1.სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში, აგრეთვე მეთაურისა და უფროსის სახელზე შეიტანოს წინადადებები, განცხადებები და საჩივრები.
2.სამხედრო მოსამსახურეს შეუძლია სასამართლოში გაასაჩივროს სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, სამხედრო უწყებების თანამდებობის პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებები.
3.სამხედრო მოსამსახურის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული საჩივრის განხილვა და მასზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება ხდება საჯარისო წესდებებით გათვალისწინებული წესით. საჩივრის განხილვაზე უარის თქმის ან საჩივრის განხილვის არადამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს მიმართოს ზემდგომ მეთაურს (უფროსს), პროკურატურას ან სასამართლოს.
4.აკრძალულია სამხედრო მოსამსახურის საჩივრის განხილვის შეჩერება, აგრეთვე საჩივრისათვის დასჯა ან დევნა.
5.სამხედრო მოსამსახურე, რომელმაც საჩივარი შეიტანა, არ თავისუფლდება ბრძანებებისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან. კანონსაწინააღმდეგო ბრძანების შესრულების შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება ბრძანების გამცემს.
6.საქართველოს თავდაცვის ძალებიდან დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს, მისი საქართველოს თავდაცვის ძალებიდან დათხოვნის შესახებ გამოცემული აქტი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაცნობიდან 3 თვის განმავლობაში გაასაჩივროს სასამართლოში. საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1699 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.182 საქართველოს 2014 წლის 7 მარტის კანონი №2101 - ვებგვერდი, 19.03.2014წ. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3583 – ვებგვერდი, 21.11.2018წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6983-რს – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

