თავდაცვის კოდექსი

მუხლი 34. სამხედრო მოსამსახურის სტატუსთან თავსებადი საქმიანობა

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 13 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სამხედრო მოსამსახურეს ეკრძალება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების (პოლიტიკური პარტიის) წევრობა, შეკრებებისა და მანიფესტაციების ორგანიზება ან/და მათში მონაწილეობა და სხვა ანაზღაურებადი საქმიანობის განხორციელება, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2.სამხედრო მოსამსახურის სტატუსთან თავსებადია: ა) სამეცნიერო, პედაგოგიური, შემოქმედებითი, სამედიცინო საქმიანობა, საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში, სახელმწიფო საწარმოში ან სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოში საავიაციო სფეროში განხორციელებული საქმიანობა კონკრეტული საქმიანობის შესაბამისი ვადით, მაგრამ ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით გაცემული სამინისტროს წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე; ბ) საზღვარგარეთ საერთაშორისო ორგანიზაციაში არსებულ თანამდებობაზე საერთაშორისო პარტნიორობის ან/და სამშვიდობო ოპერაციის მიზნების შესასრულებლად განხორციელებული საქმიანობა კონკრეტული საქმიანობის შესაბამისი ვადით, მაგრამ ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით გაცემული სამინისტროს წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე.

3.სამხედრო მოსამსახურის მიერ ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის განსახორციელებლად შერჩევაში მონაწილეობის მიღება საჭიროებს სამინისტროს წინასწარ წერილობით თანხმობას. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025წ. საქართველოს 2026 წლის 13 მაისის კანონი №1555 – ვებგვერდი, 14.05.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №12 · ძალაშია 1 სექ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 14 მაი. 2026

    34-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში სამინისტროს წინასწარი წერილობითი თანხმობა ახლა უნდა იყოს კონკრეტული საქმიანობის შესაბამისი ვადით, ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით გაცემული; დაემატა მე-3 ნაწილი შერჩევაში მონაწილეობისთვის თანხმობის შესახებ.

  2. 34-ე მუხლის მე-2 ნაწილში თავსებადი საქმიანობისთვის „წინასწარი შეთანხმება“ შეიცვალა სამინისტროს წინასწარი წერილობითი თანხმობით, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტში დაემატა სამინისტროს მონაწილეობა შერჩევაში.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
231613281231193029105534
მნიშვნელობით ახლოსთავდაცვის კოდექსისაქართველოს სახელმწიფო…საქართველოს კონსტიტუცი…მოხალისეობის შესახებსაქართველოს პარლამენტი…სპორტის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა