა და დამტკიცების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 26 ივნ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. მე-7 მუხლის მე-4 ნაწილით მთავრობის დადგენილებით სტრატეგიასთან ერთად მტკიცდება ეროვნული თავდაცვის მზადყოფნის გეგმაც.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი ბუიღლიშვილი

გიორგი ბუიღლიშვილი

ქონების შემფასებელი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
701533 (დ…14151622144¹8657
მნიშვნელობით ახლოსთავდაცვის კოდექსიეროვნული უსაფრთხოების …გარემოს დაცვის შესახებსაქართველოს სახელმწიფო…სამოქალაქო უსაფრთხოები…საქართველოს კონსტიტუცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა