თავდაცვის კოდექსი

მუხლი 32. სამხედრო მოსამსახურის უფლება და პრივილეგია

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 13 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სამხედრო მოსამსახურე სარგებლობს საქართველოს მოქალაქისთვის დადგენილი უფლებებითა და თავისუფლებებით. მას აღნიშნული უფლებები და თავისუფლებები შეიძლება ნაწილობრივ შეეზღუდოს ამ კოდექსისა და სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე, სამხედრო სამსახურის მოთხოვნების პროპორციულად.

2.სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს, სამხედრო სამსახურის პირობების გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისწავლოს ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

3.მეთაური სამხედრო სამსახურის პირობების გათვალისწინებით ხელს უწყობს სამხედრო მოსამსახურეს განათლების უფლების განხორციელებაში.

4.სამხედრო მოსამსახურე ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილებში სარგებლობს ბიბლიოთეკებით, სპორტული, კულტურული და საგანმანათლებლო დაწესებულებებით, სპორტული ნაგებობებითა და ინვენტარით. მას აგრეთვე უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს სპორტულ და თვითშემოქმედებით ღონისძიებებში.

5.სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს, აღასრულოს რელიგიური წეს-ჩვეულებები, თუ ეს ხელს არ უშლის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში და არ უქმნის პირობებს დამატებითი შეღავათებისთვის.

6.სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს, შეიცვალოს სამხედრო სამსახურის ადგილი, თუ ის ან მინისტრის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მისი ოჯახის წევრი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საჭიროებს სამსახურის ან საცხოვრებელი ადგილის შეცვლას, რაც დასტურდება შესაბამისი სამედიცინო დასკვნით.

7.სამხედრო მოსამსახურე სისხლის ან მისი კომპონენტის ჩაბარების დღეს დონაციის სამუშაო საათებში განხორციელების შემთხვევაში თავისუფლდება განწესის, გუშაგობისა და სამხედრო სამსახურის სხვა მოვალეობათა შესრულებისგან.

8.სამხედრო მოსამსახურე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში სარგებლობს რკინიგზითა და მუნიციპალური ტრანსპორტით უფასო მგზავრობის უფლებით.

9.სამხედრო მოსამსახურე იხდის ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის/წყალარინების და დასუფთავების მომსახურების საფასურის 50 პროცენტს, ხოლო დანარჩენი 50 პროცენტი ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან − სამინისტროსთვის წლიური საბიუჯეტო კანონით გამოყოფილი ასიგნებებიდან.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სამხედრო მოსამსახურე სარგებლობს საქართველოს მოქალაქისთვის დადგენილი უფლებებითა და თავისუფლებებით. მას აღნიშნული უფლებები და თავისუფლებები შეიძლება ნაწილობრივ შეეზღუდოს ამ კოდექსისა და სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე, სამხედრო სამსახურის მოთხოვნების პროპორციულად. 2. სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს, სამხედრო სამსახურის პირობების გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისწავლოს ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში. 3. მეთაური სამხედრო სამსახურის პირობების გათვალისწინებით ხელს უწყობს სამხედრო მოსამსახურეს განათლების უფლების განხორციელებაში. 4. სამხედრო მოსამსახურე ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილებში სარგებლობს ბიბლიოთეკებით, სპორტული, კულტურული და საგანმანათლებლო დაწესებულებებით, სპორტული ნაგებობებითა და ინვენტარით. მას აგრეთვე უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს სპორტულ და თვითშემოქმედებით ღონისძიებებში. 5. სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს, აღასრულოს რელიგიური წეს-ჩვეულებები, თუ ეს ხელს არ უშლის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში და არ უქმნის პირობებს დამატებითი შეღავათებისთვის. 6. სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს, შეიცვალოს სამხედრო სამსახურის ადგილი, თუ ის ან მინისტრის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მისი ოჯახის წევრი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საჭიროებს სამსახურის ან საცხოვრებელი ადგილის შეცვლას, რაც დასტურდება შესაბამისი სამედიცინო დასკვნით. 7. სამხედრო მოსამსახურე სისხლის ან მისი კომპონენტის ჩაბარების დღეს დონაციის სამუშაო საათებში განხორციელების შემთხვევაში თავისუფლდება განწესის, გუშაგობისა და სამხედრო სამსახურის სხვა მოვალეობათა შესრულებისგან. 8. სამხედრო მოსამსახურე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში სარგებლობს რკინიგზითა და მუნიციპალური ტრანსპორტით უფასო მგზავრობის უფლებით. 9. სამხედრო მოსამსახურე იხდის ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის/წყალარინების და   დასუფთავების მომსახურების საფასურის 50 პროცენტს, ხოლო დანარჩენი 50 პროცენტი ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან − სამინისტროსთვის წლიური საბიუჯეტო კანონით გამოყოფილი ასიგნებებიდან.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 12 ოქტ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11²204264059501863330173211452732
მითითებამნიშვნელობით ახლოსთავდაცვის კოდექსიპენიტენციური კოდექსიდანაშაულის პრევენციის,…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სახელმწიფო…სამოქალაქო უსაფრთხოები…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა