Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკანებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებმუხლი 40

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

მუხლი 40. პენსიის გაცემის ფორმები და პენსიის მიღების უფლება

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 19 ივლ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.მონაწილის მიერ საპენსიო ასაკის მიღწევის ან ვადაზე ადრე პენსიაზე გასვლის შემთხვევაში ან ამ კანონის 41-ე მუხლით გათვალისწინებული მონაწილის შესაძლებლობის შეზღუდვის შემთხვევაში მონაწილე უფლებამოსილია მიიღოს მის პირად საპენსიო ანგარიშზე რიცხული პენსია საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათების სრულად გათვალისწინებით.

2.საპენსიო სქემის ფარგლებში პენსიის მიღებაზე უფლებამოსილ მონაწილეს შეუძლია მიიღოს პენსია შემდეგი ფორმით: ა) ერთიანი გადახდით; ბ) პროგრამული გატანით; გ) ანუიტეტის ფორმით.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთიანი გადახდა გულისხმობს პირად საპენსიო ანგარიშზე არსებული საპენსიო დანაგროვის სრულად გადახდას. საპენსიო სქემის წესები შეიძლება ითვალისწინებდეს ერთიანი გადახდის თანხის ზღვრულ მოცულობას როგორც ნომინალური ფულადი ოდენობით, ისე საპენსიო დანაგროვის პროცენტული ოდენობით.

4.ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროგრამული გატანა გულისხმობს პირადი საპენსიო ანგარიშიდან პენსიის პერიოდულ გატანას. საპენსიო სქემის წესები უნდა ითვალისწინებდეს პირად საპენსიო ანგარიშზე არსებული საპენსიო დანაგროვის პროგრამული გატანის შესაბამისად განაწილების მეთოდოლოგიას.

5.ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ანუიტეტის მიღება მონაწილეს შეუძლია მზღვეველთან გაფორმებული ანუიტეტის ხელშეკრულების საფუძველზე.

6.საპენსიო სქემის წესები უნდა ადგენდეს მონაწილის პირად საპენსიო ანგარიშზე არსებული საპენსიო დანაგროვის იმ მინიმალურ ოდენობას, რომელიც აუცილებელია ანუიტეტის მისაღებად.

7.მზღვეველი, რომელიც ამ კანონის შესაბამისად არეგისტრირებს საპენსიო სქემას, უფლებამოსილია საპენსიო სქემის მონაწილეებს შესთავაზოს ანუიტეტი ამავე საპენსიო სქემის ფარგლებში.

8.აქტივების მმართველმა კომპანიამ და საპენსიო კომპანიამ, რომელიც მონაწილეებს ანუიტეტს სთავაზობს, ანუიტეტის შეთავაზება უნდა განახორციელონ მხოლოდ მზღვეველთან დადებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე.

9.აქტივების მმართველი კომპანია, მზღვეველი და საპენსიო კომპანია ვალდებული არიან მონაწილის საპენსიო ასაკის მოახლოებისას უზრუნველყონ მონაწილის სათანადო ინფორმირება მოახლოებული საპენსიო ასაკის შესახებ და მიაწოდონ მას მკაფიო ინფორმაცია პენსიის მისაღებად საჭირო პროცედურებისა და პენსიის მიღების ყველა შესაძლო ფორმის თაობაზე.

წინა მუხლი 39შემდეგი მუხლი 41

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2023-07-19

2
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 41

მიუთითებენ მასზე

საქართველოს საგადა… 82მუხლი 41

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

  • 41პენსიის გაცემა მონაწილის შესაძლებლობის შეზღუდვისას
  • 3საპენსიო სქემის ფორმები და საპენსიო სქემაში მონაწილეობა
  • 7უფლება საპენსიო აქტივებზე

დაგროვებითი პენსიის შესახებ

  • 32პენსიის დანიშვნა და გაცემა საპენსიო ასაკში
  • 33პენსიის დანიშვნა და გაცემა მონაწილის შესაძლებლობის შეზღუდვისას
  • 3დაგროვებითი საპენსიო სქემა

არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ

  • 6პენსიის გაცემა
  • 14საპენსიო სქემის სახეები
  • 24საპენსიო სქემიდან მონაწილის გასვლა

სახელმწიფო პენსიის შესახებ

  • 12პენსიონერის უფლება-მოვალეობები
  • 15პენსიის გაცემის წესი
  • 7პენსიის დაფინანსების წყარო, ოდენობა და გაანგარიშების წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
61424121578232333413740
მითითებამნიშვნელობით ახლოსნებაყოფლობითი კერძო პე…საქართველოს საგადასახა…დაგროვებითი პენსიის შე…არასახელმწიფო საპენსიო…სახელმწიფო პენსიის შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 19 ივლ. 2023