ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ

მუხლი 66. დასახლებათა და თვითმმართველ ერთეულთა ადმინისტრაციული საზღვრების დადგენის დროებითი წესი

რედაქცია №36კონსოლიდირებული · 5 თებ. 2014

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.დასახლებების ადმინისტრაციულ საზღვრებად დგინდება ამ კანონის მიღების დროისათვის დადგენილი ადმინისტრაციული საზღვრები.

2.თვითმმართველი ერთეულების ადმინისტრაციული საზღვრები დგინდება თვითმმართველ ერთეულში შემავალი დასახლებების ამ კანონის ამოქმედების დროისათვის არსებული ადმინისტრაციული საზღვრების მიხედვით.

3.თვითმმართველი ერთეულის რეგისტრაციის შესახებ განცხადებას და სარეგისტრაციო მონაცემებს იუსტიციის სამინისტროს წარუდგენს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის საკრებულოს თავმჯდომარე. თვითმმართველი ერთეულის რეგისტრაცია ხდება ამ კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების საფუძველზე.

4.საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საჯარო რეესტრის სააგენტომ საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტთან კონსულტაციით საქართველოს მთავრობას წარუდგინოს საკანონმდებლო ინიციატივის პროექტი, რომლითაც განისაზღვრება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საზღვრების დადგენის წესი და პროცედურები არა უგვიანეს 2011 წლის 1 იანვრისა. საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის ორგანული კანონი №3680 - სსმ I, №43, 13.11.2006 წ., მუხ.288 საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2515 - სსმ I, №5, 25.01.2010წ., მუხ.16

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. დასახლებების ადმინისტრაციულ საზღვრებად დგინდება ამ კანონის მიღების დროისათვის დადგენილი ადმინისტრაციული საზღვრები. 2. თვითმმართველი ერთეულების ადმინისტრაციული საზღვრები დგინდება თვითმმართველ ერთეულში შემავალი დასახლებების ამ კანონის ამოქმედების დროისათვის არსებული ადმინისტრაციული საზღვრების მიხედვით. 3. თვითმმართველი ერთეულის რეგისტრაციის შესახებ განცხადებას და სარეგისტრაციო მონაცემებს იუსტიციის სამინისტროს წარუდგენს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის საკრებულოს თავმჯდომარე. თვითმმართველი ერთეულის რეგისტრაცია ხდება ამ კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების საფუძველზე. 4. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საჯარო რეესტრის სააგენტომ საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტთან კონსულტაციით საქართველოს მთავრობას წარუდგინოს საკანონმდებლო ინიციატივის პროექტი, რომლითაც განისაზღვრება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საზღვრების დადგენის წესი და პროცედურები არა უგვიანეს 2011 წლის 1 იანვრისა. საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის ორგანული კანონი №3680 - სსმ I, №43, 13.11.2006 წ., მუხ.288 საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2515 - სსმ I, №5, 25.01.2010წ., მუხ.16

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №18 · ძალაშია 25 იან. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 66-ე მუხლის მე-4 პუნქტში 2007 წლის 30 დეკემბრამდე რუკების მომზადების ვალდებულება შეიცვალა 2011 წლის 1 იანვრამდე საზღვრების დადგენის წესის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის პროექტის წარდგენით.

  2. 66-ე მუხლს დაემატა მე-3 და მე-4 პუნქტი ერთეულის რეგისტრაციისა და რუკების მომზადების შესახებ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
27¹19¹30137476151601114310922466
მითითებამნიშვნელობით ახლოსადგილობრივი თვითმმართვ…ადგილობრივი თვითმმართვ…საქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს პარლამენტი…საჯარო სამართლის იურიდ…ბინათმესაკუთრეთა ამხან…