Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაშრომითი მიგრაციის შესახებმუხლი 1

შრომითი მიგრაციის შესახებ

მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო და საგანი

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:სამუშაო ნებართვებიდამსაქმებლის სპონსორობაარასამთავრობო ორგანიზაციის დაცვაუცხოური ინვესტიციებისაერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციადამსაქმებლის შესაბამისობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ეს კანონი განსაზღვრავს შრომითი მიგრაციის სფეროსთვის მიკუთვნებულ საკითხებს, ურთიერთობებსა და სუბიექტებს, შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის განმახორციელებელ ორგანოებს და მათ უფლება-მოვალეობებს და ადგენს შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის განხორციელების პრინციპებსა და მექანიზმებს.

2.ეს კანონი არეგულირებს შრომითი მიგრაციის სფეროსთვის მიკუთვნებულ ურთიერთობებს, რომლებიც უკავშირდება პირის (საქართველოს მოქალაქის, საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის) საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობას და მის მიერ შრომითი საქმიანობის განხორციელებას, აგრეთვე საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელის საქართველოში შრომით მოწყობას და მის მიერ შრომითი საქმიანობის განხორციელებას ანაზღაურების ან სხვა სახის ფინანსური სარგებლის მისაღებად.

3.ეს კანონი არ ვრცელდება საკრუინგო საქმიანობაზე, რომელიც ხორციელდება მეზღვაურთა დასაქმების მიზნით, საქართველოს საზღვაო კოდექსის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე.

4.ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება იმ ურთიერთობებზე, რომლებიც უკავშირდება უცხოელის საქართველოში შრომით მოწყობას და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებას, თუ იგი: ა) არის ლტოლვილი, დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის მქონე პირი, რომელსაც ეს სტატუსი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიენიჭა; ბ) საქართველოში რეგისტრირებულია თავშესაფრის მაძიებლად; გ) მუშაობს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, უცხო ქვეყნის საკონსულო დაწესებულებაში, საერთაშორისო ორგანიზაციის კანონიერ წარმომადგენლობაში ან/და ორგანოში; დ) არის საქართველოში კანონიერ საფუძველზე მოქმედი უცხოური მასობრივი ინფორმაციის საშუალების მიერ აკრედიტებული ჟურნალისტი საქართველოში; ე) არის პირი, რომელზედაც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების თანახმად ვრცელდება შრომითი მოწყობის ამ კანონით დადგენილისგან განსხვავებული წესი; ვ) არის მოქმედი საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე პირი; ზ) არის საქართველოს მთავრობის წევრის წერილობითი ინიციატივის საფუძველზე გაცემული, მოქმედი სპეციალური ბინადრობის ნებართვის მქონე პირი; თ) საქართველოში ახორციელებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მოკლევადიან პროფესიულ საქმიანობას და საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; ი) ახორციელებს საქმიანობას საჯარო დაწესებულების ან სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოს სასარგებლოდ; კ) ადგილობრივი დამსაქმებლისთვის სრულად დისტანციურად ახორციელებს შრომით საქმიანობას და ეს საქმიანობა მის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას არ საჭიროებს; ლ) ახორციელებს შრომით საქმიანობას/სწევს მომსახურებას არარეზიდენტი პირის სასარგებლოდ და ეს შრომითი საქმიანობა/მომსახურება არარეზიდენტი პირის მიერ საქართველოს ფარგლების გარეთ საქმიანობის განხორციელებას უკავშირდება; მ) „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პირველ, მეორე ან მესამე კატეგორიის საწარმოში ახორციელებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ხელმძღვანელობით ან მმართველობით საქმიანობას ან ახორციელებს საქმიანობას აუდიტის კომიტეტში; ნ) ახორციელებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის საკონსერვაციო, სარესტავრაციო ან/და სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებულ საქმიანობას; [ ო) ფლობს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებულ საქართველოში დროებითი ყოფნის უფლებას. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება უცხოელის საქართველოში შრომით მოწყობასა და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებულ იმ ურთიერთობებზე ან პირობებზე, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №714 - ვებგვერდი, 03.05.2017წ. საქართველოს 2023 წლის 17 მაისის კანონი №2926 – ვებგვერდი, 02.06.2023წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №862 – ვებგვერდი, 01.07.2025წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №873 – ვებგვერდი, 07.07.2025წ. საქართველოს 2026 წლის 15 აპრილის კანონი №1509 – ვებგვერდი, 15.04.2026წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1815  – ვებგვერდი, 29.06.2026წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ეს კანონი განსაზღვრავს შრომითი მიგრაციის სფეროსთვის მიკუთვნებულ საკითხებს, ურთიერთობებსა და სუბიექტებს, შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის განმახორციელებელ ორგანოებს და მათ უფლება-მოვალეობებს და ადგენს შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის განხორციელების პრინციპებსა და მექანიზმებს. 2. ეს კანონი არეგულირებს შრომითი მიგრაციის სფეროსთვის მიკუთვნებულ ურთიერთობებს, რომლებიც უკავშირდება პირის (საქართველოს მოქალაქის, საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის) საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობას და მის მიერ შრომითი საქმიანობის განხორციელებას, აგრეთვე საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელის საქართველოში შრომით მოწყობას და მის მიერ შრომითი საქმიანობის განხორციელებას ანაზღაურების ან სხვა სახის ფინანსური სარგებლის მისაღებად. 3. ეს კანონი არ ვრცელდება საკრუინგო საქმიანობაზე, რომელიც ხორციელდება მეზღვაურთა დასაქმების მიზნით, საქართველოს საზღვაო კოდექსის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე. 4. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება იმ ურთიერთობებზე, რომლებიც უკავშირდება უცხოელის საქართველოში შრომით მოწყობას და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებას, თუ იგი: ა) არის ლტოლვილი, დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის მქონე პირი, რომელსაც ეს სტატუსი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიენიჭა; ბ) საქართველოში რეგისტრირებულია თავშესაფრის მაძიებლად; გ) მუშაობს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, უცხო ქვეყნის საკონსულო დაწესებულებაში, საერთაშორისო ორგანიზაციის კანონიერ წარმომადგენლობაში ან/და ორგანოში; დ) არის საქართველოში კანონიერ საფუძველზე მოქმედი უცხოური მასობრივი ინფორმაციის საშუალების მიერ აკრედიტებული ჟურნალისტი საქართველოში; ე) არის პირი, რომელზედაც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების თანახმად ვრცელდება შრომითი მოწყობის ამ კანონით დადგენილისგან განსხვავებული წესი; ვ) არის მოქმედი საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე პირი.პირი; ზ) არის საქართველოს მთავრობის წევრის წერილობითი ინიციატივის საფუძველზე გაცემული, მოქმედი სპეციალური ბინადრობის ნებართვის მქონე პირი; თ) საქართველოში ახორციელებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მოკლევადიან პროფესიულ საქმიანობას და საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; ი) ახორციელებს საქმიანობას საჯარო დაწესებულების ან სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოს სასარგებლოდ; კ) ადგილობრივი დამსაქმებლისთვის სრულად დისტანციურად ახორციელებს შრომით საქმიანობას და ეს საქმიანობა მის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას არ საჭიროებს; ლ) ახორციელებს შრომით საქმიანობას/სწევს მომსახურებას არარეზიდენტი პირის სასარგებლოდ და ეს შრომითი საქმიანობა/მომსახურება არარეზიდენტი პირის მიერ საქართველოს ფარგლების გარეთ საქმიანობის განხორციელებას უკავშირდება; მ) „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პირველ, მეორე ან მესამე კატეგორიის საწარმოში ახორციელებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ხელმძღვანელობით ან მმართველობით საქმიანობას ან ახორციელებს საქმიანობას აუდიტის კომიტეტში; ნ) ახორციელებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის საკონსერვაციო, სარესტავრაციო ან/და სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებულ საქმიანობას; [ ო) ფლობს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებულ საქართველოში დროებითი ყოფნის უფლებას. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება უცხოელის საქართველოში შრომით მოწყობასა და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებულ იმ ურთიერთობებზე ან პირობებზე, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №714 - ვებგვერდი, 03.05.2017წ. საქართველოს 2023 წლის 17 მაისის კანონი №2926 – ვებგვერდი, 02.06.2023წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №862 – ვებგვერდი, 01.07.2025წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №873 – ვებგვერდი, 07.07.2025წ. საქართველოს 2026 წლის 15 აპრილის კანონი №1509 – ვებგვერდი, 15.04.2026წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1815  – ვებგვერდი, 29.06.2026წ.
რედაქციების შედარება

1. ეს კანონი განსაზღვრავს შრომითი მიგრაციის სფეროსთვის მიკუთვნებულ საკითხებს, ურთიერთობებსა და სუბიექტებს, შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის განმახორციელებელ ორგანოებს და მათ უფლება-მოვალეობებს და ადგენს შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის განხორციელების პრინციპებსა და მექანიზმებს. 2. ეს კანონი არეგულირებს შრომითი მიგრაციის სფეროსთვის მიკუთვნებულ ურთიერთობებს, რომლებიც უკავშირდება პირის (საქართველოს მოქალაქის, საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის,უცხოელის) საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობას და მის მიერ შრომითი საქმიანობის განხორციელებას, აგრეთვე საქართველოში სტატუსისმუდმივი მქონებინადრობის მოქალაქეობისნებართვის არმქონე პირის)უცხოელის საქართველოში შრომით მოწყობას და მის მიერ შრომითი საქმიანობის განხორციელებას ანაზღაურების ან სხვა სახის ფინანსური სარგებლის მისაღებად. 3. ეს კანონი არ ვრცელდება საკრუინგო საქმიანობაზე, რომელიც ხორციელდება მეზღვაურთა დასაქმების მიზნით, საქართველოს ფარგლებისსაზღვაო გარეთკოდექსის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე. 4. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება იმ ურთიერთობებზე, რომლებიც უკავშირდება უცხოელის საქართველოში შრომით მოწყობას და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებას, თუ იგი: ა) არის ლტოლვილი, დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის მქონე პირი, რომელსაც ეს სტატუსი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიენიჭა; ბ) საქართველოში რეგისტრირებულია თავშესაფრის მაძიებლად; გ) მუშაობს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, უცხო ქვეყნის საკონსულო დაწესებულებაში, საერთაშორისო ორგანიზაციის კანონიერ წარმომადგენლობაში ან/და ორგანოში; დ) არის საქართველოში კანონიერ საფუძველზე მოქმედი უცხოური მასობრივი ინფორმაციის საშუალების მიერ აკრედიტებული ჟურნალისტი საქართველოში; ე) არის პირი, რომელზედაც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების თანახმად ვრცელდება შრომითი მოწყობის ამ კანონით დადგენილისგან განსხვავებული წესი; ვ) არის მოქმედი საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე პირი; ზ) არის საქართველოს მთავრობის წევრის წერილობითი ინიციატივის საფუძველზე გაცემული, მოქმედი სპეციალური ბინადრობის ნებართვის მქონე პირი; თ) საქართველოში ახორციელებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მოკლევადიან პროფესიულ საქმიანობას და საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; ი) ახორციელებს საქმიანობას საჯარო დაწესებულების ან სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოს სასარგებლოდ; კ) ადგილობრივი დამსაქმებლისთვის სრულად დისტანციურად ახორციელებს შრომით საქმიანობას და ეს საქმიანობა მის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას არ საჭიროებს; ლ) ახორციელებს შრომით საქმიანობას/სწევს მომსახურებას არარეზიდენტი პირის სასარგებლოდ და ეს შრომითი საქმიანობა/მომსახურება არარეზიდენტი პირის მიერ საქართველოს ფარგლების გარეთ საქმიანობის განხორციელებას უკავშირდება.უკავშირდება; მ) „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პირველ, მეორე ან მესამე კატეგორიის საწარმოში ახორციელებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ხელმძღვანელობით ან მმართველობით საქმიანობას ან ახორციელებს საქმიანობას აუდიტის კომიტეტში; ნ) ახორციელებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის საკონსერვაციო, სარესტავრაციო ან/და სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებულ საქმიანობას. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება უცხოელის საქართველოში შრომით მოწყობასა და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებულ იმ ურთიერთობებზე ან პირობებზე, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №714 - ვებგვერდი, 03.05.2017წ. საქართველოს 2023 წლის 17 მაისის კანონი №2926 – ვებგვერდი, 02.06.2023წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №862 – ვებგვერდი, 01.07.2025წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №873 – ვებგვერდი, 07.07.2025წ. საქართველოს 2026 წლის 15 აპრილის კანონი №1509 – ვებგვერდი, 15.04.2026წ.

შემდეგი მუხლი 2

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ბიზნესის მიგრაციის მხარდაჭერა4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ბინადრობა კორპორატიული ტრანსფერის დროს4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • დამსაქმებლის მიერ გაცემული სავიზო დოკუმენტაცია4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • შიდა კორპორატიული გადაყვანა (ტრანსფერი)4 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მორის გიგაური

მორის გიგაური

იურისტი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო ბაზიკოშვილი

ნინო ბაზიკოშვილი

იურისტი, კონსულტანტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №8

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
6
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

უცხოელთა და მოქალა… 60

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

შრომითი მიგრაციის შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება
  • 13საქართველოს მიერ საქართველოს ფარგლების გარეთ შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით საქართველოდან დამოუკიდებლად გამსვლელი პირის უფლებების, თავისუფლებებისა და კანო

მეზღვაურთა შრომის შესახებ

  • 1კანონის მოქმედების სფერო

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 1კანონის მოქმედების სფერო

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 1კანონის მოქმედების სფერო

დასაქმების ხელშეწყობის შესახებ

  • 1კანონის რეგულირების სფერო

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 1კანონის მიზნები და რეგულირების სფერო

საქართველოს შრომის კოდექსი

  • 1მოქმედების სფერო

საგზაო მოძრაობის შესახებ

  • 1კანონის რეგულირების სფერო

საკონსულო საქმიანობის შესახებ

  • 1კანონის რეგულირების სფერო

დიპლომატიური სამსახურის შესახებ

  • 1კანონის რეგულირების სფერო

შრომის უსაფრთხოების შესახებ

  • 2კანონის მოქმედების სფერო

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1111601313121111
მითითებამნიშვნელობით ახლოსუცხოელთა და მოქალაქეობ…მეზღვაურთა შრომის შესა…საერთაშორისო დაცვის შე…საერთაშორისო დაცვის შე…დასაქმების ხელშეწყობის…საქართველოს შრომის კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026