საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

მუხლი 28. სამსახურებრივი შეუთავსებლობა და სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება

რედაქცია №25 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სამსახურის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს  არ აქვს უფლება: ა) ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა; ბ) ეკავოს რაიმე თანამდებობა სხვა დაწესებულებაში, უცხო ქვეყნის ორგანოში/დაწესებულებაში.

2.სამსახურის  მოხელეს, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირისა, უფლება აქვს, შეთავსებით ეკავოს სხვა თანამდებობა და ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად სამუშაოს მხოლოდ იმავე დაწესებულებაში.

3.სამსახურის შტატგარეშე მოსამსახურესა და დამხმარე მოსამსახურეს უფლება აქვთ, ეკავოთ სხვა თანამდებობა და ასრულებდნენ სხვა ანაზღაურებად სამუშაოს იმავე დაწესებულებაში ან სხვაგან, გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსი, სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელთან წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.

4.სამსახურის მოხელეს, მათ შორის, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს, არ აქვს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება. მას შეუძლია ფლობდეს მხოლოდ აქციებსა და წილს.

5.ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ მოსამსახურეებს არ ეზღუდებათ სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობის განხორციელების უფლება. საქართველოს 2017 წლის 22 მარტის კანონი №481 - ვებგვერდი, 27.03.2017წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3508 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №25 · ძალაშია 1 ივლ. 2026-დან

ტექსტი იტვირთება…

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 25 დეკ. 2023 – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

  2. … – 28 დეკ. 2015 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 12 ოქტ. 2023
  2. · გამოქვეყნდა 27 მარ. 2017

    მე-3 პუნქტში შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეთა სხვა თანამდებობისა და სამუშაოს უფლებას დაემატა გამონაკლისი ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიმართ, ხოლო ახალი მე-5 პუნქტი ამ მოსამსახურეებს სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობის უფლებას უნარჩუნებს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1313⁴14734823457883428
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს შინაგან სა…კორუფციის წინააღმდეგ ბ…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …პროკურატურის შესახებსაჯარო სამართლის იურიდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №25 · ბოლოს შემოწმდა