Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიმუხლი 121¹

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 121¹. სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობით უკანონოდ სარგებლობა, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე 18 წლამდე პირის მიერ ზოგიერთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მესამედ ჩადენა

რედაქცია №642 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026
თემები:საგზაო, სატრანსპორტო და პარკირების სამართალდარღვევები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ადრე დაკარგული ან დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობითა და მის სანაცვლოდ გაცემული სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობით ერთდროულად სარგებლობა ან გაუქმებული/ძალადაკარგული სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობით უკანონოდ სარგებლობა ან/და პირის მიერ უფლებამოსილი ორგანოსთვის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის დაკარგვის, დაზიანების ან განადგურების შესახებ ცრუ ინფორმაციის მიწოდება სანაცვლო სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მიღების მიზნით − გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.

1¹.სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ სხვისი მართვის უფლებით (სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობით) სარგებლობის მიზნით პოლიციის უფლებამოსილი პირისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდება − გამოიწვევს დაჯარიმებას 700 ლარის ოდენობით.

2.(ამოღებულია - 16.11.2021, №1013 ).

3.სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე 18 წლამდე პირის მიერ ამ მუხლით ან ამ კოდექსის 118-ე, 118 1 , 118 2 , 119-ე, 120-ე, 121-ე და 123-ე მუხლებით, 125-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-16 ნაწილისა) და 127 1 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მესამედ ჩადენა – გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას. შენიშვნა:

1.ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა, ხოლო 290-ე მუხლის 1 1 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებით.

2.ჯარიმის იძულებითი აღსრულება ან ჯარიმის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებით შეცვლა არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან. საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1753 – სსმ I, №38, 15.07.2005წ., მუხ.251 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2962 – სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.110 საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5027 – სსმ I, №25, 05.07.2007წ., მუხ.225 საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5611 – სსმ I, №47, 26.12.2007წ., მუხ.411 საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4687 – ვებგვერდი, 01.06.2011წ. საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6173 – ვებგვერდი, 18.05.2012წ. საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6442 – ვებგვერდი, 25.06.2012წ. საქართველოს 2013 წლის 27 ნოემბრის კანონი №1644 – ვებგვერდი, 13.12.2013წ. საქართველოს 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №1835 – ვებგვერდი, 03.01.2014წ. საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2375 – ვებგვერდი, 16.05.2014წ. საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №712 – ვებგვერდი, 10.05.2017წ. საქართველოს 2020 წლის 17 ივლისის კანონი №7059 – ვებგვერდი, 29.07.2020წ. საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1013 – ვებგვერდი, 22.11.2021წ. საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2231 – ვებგვერდი, 13.12.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №509 · ძალაშია 10 იან. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 10 იან. 2023 – 1 იან. 2024 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 14

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2024· გამოქვეყნდა 13 დეკ. 2022
  2. 25 აპრ. 2022· გამოქვეყნდა 22 ნოე. 2021
  3. 29 ივლ. 2020
  4. 1 ივლ. 2017· გამოქვეყნდა 10 მაი. 2017
  5. 2 სექ. 2014· გამოქვეყნდა 16 მაი. 2014

    121¹ მუხლის შენიშვნის პირველ ნაწილში საურავი გახდა დაკისრებული ჯარიმის ორმაგი, არაუმეტეს 500 ლარისა, და უფლების შეჩერება 1 წლიდან 6 თვემდე შეიცვალა.

  6. 1 მარ. 2014· გამოქვეყნდა 3 იან. 2014

    მუხლის ტექსტში გაჩნდა სრული 121¹ მუხლი სათაურით, სამი ნაწილითა და ორი შენიშვნით, რომელიც ადგენს პასუხისმგებლობას მართვის მოწმობით უკანონოდ სარგებლობაზე და 18 წლამდე მძღოლებზე.

  7. 1 იან. 2014· გამოქვეყნდა 13 დეკ. 2013
  8. 1 აგვ. 2012· გამოქვეყნდა 25 ივნ. 2012
  9. 18 მაი. 2012

    შენიშვნის პირველ ნაწილში ჯარიმის 2 წლით ჩამორთმევით შეცვლის პირობა ახლა ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობაა; დანარჩენი ცვლილებები ფორმულირებას ეხება.

  10. 1 ივნ. 2011

    შენიშვნის პირველ პუნქტში მართვის უფლების ჩამორთმევის ვადის ფორმულირება „2 წლით“ შეიცვალა „2 წლის ვადით“; ორწლიანი ვადა უცვლელია.

  11. 26 დეკ. 2007

    ამოღებულია პირველი ნაწილი (20 ლარის ჯარიმა მოწმობის დაკარგვისთვის), ხოლო შენიშვნაში საურავი 150-დან 500 ლარამდე, ჩამორთმევის ვადა 1-დან 2 წლამდე გაიზარდა და ეხება ამ მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას. მე-2 ნაწილის ცალკე საურავის წესი ამოღებულია, დარჩა საურავის გადახდის მოვალეობის შესახებ წესი ახლებური ფორმულირებით.

  12. 19 ივლ. 2007· გამოქვეყნდა 5 ივლ. 2007

    შენიშვნის 1-ელ და მე-2 ნაწილებში საურავი ჯარიმასთან ერთად დარიცხვად აღარ არის ჩამოყალიბებული, ხოლო უფლების ჩამორთმევით ჯარიმის შეცვლა უკავშირდება 290-ე მუხლის 1¹ ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობას.

  13. 1 ნოე. 2006· გამოქვეყნდა 16 მაი. 2006

    121¹ მუხლს დაემატა პირველი ნაწილი მოწმობის დაკარგვისთვის 20 ლარის ჯარიმით, არსებული ნორმა მე-2 ნაწილად იქცა მცირე სიტყვიერი ცვლილებებით, ხოლო შენიშვნაში საურავი და უფლების ჩამორთმევა ნაწილების მიხედვით დიფერენცირდა.

  14. 15 ივლ. 2005

    დაემატა 121¹ მუხლი, რომელიც აწესებს 150 ლარიან ჯარიმას ორმაგი მოწმობით სარგებლობისა და ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის, საურავის შენიშვნით.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 121შემდეგი მუხლი 122

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მართვის უფლების გარეშე ავტომობილის მართვა (ადმ. მუხლი 121)1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 13 ოქტ. 2026 · №642

  • 14 ცვლილება · ბოლო 13 დეკ. 2022
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 25 რედაქცია
  • 4 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 123მუხლი 125მუხლი 127¹მუხლი 290

მიუთითებენ მასზე

მუხლი 119

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 121სატრანსპორტო საშუალების მართვა პირის მიერ, რომელსაც არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის, ანდა სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა არასრულწლოვნისათვის ან იმ პირისათვის, რომელსაც არ აქვს მართვის უფლება ანეს უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის
  • 119სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევა
  • 118იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა ან სხვა პირისთვის სამართავად გადაცემა/საექსპლუატაციოდ გადაცემა/საექსპლუატაციოდ დაშვება, რომელსაც არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ

  • 6მომსახურების საფასურის განაკვეთები

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 381განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ანდა მისი შესრულებისათვის ხელის შეშლა
  • 278სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისათვის გაუვარგისება
  • 381³მსჯავრდებულთან უკანონო გარიგების დადება

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 170საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადატვირთვა/გადმოტვირთვა ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება ან სატრანსპორტო საშუა
  • 166საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურება
  • 168საქონლის უკანონო გადატანა ან გადმოტანა

საგზაო მოძრაობის შესახებ

  • 59სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების, ჩამორთმევისა და შეწყვეტის (გაუქმების) საფუძვლები
  • 58სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებული ზოგიერთი სამართლებრივი და ორგანიზაციული რეგულაცია

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
381278381³6119123125127¹2901211185958170166121¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…საჯარო სამართლის იურიდ…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს საბაჟო კოდ…საგზაო მოძრაობის შესახ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 13 ოქტ. 2026 · რედაქცია №642 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026