1.თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაშია:
ა) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა (ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, ქუჩები, ხეივნები, სკვერები და ა. შ.), გარდა კერძო საკუთრებაში არსებული, სახელმწიფო ქონებაზე დამაგრებული და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებულ ქონებაზე დამაგრებული მიწებისა, აგრეთვე ის მიწები, რომლებიც ექვემდებარება დასახელებული კატეგორიის ქონებაზე (სახელმწიფო ქონება და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საზოგადოების ქონება) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამაგრებას;
ბ) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ობიექტებზე მიმაგრებული მიწა;
გ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული სასოფლო-სამ ე ურნეო დანიშნულების მიწა, გარდა:
გ.ა) საძოვრებისა და პირუტყვის გადასარეკი ტრასებისა;
გ.ბ) 500-მეტრიან სასაზღვრო ზოლში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა;
გ.გ) დაცული ტერიტორიების მიწისა;
გ.დ) ისტორიის, კულტურის, ბუნებისა და საკულტო-რელიგიური ძეგლებისათვის განკუთვნილი მიწისა;
გ.ე) სახელმწიფო ტყის ფონდის მიწისა;
გ.ვ) საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის უზუფრუქტის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემული მიწისა;
გ.ზ) წყლის ფონდის მიწისა;
გ.თ) კერძო საკუთრებაში არსებული მიწისა;
გ.ი) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა, რომელიც ექვემდებარება პრივატიზებას „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
დ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყე და ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსები.
2.თვითმმართველ ერთეულს საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ გ.ი “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად .
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3515 - სსმ I, №48, 09.08.2010 წ., მუხ.316
საქართველოს 2012 წლის 27 მარტის ორგანული კანონი №5932 – ვებგვერდი, 04.04.2012წ.
როდის შეიძლება ფაქტი საყოველთაოდ ცნობილად ჩაითვალოს და მისი დამტკიცება საჭირო არ იყოს?
ქუთაისის მერია ითხოვდა საარბიტრაჟო გადაწყვეტილებისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას, საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმებას და მიწის ნაკვეთზე თვითმმართველი ერთეულის საკუთრების აღიარებას. საკასაციო დავა შეეხებოდა შემძენის კეთილსინდისიერებას და მისი არაკეთილსინდისიერების დასადგენად მტკიცებულებების საკმარისობას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ არბიტრის დაკავება მოცემულ გარემოებებში საყოველთაოდ ცნობილ ფაქტად ვერ ჩაითვლებოდა და სააპელაციო სასამართლოს შემძენის არაკეთილსინდისიერება მტკიცებულებებით უნდა დაესაბუთებინა. გასაჩივრებული გადაწყვეტილება მითითებულ ნაწილში გაუქმდა და საქმე სსსკ 412-ის საფუძველზე ხელახლა განსახილველად დაბრუნდა.
რომელი საფუძვლებით ამოწმებს საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობას სსსკ 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად?
დავა შეეხებოდა საარბიტრაჟო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებულ საკუთრების რეგისტრაციას, ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილობასა და მიწის ნაკვეთზე თვითმმართველი ერთეულის საკუთრების აღიარებას. კასატორი სადავოდ ხდიდა 61,2 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთზე მერიის საკუთრების აღრიცხვას და თავის კეთილსინდისიერებას. უზენაესმა სასამართლომ შეამოწმა საჩივრის დასაშვებობა და მიიჩნია, რომ არ არსებობდა არც მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევა და არც სამართლის განვითარებისთვის ან ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის საჩივრის განხილვის აუცილებლობა. საკასაციო საჩივარი სსსკ 391-ე მუხლის საფუძველზე დაუშვებლობის გამო განუხილველად დარჩა; დავა უზენაეს სასამართლოში არსებითად არ განხილულა.
რა გარემოებები გაითვალისწინა სასამართლომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას?
ქუთაისის მერია მოითხოვდა საარბიტრაჟო გადაწყვეტილებისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმებას და მიწის ნაკვეთზე თვითმმართველი ქალაქის საკუთრების აღრიცხვას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა, სააპელაციო სასამართლომ კი გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა. შპს „მ.“ საკასაციო საჩივრით სადავოდ ხდიდა, მათ შორის, საქმის განსჯადობასა და მიწის ნაკვეთზე საკუთრების საკითხს. უზენაესმა სასამართლომ მიუთითა, რომ შესაბამის საკითხებზე არსებობდა სასამართლო პრაქტიკა და არსებითად მოქმედი საპროცესო დარღვევა არ დასტურდებოდა; სსსკ 391-ის საფუძველზე მან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო არსებითი განხილვის გარეშე.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაშია:ა) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა (ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, ქუჩები, ხეივნები, სკვერები და ა. შ.), გარდა კერძო საკუთრებაში არსებული, სახელმწიფო ქონებაზე დამაგრებული და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებულ ქონებაზე დამაგრებული მიწებისა, აგრეთვე ის მიწები, რომლებიც ექვემდებარება დასახელებული კატეგორიის ქონებაზე (სახელმწიფო ქონება და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საზოგადოების ქონება) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამაგრებას;ბ) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ობიექტებზე მიმაგრებული მიწა;გ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული სასოფლო-სამ ე ურნეო დანიშნულების მიწა, გარდა:გ.ა) საძოვრებისა და პირუტყვის გადასარეკი ტრასებისა;გ.ბ) 500-მეტრიან სასაზღვრო ზოლში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა;გ.გ) დაცული ტერიტორიების მიწისა;გ.დ) ისტორიის, კულტურის, ბუნებისა და საკულტო-რელიგიური ძეგლებისათვის განკუთვნილი მიწისა;გ.ე) სახელმწიფო ტყის ფონდის მიწისა;გ.ვ) საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის უზუფრუქტის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემული მიწისა;გ.ზ) წყლის ფონდის მიწისა;გ.თ) კერძო საკუთრებაში არსებული მიწისა;გ.ი) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა, რომელიც ექვემდებარება პრივატიზებას „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;დ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყე და ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსები.2. თვითმმართველ ერთეულს საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ გ.ი “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად .საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3515 - სსმ I, №48, 09.08.2010 წ., მუხ.316საქართველოს 2012 წლის27 მარტის ორგანული კანონი №5932 – ვებგვერდი, 04.04.2012წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №32 · ძალაშია 1 ივლ. 2012-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 6
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 15 ივნ. 2012
47-ე მუხლის „გ.ა“ ქვეპუნქტის გამონაკლისების ჩამონათვალს საძოვრები დაემატა პირუტყვის გადასარეკ ტრასებთან ერთად.
მითითებამნიშვნელობით ახლოსადგილობრივი თვითმმართვ…ადგილობრივი თვითმმართვ…ფიზიკური და კერძო სამა…წყლის რესურსების მართვ…სასოფლო-სამეურნეო დანი…საქართველოს კონსტიტუცი…