Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიმუხლი 120

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 120. სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე, სანათი ან ხმოვანი ხელსაწყოს დაყენების წესების დარღვევა ან მისი არადანიშნულებით გამოყენება

რედაქცია №642 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026
თემები:საგზაო, სატრანსპორტო და პარკირების სამართალდარღვევები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:11¹22¹2²33¹4

1.სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ციმციმა სიგნალის ან/და ხმოვანი სიგნალის ან/და სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს დაყენება ან/და ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებებისთვის განსაზღვრული შეფერილობის გამოყენება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესის დარღვევით − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, აგრეთვე სპეციალური ციმციმა სიგნალის და ხმოვანი სიგნალის ან/და სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს კონფისკაციას.

1¹.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 500 ლარის ოდენობით.

2.ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული სპეციალური ხელსაწყოს არადანიშნულებით გამოყენება, ან ასეთი ხელსაწყოთი აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალების შეუფერხებლად გატარების წესების დარღვევა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 30 ლარის ოდენობით.

2¹.საგზაო მოძრაობის მონაწილის შეცდომაში შეყვანის მიზნით სატრანსპორტო საშუალებაზე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფერისგან განსხვავებული ნებისმიერი სხვა ფერის ციმციმა სიგნალის დაყენება − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, აგრეთვე ციმციმა სიგნალის კონფისკაციას.

2².ამ მუხლის 2 1 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 500 ლარის ოდენობით, აგრეთვე ციმციმა სიგნალის კონფისკაციას.

3.იმ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეფერხება, რომელზედაც ჩართულია სპეციალური სიგნალი (გარდა ნარინჯისფერი ან ყვითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალისა), ან რომელიც ახორციელებს ესკორტს, ან რომელსაც მიაცილებენ, გარდა შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების მქონე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ან სახანძრო-სამაშველო სატრანსპორტო საშუალებისა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

3¹.შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების მქონე სასწრაფო სამედიცინო დახმარების, სახანძრო-სამაშველო ან პოლიციის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეფერხება, რომელზედაც ჩართულია სპეციალური სიგნალი, – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

4.ამ მუხლის მე-2, მე-3 ან 3 1 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, – გამოიწვევს დაჯარიმებას 700 ლარის ოდენობით. შენიშვნა:

1.სპეციალური სანათი ხელსაწყოს უკანონოდ დაყენებად ჩაითვლება ასეთი ხელსაწყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის სალონში საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეთათვის შესამჩნევ ადგილზე დადგმა (მუშა მდგომარეობაში ან უამისოდ).

2.სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე, სანათი ან ხმოვანი ხელსაწყოს არადანიშნულებით გამოყენებად ჩაითვლება, თუ მისი გამოყენება ოპერატიული ან სპეციალური საშუალების დანიშნულებიდან გამომდინარე მოვალეობის შესრულებასთან არ არის დაკავშირებული.

3.(ამოღებულია – 21.04.2017, №712).

3¹.(ამოღებულია – 21.04.2017, №712).

4.ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისათვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა, ხოლო 290-ე მუხლის 1 1 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებით.

5.( ამოღებულია – 02.05.2014, №2375 ).

6.ჯარიმის გადახდა ან ჯარიმის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებით შეცვლა არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან.

7.თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ამ მუხლის მე-2, მე-3 და 3 1 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ეს ფაქტი ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირდება, ამ მუხლით განსაზღვრული ჯარიმა გადაიხდება ამ კოდექსის 268 1 და 290 1 მუხლებით დადგენილი წესით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1989 წლის 5 ივნისის ბრძანებულება №2156 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1989 წ., მუხ.72 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128 საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308 საქართველოს რესპუბლიკის 1995 წლის 29 ივნისის კანონი №771 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №27-30, აპრილი-ივლისი, 1994-1995წწ., მუხ.649 საქართველოს 1996 წლის 27 ივნისის კანონი №313 – პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.1996წ., გვ. 32 საქართველოს 1997 წლის 13 მაისის კანონი №696 – პარლამენტის უწყებანი, №23-24, 07.06.1997წ., გვ. 3 საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1753 – სსმ I, №38, 15.07.2005წ., მუხ.251 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2962 – სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.110 საქართველოს 2007 წლის 8 მაისის კანონი №4707 – სსმ I, №18, 22.05.2007წ., მუხ.137 საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5027 – სსმ I, №25, 05.07.2007წ., მუხ.225 საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3280 – სსმ I, №38, 16.07.2010წ., მუხ.227 საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6173 – ვებგვერდი, 18.05.2012წ. საქართველოს 2013 წლის 27 ნოემბრის კანონი №1644 – ვებგვერდი, 13.12.2013წ. საქართველოს 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №1835 – ვებგვერდი, 03.01.2014წ. საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2375 – ვებგვერდი, 16.05.2014წ. საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №712 – ვებგვერდი, 10.05.2017წ. საქართველოს 2017 წლის 30 ივნისის კანონი №1194 – ვებგვერდი, 14.07.2017წ. საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2231 – ვებგვერდი, 13.12.2022წ. საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №932 – ვებგვერდი, 08.07.2025წ. საქართველოს 2026 წლის 17 მარტის კანონი №1400 – ვებგვერდი, 24.03.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №616 · ძალაშია 30 აპრ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 30 აპრ. 2026 – 1 მაი. 2026 ტექსტი უცნობია

  2. 10 იან. 2023 – 1 იან. 2024 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 20

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 მაი. 2026· გამოქვეყნდა 24 მარ. 2026
  2. 8 ივლ. 2025
  3. 1 იან. 2024· გამოქვეყნდა 13 დეკ. 2022
  4. 1 ნოე. 2017· გამოქვეყნდა 14 ივლ. 2017
  5. 1 ივლ. 2017· გამოქვეყნდა 10 მაი. 2017
  6. 2 სექ. 2014· გამოქვეყნდა 16 მაი. 2014

    120-ე მუხლის მე-4 ნაწილში საურავი გახდა დაკისრებული ჯარიმის ორმაგი, არაუმეტეს 500 ლარისა, შეჩერების ვადა 1 წლიდან 6 თვემდე შეიცვალა და წესი მთელ მუხლზე გავრცელდა; მე-5 ნაწილი ამოღებულია.

  7. 1 მარ. 2014· გამოქვეყნდა 3 იან. 2014

    120 მუხლის პირველი ნაწილი ახლებურად ჩამოყალიბდა 200-ლარიანი ჯარიმით, დაემატა 1¹ ნაწილი განმეორებისას 6-თვიანი შეჩერებით და 3¹ ნაწილი 500-ლარიანი ჯარიმით ჩანაცვლების შესაძლებლობით.

  8. 1 იან. 2014· გამოქვეყნდა 13 დეკ. 2013
  9. 18 მაი. 2012

    პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა 150 ლარიანი საურავის წესიდან 500 ლარიანი საურავისა და 2 წლით ჩამორთმევის წესში გადავიდა; ჯარიმის შეცვლის პირობა ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობაა.

  10. 1 აგვ. 2010· გამოქვეყნდა 16 ივლ. 2010

    მე-6 ნაწილში „ჯარიმის იძულებითი აღსრულება“ შეიცვალა „ჯარიმის გადახდით“. მე-7 ნაწილი ამოღებულია: მასთან ერთად გაქრა ვიდეო ან ფოტოფირზე დაფიქსირებული სამართალდარღვევისთვის მესაკუთრისთვის ჯარიმის დაკისრების, საურავის დარიცხვისა და სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციის წესი.

  11. 19 ივლ. 2007· გამოქვეყნდა 5 ივლ. 2007

    მე-4 და მე-5 ნაწილებში საურავი ჯარიმასთან ერთად დარიცხვად აღარ არის ჩამოყალიბებული, მე-4 ნაწილს დაემატა შენიშვნის მე-3 ნაწილით დადგენილი შემთხვევა, ხოლო უფლების ჩამორთმევით ჯარიმის შეცვლა უკავშირდება 290-ე მუხლის 1¹ ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობას.

  12. 5 ივნ. 2007· გამოქვეყნდა 22 მაი. 2007

    120 მუხლს დაემატა მე-7 ნაწილი, რომელიც მე-2–მე-4 ნაწილების სამართალდარღვევებზე ვიდეო- ან ფოტოფიქსაციისას ჯარიმას მესაკუთრეს აკისრებს და ადგენს საურავსა და რეალიზაციას.

  13. 1 ნოე. 2006· გამოქვეყნდა 16 მაი. 2006

    შენიშვნის 1-ლ პუნქტში დაზუსტდა მითითება საქართველოს კანონმდებლობაზე, მე-2 პუნქტში ამოღებულია სიტყვა „ამ“, ხოლო მე-3 პუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა: დაემატა ზიანის ნებაყოფლობითი ანაზღაურებისას ჯარიმით შეცვლის შესაძლებლობა და 500 და 150 ლარის საურავისა და მართვის უფლების ჩამორთმევის წესები.

  14. 15 ივლ. 2005

    120-ე მუხლში ჯარიმის დიაპაზონები ფიქსირებულ სანქციებად გადაკეთდა, შენიშვნაში უკანონო დაყენების კრიტერიუმი გახდა კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევა და დაემატა საურავის წესი.

  15. 1 დეკ. 2003· გამოქვეყნდა 24 ივნ. 2003
  16. 30 ივლ. 1996

    120-ე მუხლის პირველ ნაწილში ჯარიმა ხუთიდან ათ მინიმალურ ოდენობამდე, მართვის უფლების ჩამორთმევის ვადა კი ექვს თვემდე გაიზარდა.

  17. 29 ივნ. 1995

    120-ე მუხლის არსებული ჯარიმები შეიცვალა ორიდან ხუთ და ათიდან თხუთმეტ მინიმალურ ოდენობამდე ზღვრებით, ხოლო მუხლს დაემატა მეხუთე და მეექვსე ნაწილები სპეციალური ხელსაწყოების არადანიშნულებით გამოყენებისა და მისი განმეორებისთვის.

  18. 17 მარ. 1994

    120-ე მუხლში ჯარიმები გამოიხატება მინიმალური ოდენობით: ხუთი — საავარიო ვითარებისა და შეფერხებისთვის, ათი — დაზიანებისთვის; დაემატა №436 კანონის მითითება.

  19. 31 აგვ. 1992

    120-ე მუხლში სანქციები საავარიო ვითარებისა და დაზიანების მიხედვით ხუთასი და ათასი მანეთით განისაზღვრა.

  20. 30 ივნ. 1989

    120-ე მუხლში დაემატა შემთხვევის ადგილის მიტოვება, შეიცვალა სანქციები და დანარჩენი წესების დარღვევაზე დარჩა მხოლოდ გაფრთხილება.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 119²შემდეგი მუხლი 121

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სპეციალური ციმციმა ან ხმოვანი სიგნალის უკანონო დაყენება და არადანიშნულებით გამოყენება (მუხლი 120)1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 13 ოქტ. 2026 · №642

  • 20 ცვლილება · ბოლო 24 მარ. 2026
  • ციტირებულია 3 მუხლი
  • 38 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 290მუხლი 290¹

მიუთითებენ მასზე

მუხლი 290მუხლი 290¹მუხლი 40

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 122სატრანსპორტო საშუალების მართვა საქარე მინაზე დამაგრებული სახელმწიფო სანომრე ნიშნით ან სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე, ან იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელიც არ არის რეგისტრირებული დადგენილი წესით ან მოხსნილია აღრიცხვიდან
  • 127¹საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის ან ტვირთის გადაზიდვის და ავტოსადგურის/ავტოსადგომის მუშაობის წესების დარღვევა, ან არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) სატრანსპორტო საშუალებით გზაზე მოძრაობა შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმების გარეშე
  • 118⁵სატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების ცენტრის მიერ „ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა

საგზაო მოძრაობის შესახებ

  • 51სპეციალური ციმციმა სიგნალისა და ხმოვანი სიგნალის გამოყენება

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 96წინასაარჩევნო მოწოდებებისა და მასალების გავრცელებისთვის ხელის შეშლა

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 168საქონლის უკანონო გადატანა ან გადმოტანა
  • 166საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურება
  • 174სატრანსპორტო საშუალების შემოსვლის/ჩამოფრენის ან გასვლის/გაფრენის შესახებ საბაჟო ორგანოსთვის შეუტყობინებლობა

ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ

  • 10⁵საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი მოთხოვნების შეუსრულებლობა
  • 10⁷ინფორმაციული უსაფრთხოების შინასამსახურებრივი გამოყენების წესების განსახილველად წარუდგენლობა ან შესასრულებლად სავალდებულო მითითების შეუსრულებლობა

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ

  • 22სპეციალური სიგნალების გამოყენება

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 278სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისათვის გაუვარგისება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
27822290290¹40122127¹118⁵10⁵10⁷5116816617496120
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…საგზაო მოძრაობის შესახ…საქართველოს საარჩევნო …საქართველოს საბაჟო კოდ…ინფორმაციული უსაფრთხოე…საგზაო მოძრაობის უსაფრ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 13 ოქტ. 2026 · რედაქცია №642 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026