1.2006 წლის 1 სექტემბრამდე მიღებულ იქნეს: ა) საქართველოს კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“; ბ) საქართველოს კანონი „თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ“; გ) (ამოღებულია).
1¹.2007 წლის 1 მარტამდე საქართველოს პრეზიდენტმა ბრძანებულებით უზრუნველყოს „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობების ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ დამტკიცება.
1².ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ 2007 წლის 1 მაისამდე მიიღოს დადგენილებები: ა) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და სახელმწიფო ქონებაზე (წიაღის ჩათვლით) დამაგრებული და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საზოგადოების ქონებაზე დამაგრებული მიწების, აგრეთვე იმ მიწების, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ექვემდებარება დასახელებული კატეგორიის ქონებაზე დამაგრებას, განსაზღვრისა და გამიჯვნის წესის შესახებ; ბ) ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის, წყლის რესურსების, გზებისა და ობიექტების (ბიბლიოთეკა, მუზეუმი, საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებები და სხვა) განსაზღვრის წესის შესახებ.
1³.ამ კანონის 47-ე მუხლით განსაზღვრული ქონება საჯარო რეესტრში თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად დარეგისტრირდეს ამ მუხლის 1 2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წესების შემუშავების შემდეგ.
1⁴.ამ მუხლის 1 2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წესების შემუშავებამდე ამ კანონის 47-ე მუხლით განსაზღვრული, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა და ქონება (ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, ქუჩები, ხეივნები, სკვერები და ა. შ.) საჯარო რეესტრში თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად დარეგისტრირდეს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად განკარგვის მიზნით, „ სახელმწიფო ქონების შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ქონების მმართველის (შემდგომ – ქონების მმართველი) თანხმობით , ამ კანონის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
1⁵.ქონების მმართველი უფლებამოსილია თვითმმართველ ერთეულს მისცეს ამ მუხლის 1 4 პუნქტით განსაზღვრული ქონების ქონების მმართველის თანხმობის გარეშე განკარგვის უფლება.
2.ამ კანონის მიღებიდან 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების ჩატარებამდე უზრუნველყოფილ იქნეს საქართველოს კანონმდებლობის ამ კანონთან შესაბამისობა.
3.საქართველოს პრეზიდენტმა 2010 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს ამ კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ბრძანებულების გამოცემა. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის ორგანული კანონი №4330 - სსმ I, №2, 04.01.2007 წ., მუხ.24 საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის ორგანული კანონი №4688 - სსმ I, №16, 07.05.2007 წ., მუხ.124 საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის ორგანული კანონი №1459 - სსმ I, №20, 28.07.2009 წ., მუხ.91 საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2515 - სსმ I, №5, 25.01.2010წ., მუხ.16 საქართველოს 2010 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2946 - სსმ I, №23, 04.05.2010 წ., მუხ.125 საქართველოს 2011 წლის 5 აპრილის ორგანული კანონი №4486-ვებგვერდი,08.04.2011წ. საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის ორგანული კანონი №6378 – ვებგვერდი, 15.06.2012წ. მუხლი 6 7 1 1. ის მიწის ნაკვეთები, რომლებიც , საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად , ითვლება იმ ფიზიკურ პირთა საკუთრებად, რომელთა კანონიერ სარგებლობაშიც იმყოფება ისინი , და რომლებზედაც ინდივიდუალური სახლებია განლაგებული, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1513-ე მუხლით.
2.მიწა, რომელიც ექვემდებარება საკუთრების უფლებით გადაცემას „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საკუთრებაში გადაიცემა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
3.იმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებთან დაკავშირებით, რომელთა განკარგვის მიზნით ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო ამ კანონის ამოქმედებამდე, გადაწყვეტილება მიღებულ ი უნდა იქნეს ადმინისტრაციული წარმოების დაწყების დროისათვის მოქმედი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე.
4.დაურეგისტ რ ირებელი ან/და სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები , რომლებიც , ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის განაშენიანების რეგულირების გეგმის მიხედვით, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებ ია , საჯარო რეესტრში რეგისტრირდება ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრება დ .
5.ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომლებზე და ც სათანადო დოკუმენტაციის გარეშე განთავსებულია შენობა-ნაგებობები, გარდა კერძო საკუთრებაში არსებული, სახელმწიფო ან სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებულ ქონებაზე დამაგრებული ან/და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამაგრებას დაქვემდებარებული მიწებისა, რეგისტრირდება ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის ორგანული კანონი №4330 - სსმ I, №2, 04.01.2007 წ., მუხ.24 საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის ორგანული კანონი №3965 - სსმ I, №74, 24.12.2010 წ.,მუხ.446 თავი XV. დასკვნითი დებულებანი

