სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ

მუხლი 19. შეღავათები ტრანსპორტით მგზავრობასა და კომუნალურ მომსახურებაზე

რედაქცია №29კონსოლიდირებული · 21 სექ. 2023

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სამხედრო მოსამსახურეს მივლინებისას, ძირითადი და დამატებითი შვებულებების დროს სანატორიულ-სამკურნალო დაწესებულებამდე გასამგზავრებლად და უკან დასაბრუნებლად, აგრეთვე სამხედრო სამსახურიდან დათხოვნისას არჩეულ საცხოვრებელ ადგილამდე მგზავრობისათვის, სხვა დასახლებულ პუნქტში გადაყვანისას აქვს ყველა სახის საგზაო ტრანსპორტით მგზავრობის უფლება (გარდა ტაქსისა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი სამხედრო უწყებისათვის გამოყოფილი თანხების ხარჯზე.

2.სამხედრო მოსამსახურეს აქვს საქართველოს ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტით – ავტობუსით, ტროლეიბუსით, ტრამვაით, მეტროპოლიტენით და საგარეუბნო რკინიგზის ტრანსპორტით მგზავრობის უფლება სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი სამხედრო უწყებისათვის გამოყოფილი თანხების ხარჯზე.

3.სამხედრო მოსამსახურეები (გარდა ვადიანი სამხედრო მოსამსახურისა) და მათი ოჯახის წევრები იხდიან ბინის ქირის, ტელეფონის დადგმის და სააბონენტო გადასახადის (საერთაშორისო და საქალაქთაშორისო საუბრების გარდა), კოლექტიური ანტენის, რადიოქსელით სარგებლობის, გაზის, გათბობის, საბინაო-საყოფაცხოვრებო მომსახურების, ცივი და ცხელი წყლის და სხვა კომუნალური მომსახურების ღირებულების 50 პროცენტს, ხოლო დანარჩენი 50 პროცენტი ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი სამხედრო უწყებისათვის გამოყოფილი თანხებით. საქართველოს 1999 წლის 24 დეკემბრის კანონი №91 - სსმ I, №52(59), 31.12.1999 წ., მუხ.253

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №15 · ძალაშია 26 ივნ. 2012-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
13181514118516673107322719
მნიშვნელობით ახლოსთავდაცვის კოდექსიმობილიზაციის შესახებომისა და თავდაცვის ძალ…პენიტენციური კოდექსისამხედრო, შინაგან საქმ…საჯარო სამსახურის შესა…