Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაელექტრონული კომუნიკაციების შესახებმუხლი 47³

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

მუხლი 47³. რადიოსიხშირეების შეცვლა, მთლიანად ან ნაწილობრივ დათმობა

რედაქცია №50 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2030
თემები:ტელეკომუნიკაციებიტელეკომუნიკაციები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.„რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში“ ცვლილების შეტანისას კომისია უფლებამოსილია ავტორიზებული პირისათვის ამ კანონის 47 1 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე კომისიის გადაწყვეტილებით მინიჭებული რადიოსიხშირე შეცვალოს სხვა რადიოსიხშირით. ამ შემთხვევაში ავტორიზებულ პირს არ აქვს უფლება, მოითხოვოს კომპენსაცია.

2.კომისია უფლებამოსილია ლიცენზიის საფუძველზე გაცემული რადიოსიხშირული რესურსი ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე შეცვალოს „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმით“ განსაზღვრული იმავე რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთის (რადიოსიხშირული დიაპაზონის) ფარგლებში არსებული იმავე ოდენობის სხვა რადიოსიხშირული რესურსით, თუ ლიცენზიის მფლობელი დანერგილი ტექნოლოგიის ცვლილების გარეშე შეძლებს საქმიანობისა და მომსახურების მიწოდების გაგრძელებას. რადიოსიხშირული რესურსის შეცვლის გამო ლიცენზიის მფლობელის ხარჯის წარმოშობის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს, მიმართოს კომისიას ხარჯის დაფარვის დასაბუთებული მოთხოვნით. ხარჯის ოდენობას, გადახდის ფორმასა და პირობებს განსაზღვრავს კომისია რადიოსიხშირული რესურსის შეცვლის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებით. ამ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დაეყრდნოს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა ნუსხიდან მის მიერ შერჩეული აუდიტორული კომპანიის დასკვნას.

3.ამ კანონის 47 2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რადიოსიხშირული დიაპაზონების ჰარმონიზებული ტექნიკური ნორმებისა და პარამეტრების შესაბამისად დაგეგმვისა და დანაწილების მიზნით „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში“ ისეთი ცვლილების შეტანისას, რომელიც შეუძლებელს ხდის არსებული და ახალდაგეგმილი ან დანაწილებული რადიოსიხშირეების ტექნიკური ნორმებისა და პარამეტრების ერთად შენარჩუნებას, აგრეთვე ელექტრონული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების თანაარსებობას, კომისია უფლებამოსილია ამგვარი რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელს: ა) არ გაუგრძელოს ლიცენზიის მოქმედების ვადა. ამის შესახებ ლიცენზიის მფლობელს უნდა ეცნობოს ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე სულ ცოტა 3 წლით ადრე; ბ) თუ ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე დარჩენილია 3 წელზე ნაკლები, გაუგრძელოს ლიცენზიის მოქმედების ვადა 10 წელზე ნაკლები ვადით. ამ შემთხვევაში კომისია ვალდებულია: ბ.ა) შეატყობინოს ლიცენზიის მფლობელს ლიცენზიის მოქმედების ვადის 10 წელზე ნაკლები ვადით გაგრძელების განზრახვის თაობაზე. ლიცენზიის მოქმედების ვადა არ უნდა იყოს ლიცენზიის მფლობელის მიერ შეტყობინების მიღებიდან 3 წელზე ნაკლები; ბ.ბ) ლიცენზიით გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის ოდენობა გაიანგარიშოს ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადის (წელი, თვე) მიხედვით; გ) მოსთხოვოს ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული რესურსის მთლიანად ან ნაწილობრივ დათმობა ამ ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე, შესაბამისი კომპენსაციის სანაცვლოდ. კომპენსაციის ოდენობა, გადახდის პირობები და ფორმა განისაზღვრება კომისიის გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, ხოლო კომპენსაცია გადაიხდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას კომისია ეყრდნობა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა ნუსხიდან მის მიერ შერჩეული საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის დასკვნას. საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის მომსახურების შესასყიდად ტენდერს აცხადებს კომისია. მომსახურების შესყიდვის ხარჯი ანაზღაურდება კომისიის ბიუჯეტიდან ან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით; [ გ) მოსთხოვოს ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული რესურსის მთლიანად ან ნაწილობრივ დათმობა ამ ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე, შესაბამისი კომპენსაციის სანაცვლოდ. კომპენსაციის ოდენობა, გადახდის პირობები და ფორმა განისაზღვრება კომისიის გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, ხოლო კომპენსაცია გადაიხდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას კომისია ეყრდნობა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საწარმოებისთვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა ნუსხიდან მის მიერ შერჩეული საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის დასკვნას. საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის მომსახურების შესასყიდად საჯარო შესყიდვის პროცედურას ახორციელებს კომისია. ამ მომსახურების შესყიდვის ხარჯი ანაზღაურდება კომისიის ბიუჯეტიდან ან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით; (ამოქმედდეს 2030 წლის 1 იანვრიდან)] დ) მასთან შეთანხმებით, ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის სანაცვლოდ შესთავაზოს სხვა რადიოსიხშირული რესურსი. ამ რადიოსიხშირული რესურსის საბაზრო ღირებულება უნდა შეესაბამებოდეს კომისიის მიერ შერჩეული საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის დასკვნის საფუძველზე განსაზღვრულ კომპენსაციის ოდენობას. შეთავაზებული რადიოსიხშირული რესურსის საბაზრო ღირებულების გაანგარიშებისას: დ.ა) კომისია ითვალისწინებს შეთავაზებული რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტულ მონაკვეთში (რადიოსიხშირულ დიაპაზონში) ბოლო 1 წლის განმავლობაში ჩატარებულ აუქციონზე (აუქციონებზე) 1 მეგაჰერცისათვის დაფიქსირებულ საფასურს/საფასურთა საშუალო არითმეტიკულს; დ.ბ) თუ შეთავაზებული რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტულ მონაკვეთში (რადიოსიხშირულ დიაპაზონში) ბოლო 1 წლის განმავლობაში აუქციონი არ ჩატარებულა, შეთავაზებული რადიოსიხშირული ზოლის 1 მეგაჰერცის საფასური გამოიანგარიშება ამ კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად; დ.გ) თუ ამ პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული აუქციონი არ არის ჩატარებული და კომპენსაციის სანაცვლოდ შეთავაზებულია ამ კანონის 47 2 მუხლით გათვალისწინებული რადიოსიხშირული რესურსი, კომისია ითვალისწინებს 47 2 მუხლის საფუძველზე მოდიფიცირებული ლიცენზიით გათვალისწინებული შესაბამისი ამოწურვადი რესურსის 1 მეგაჰერცისათვის გამოანგარიშებულ საფასურს.

4.ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპენსაცია უნდა მოიცავდეს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე დარჩენილი წლებისა და დათმობილი ამოწურვადი რესურსის ოდენობის პირდაპირპროპორციულად გაანგარიშებულ, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გადახდილ თანხას და ქსელის მოშლის ან მოდიფიცირების ხარჯს.

5.კომისია ამ მუხლის საფუძველზე იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებებს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2632 - ვებგვერდი, 12.08.2014წ. საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2570 – ვებგვერდი, 27.02.2023წ. საქართველოს 2024 წლის 5 სექტემბრის კანონი №4415– ვებგვერდი, 23.09.2024წ. საქართველოს 2026 წლის 10 ივნისის კანონი №1703 – ვებგვერდი, 15.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ზემოთ მოცემულ ტექსტში ასახულია ცვლილება, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა (ამოქმედდება: 1 იან. 2027). დღეს მოქმედებს ეს ტექსტი:

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №21 · ძალაშია 18 აგვ. 2014-დან · იცვლება 1 იან. 2027-დან

1. „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში“ ცვლილების შეტანისას კომისია უფლებამოსილია ავტორიზებული პირისათვის ამ კანონის 47 1 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე კომისიის გადაწყვეტილებით მინიჭებული რადიოსიხშირე შეცვალოს სხვა რადიოსიხშირით. ამ შემთხვევაში ავტორიზებულ პირს არ აქვს უფლება, მოითხოვოს კომპენსაცია. 2. კომისია უფლებამოსილია ლიცენზიის საფუძველზე გაცემული რადიოსიხშირული რესურსი ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე შეცვალოს „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმით“ განსაზღვრული იმავე რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთის (რადიოსიხშირული დიაპაზონის) ფარგლებში არსებული იმავე ოდენობის სხვა რადიოსიხშირული რესურსით, თუ ლიცენზიის მფლობელი დანერგილი ტექნოლოგიის ცვლილების გარეშე შეძლებს საქმიანობისა და მომსახურების მიწოდების გაგრძელებას. რადიოსიხშირული რესურსის შეცვლის გამო ლიცენზიის მფლობელის ხარჯის წარმოშობის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს, მიმართოს კომისიას ხარჯის დაფარვის დასაბუთებული მოთხოვნით. ხარჯის ოდენობას, გადახდის ფორმასა და პირობებს განსაზღვრავს კომისია რადიოსიხშირული რესურსის შეცვლის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებით. ამ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დაეყრდნოს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა ნუსხიდან მის მიერ შერჩეული აუდიტორული კომპანიის დასკვნას. 3. ამ კანონის 47 2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რადიოსიხშირული დიაპაზონების ჰარმონიზებული ტექნიკური ნორმებისა და პარამეტრების შესაბამისად დაგეგმვისა და დანაწილების მიზნით „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში“ ისეთი ცვლილების შეტანისას, რომელიც შეუძლებელს ხდის არსებული და ახალდაგეგმილი ან დანაწილებული რადიოსიხშირეების ტექნიკური ნორმებისა და პარამეტრების ერთად შენარჩუნებას, აგრეთვე ელექტრონული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების თანაარსებობას, კომისია უფლებამოსილია ამგვარი რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელს: ა) არ გაუგრძელოს ლიცენზიის მოქმედების ვადა. ამის შესახებ ლიცენზიის მფლობელს უნდა ეცნობოს ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე სულ ცოტა 3 წლით ადრე; ბ) თუ ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე დარჩენილია 3 წელზე ნაკლები, გაუგრძელოს ლიცენზიის მოქმედების ვადა 10 წელზე ნაკლები ვადით. ამ შემთხვევაში კომისია ვალდებულია: ბ.ა) შეატყობინოს ლიცენზიის მფლობელს ლიცენზიის მოქმედების ვადის 10 წელზე ნაკლები ვადით გაგრძელების განზრახვის თაობაზე. ლიცენზიის მოქმედების ვადა არ უნდა იყოს ლიცენზიის მფლობელის მიერ შეტყობინების მიღებიდან 3 წელზე ნაკლები; ბ.ბ) ლიცენზიით გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის ოდენობა გაიანგარიშოს ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადის (წელი, თვე) მიხედვით; გ) მოსთხოვოს ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული რესურსის მთლიანად ან ნაწილობრივ დათმობა ამ ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე, შესაბამისი კომპენსაციის სანაცვლოდ. კომპენსაციის ოდენობა, გადახდის პირობები და ფორმა განისაზღვრება კომისიის გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, ხოლო კომპენსაცია გადაიხდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას კომისია ეყრდნობა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა ნუსხიდან მის მიერ შერჩეული საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის დასკვნას. საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის მომსახურების შესასყიდად ტენდერს აცხადებს კომისია. მომსახურების შესყიდვის ხარჯი ანაზღაურდება კომისიის ბიუჯეტიდან ან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით; დ) მასთან შეთანხმებით, ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის სანაცვლოდ შესთავაზოს სხვა რადიოსიხშირული რესურსი. ამ რადიოსიხშირული რესურსის საბაზრო ღირებულება უნდა შეესაბამებოდეს კომისიის მიერ შერჩეული საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის დასკვნის საფუძველზე განსაზღვრულ კომპენსაციის ოდენობას. შეთავაზებული რადიოსიხშირული რესურსის საბაზრო ღირებულების გაანგარიშებისას: დ.ა) კომისია ითვალისწინებს შეთავაზებული რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტულ მონაკვეთში (რადიოსიხშირულ დიაპაზონში) ბოლო 1 წლის განმავლობაში ჩატარებულ აუქციონზე (აუქციონებზე) 1 მეგაჰერცისათვის დაფიქსირებულ საფასურს/საფასურთა საშუალო არითმეტიკულს; დ.ბ) თუ შეთავაზებული რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტულ მონაკვეთში (რადიოსიხშირულ დიაპაზონში) ბოლო 1 წლის განმავლობაში აუქციონი არ ჩატარებულა, შეთავაზებული რადიოსიხშირული ზოლის 1 მეგაჰერცის საფასური გამოიანგარიშება ამ კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად; დ.გ) თუ ამ პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული აუქციონი არ არის ჩატარებული და კომპენსაციის სანაცვლოდ შეთავაზებულია ამ კანონის 47 2 მუხლით გათვალისწინებული რადიოსიხშირული რესურსი, კომისია ითვალისწინებს 47 2 მუხლის საფუძველზე მოდიფიცირებული ლიცენზიით გათვალისწინებული შესაბამისი ამოწურვადი რესურსის 1 მეგაჰერცისათვის გამოანგარიშებულ საფასურს. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპენსაცია უნდა მოიცავდეს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე დარჩენილი წლებისა და დათმობილი ამოწურვადი რესურსის ოდენობის პირდაპირპროპორციულად გაანგარიშებულ, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გადახდილ თანხას და ქსელის მოშლის ან მოდიფიცირების ხარჯს. 5. კომისია ამ მუხლის საფუძველზე იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებებს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2632 - ვებგვერდი, 12.08.2014წ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 იან. 2027 – 1 იან. 2030 ტექსტი უცნობია

  2. 18 აგვ. 2014 – 26 აგვ. 2014 ტექსტი უცნობია

  3. 6 ივნ. 2005 – 18 აგვ. 2014 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2030 ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 27 თებ. 2023
  2. 26 აგვ. 2014· გამოქვეყნდა 12 აგვ. 2014

    ახალი 47³ მუხლი კომისიას ანიჭებს უფლებამოსილებას შეცვალოს მინიჭებული რადიოსიხშირე ან ლიცენზირებული რესურსი, არ გაუგრძელოს ან შეამცირებული ვადით გაუგრძელოს ლიცენზია და მოითხოვოს რესურსის დათმობა კომპენსაციით.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 47²შემდეგი მუხლი 48

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიასერვისის გვერდი
  • სიხშირული სპექტრის ლიცენზირებასერვისის გვერდი
  • სპექტრის განაწილებასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 10 ივნ. 2026 · №50

  • 2 ცვლილება · ბოლო 27 თებ. 2023
  • 7 რედაქცია
  • 3 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 47¹მუხლი 47²მუხლი 49

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 51რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების სხვა პირისთვის გადაცემა
  • 50ლიცენზიის მიღების საფუძველი
  • 51¹ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების სხვა პირისთვის გადაცემა

მაუწყებლობის შესახებ

  • 12კომისიის ბიუჯეტი. სალიცენზიო გადასახდელი. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასური. ყოველწლიური რეგულირების საფასური
  • 75რადიოსიხშირეებით სარგებლობა
  • 17საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელემაუწყებლობა და რადიოსიხშირეები

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 16ლიცენზიაში ცვლილების შეტანა და ლიცენზიის გაუქმება
  • 153საჯარიმო სანქციები
  • 82დახურული გამანაწილებელი სისტემა

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 144¹მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან ულიცენზიოდ ან სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 19²ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების განაცხადის გაუქმება

სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ

  • 9შენობის შიდა ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
144¹47¹47²49515051¹12751719²1615382947³
მითითებამნიშვნელობით ახლოსელექტრონული კომუნიკაცი…მაუწყებლობის შესახებენერგეტიკისა და წყალმო…საქართველოს ადმინისტრა…ბუნებრივი გაზის მიწოდე…სატელეკომუნიკაციო ინფრ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026 · რედაქცია №50 · ბოლოს შემოწმდა 27 ოქტ. 2026