მეზღვაურთა შრომის შესახებ

მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 13 ივნ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

არმაზ ძირკვაძე

1.ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავ, კომერციულ საქმიანობაში ჩართულ გემზე მეზღვაურების დასაქმებისა და საქმიანობის წესებს, აგრეთვე საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის/გემთმფლობელის მიერ ნებისმიერი დროშით მცურავ გემზე საქართველოს მოქალაქეობის მქონე მეზღვაურთა დასაქმების უნიფიცირებულ სტანდარტებსა და წესებს.

2.ეს კანონი შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2006 წლის 23 თებერვლის „საზღვაო შრომის კონვენციის“ (MLC 2006) (შემდგომ − კონვენცია), მისი რეგულაციებისა და MLC კოდექსის საფუძველზე, ცვლილებებისა და დამატებების გათვალისწინებით.

3.მეზღვაურთა დასაქმებასა და შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებულ იმ საკითხებზე, რომლებსაც ეს კანონი არ არეგულირებს, ვრცელდება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“: ა) II თავი − „შრომითი დისკრიმინაციის აკრძალვა“; ბ) IX თავი − „შრომის პირობების დაცვა“, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი; გ) XI თავი − „გაერთიანების თავისუფლება“; დ) XII თავი − „კოლექტიური ხელშეკრულება“, იმ პირობით, რომ კოლექტიური ხელშეკრულების არცერთი დებულება არ ეწინააღმდეგება ამ კანონს.

4.ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შრომის პირობების დაცვის საკითხზე ვრცელდება აგრეთვე „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნები, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

არმაზ ძირკვაძე

არმაზ ძირკვაძე

კომერციული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
62374¹14121123211
მნიშვნელობით ახლოსსაზღვაო კოდექსიშრომის უსაფრთხოების შე…შრომითი მიგრაციის შესა…მეზღვაურთა განათლებისა…მეზღვაურთა შრომის შესა…საჯარო დაწესებულებაში …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა