საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 144¹. მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან ულიცენზიოდ ან სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა

რედაქცია №642 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან ულიცენზიოდ ან სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

2.იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

3.იგივე ქმედება, ჩადენილი მესამედ და მეტჯერ, – გამოიწვევს ყოველ ცალკეულ შემთხვევაში დაჯარიმებას 50 000 ლარის ოდენობით.

4.იგივე ქმედება, ჩადენილი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განმეორებით, გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. საქართველოს 2000 წლის 13 დეკემბრის კანონი №686 – სსმ I, №51, 30.12.2000წ., მუხ.149 საქართველოს 2004 წლის 23 დეკემბრის კანონი №783 – სსმ I, №5, 18.01.2005 წ., მუხ.22 საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2566 – სსმ I, №4, 18.01.2006წ., მუხ.36 საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №197 – სსმ I, №16, 26.07.2008წ., მუხ.117 საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4530 – ვებგვერდი, 02.05.2011წ. საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6256 – ვებგვერდი, 06.06.2012წ. საქართველოს 2018 წლის 4 აპრილის კანონი №2116 – ვებგვერდი, 19.04.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №421 · ძალაშია 23 იან. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 6

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 144¹ მუხლის პირველ ნაწილში მაუწყებლობის სფეროში სპექტრით სარგებლობა დაკავშირებულია „სარგებლობის უფლების მინიჭების“ არარსებობასთან, ხოლო ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში „ნებართვის“ მითითება შეცვლილია „სარგებლობის უფლების მინიჭების“ ფორმულირებით.

  2. 144¹ მუხლის პირველ ნაწილში მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ საქმიანობას დაემატა ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა; 5 000 ლარის ჯარიმა ტექსტში უცვლელია.

  3. · გამოქვეყნდა 2 მაი. 2011

    144¹ მუხლი ახლებურად ჩამოყალიბდა და მოიცავს ულიცენზიოდ, ავტორიზაციის, ნებართვის ან მინიჭების გარეშე საქმიანობასა და რესურსით სარგებლობას; დაწესდა დიფერენცირებული ჯარიმები (5 000, 10 000, 50 000 და ოკუპირებულ ტერიტორიებზე 500 000 ლარი) და შენიშვნა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ.

  4. · გამოქვეყნდა 26 ივლ. 2008

    პირველ პუნქტში გაფართოვდა სამართალდარღვევის შემადგენლობა ავტორიზაციის გარეშე საქმიანობით და ამოიღო „ულიცენზიოდ“ ნუმერაციის რესურსთან; მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატა მე-3–მე-6 პუნქტები ჯარიმებით 50 000-დან 1 000 000 ლარამდე.

  5. · გამოქვეყნდა 18 იან. 2006

    144¹ მუხლის დისპოზიცია კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროდან გადავიდა მაუწყებლობასა და ელექტრონულ კომუნიკაციებზე, რადიოსიხშირული სპექტრით და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ჩათვლით; 5 000 ლარიან ჯარიმას დაემატა მე-2 ნაწილი 10 000 ლარიანი ჯარიმით განმეორებისთვის.

  6. 144¹ მუხლის სანქცია 5 000 ლარის ოდენობით რჩება მხოლოდ ლიცენზიის გარეშე საქმიანობაზე; ლიცენზიის პირობების დარღვევა ამოღებულია და დაემატა კანონის მითითება.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
192¹144⁵144³144⁴454347³75723610¹ (…153144¹
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…მაუწყებლობის შესახებელექტრონული კომუნიკაცი…საქართველოს სისხლის სა…ენერგეტიკისა და წყალმო…ინფორმაციული უსაფრთხოე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №642 · ბოლოს შემოწმდა