1.სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საქმიანობაში, სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების არჩევნებში.
2.სამხედრო მოსამსახურეს ეკრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა, შეკრებებისა და მანიფესტაციების ორგანიზება ან/და მათში მონაწილეობა, სამეწარმეო საქმიანობა და სამსახური შეთავსებით, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და სამედიცინო საქმიანობისა, თუ ეს ხელს არ შეუშლის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას. საქართველოს 2008 წლის 26 სექტემბრის კანონი №304 - სსმ I, № 21, 06.10.2008 წ., მუხ. 149 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1699 - სსმ I, № 29, 12.10.2009 წ., მუხ.182 საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6983-რს – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

