Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიმუხლი 114²

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 114². საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში სასაზღვრო რეჟიმის წესების დარღვევა

რედაქცია №642 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2027
თემები:საზღვაო და სანავსადგურე სამართალდარღვევები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.ზომამცირე გემის საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში გასვლის შეუტყობინებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

2.ფიზიკური პირის კუთვნილი ბაზირების პუნქტის მოწყობის წესების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

3.ბაზირების პუნქტში ზომამცირე გემის შენახვის წესების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.

4.ბაზირების პუნქტიდან ზომამცირე გემის გასვლის წესების დარღვევა (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა),  ჩადენილი: ა) გემის განმასხვავებელი ნიშნების აღნიშვნის დადგენილი წესების დარღვევით − გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით; ბ) გემის ტექნიკური გაუმართაობით − გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით; გ) პროგნოზირებული ან/და ფაქტობრივი ჰიდრომეტეოროლოგიური პირობების უგულებელყოფით, რომლებიც სახიფათოა გემის უსაფრთხო ნაოსნობისათვის, − გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

5.ბაზირების პუნქტის მოწყობის წესების დარღვევა, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

6.ზომამცირე გემით სარგებლობის ან/და ცურვის წესების დარღვევა, ჩადენილი: ა) ნიჩბიანი ან გასაბერი (ძრავის გარეშე) ნავით ან ბაიდარით – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით; ბ) თვითმავალი ზომამცირე გემით, რომლის ძრავის სიმძლავრე 40 ცხენის ძალამდეა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით; გ) თვითმავალი ზომამცირე გემით, რომლის ძრავის სიმძლავრე 40-დან 60 ცხენის ძალამდეა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით; დ) თვითმავალი ზომამცირე გემით, რომლის ძრავის სიმძლავრე 60 ცხენის ძალაა ან მეტია, – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით; ე) ჰიდროციკლით, იახტით, არათვითმავალი აფრიანი ზომამცირე გემით ან სამგზავრო გემით – გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით.

7.საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში და ტერიტორიულ ზღვაში სამეურნეო, სარეწი, საძიებო და სხვა საქმიანობის განხორციელებისას სასაზღვრო რეჟიმის წესების დარღვევა, ჩადენილი: ა) 15 მეტრამდე სიგრძის გემით – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით; ბ) 15-დან 30 მეტრამდე სიგრძის გემით – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით; გ) 30 მეტრი ან მეტი სიგრძის გემით − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

8.ამ მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი სამართალდარღვევა, რომელმაც გამოიწვია ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, – გამოიწვევს დაჯარიმებას 800 ლარის ოდენობით. შენიშვნა : ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, ხოლო საურავის დაკისრებიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში განხორციელდება იძულებითი აღსრულება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. საქართველოს 2010 წლის 28 ოქტომბრის კანონი №3779 – სსმ I, №63, 10.11.2010 წ., მუხ.406 საქართველოს 2019 წლის 12 დეკემბრის კანონი №5546 – ვებგვერდი, 13.12.2019წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №443 · ძალაშია 13 დეკ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 დეკ. 2010 – 10 დეკ. 2010 ტექსტი უცნობია

  2. 24 ნოე. 2010 – 1 დეკ. 2010 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 20

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 იან. 2027 ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 9 ივლ. 2025
  2. 1 აპრ. 2025· გამოქვეყნდა 29 დეკ. 2024
  3. 1 დეკ. 2024· გამოქვეყნდა 3 ოქტ. 2024
  4. 31 დეკ. 2022· გამოქვეყნდა 13 მაი. 2022
  5. 19 ნოე. 2021· გამოქვეყნდა 5 ნოე. 2021
  6. 29 ივლ. 2020
  7. 13 დეკ. 2019
  8. 3 ივნ. 2019· გამოქვეყნდა 30 მაი. 2019
  9. 1 ოქტ. 2018· გამოქვეყნდა 24 მაი. 2018
  10. 26 სექ. 2018
  11. 30 ივლ. 2018
  12. 6 ივნ. 2018
  13. 15 აგვ. 2017· გამოქვეყნდა 13 ივლ. 2017
  14. 13 მარ. 2016· გამოქვეყნდა 7 მარ. 2016
  15. 15 იან. 2015· გამოქვეყნდა 12 იან. 2015
  16. 6 ივლ. 2011· გამოქვეყნდა 22 ივნ. 2011
  17. 16 აპრ. 2011· გამოქვეყნდა 5 აპრ. 2011
  18. 15 აპრ. 2011· გამოქვეყნდა 25 მარ. 2011
  19. 12 იან. 2011· გამოქვეყნდა 29 დეკ. 2010
  20. 24 ნოე. 2010· გამოქვეყნდა 10 ნოე. 2010
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 114¹⁸შემდეგი მუხლი 114³

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სასაზღვრო რეჟიმის წესების დარღვევა შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში (მუხლი 114²)1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 13 ოქტ. 2026 · №642

  • 20 ცვლილება · ბოლო 9 ივლ. 2025
  • ციტირებულია 4 მუხლი
  • 6 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 290

მიუთითებენ მასზე

მუხლი 209²მუხლი 239მუხლი 242მუხლი 249

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 190საქართველოს სახმელეთო საზღვარზე სასაზღვრო რეჟიმის წესის დარღვევა
  • 113¹საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ტერიტორიულ ზღვაში და ხმელეთზე განთავსებულ სანავიგაციო ნიშნებზე უნებართვოდ ასვლა ან ამ ნიშნებში უნებართვოდ შეღწევა
  • 114¹საქართველოს კონტინენტური შელფის, ტერიტორიული წყლების ან განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის შესახებ კანონმდებლობის დარღვევა

სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ

  • 6 (დანართი 2)საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში ზომამცირე გემით სარგებლობისა და ცურვის წესები
  • 1 (დანართი 2)საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში სასაზღვრო რეჟიმი
  • 9 (დანართი 2)ზომამცირე  გემების საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში გასვლის შეტყობინების წესი

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 174სატრანსპორტო საშუალების შემოსვლის/ჩამოფრენის ან გასვლის/გაფრენის შესახებ საბაჟო ორგანოსთვის შეუტყობინებლობა

მეზღვაურთა შრომის შესახებ

  • 29მეზღვაურის შრომის პირობების დარღვევა

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 66მეზღვაურთა სერტიფიცირების წესების დარღვევა

„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“

  • 25მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევა

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

  • 29საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში, შიდა საზღვაო წყლებში, პორტებსა და ბაზირების სხვა პუნქტებში არასამხედრო, სამხედრო და ატომური გემების აღრიცხვის, ყოფნისა და ცურვის წესები
  • 26სასაზღვრო რეჟიმი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
290209²239242249190113¹114¹25666 (და…1 (და…9 (და…17429114²
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…სახელმწიფო საზღვრის რე…საქართველოს საბაჟო კოდ…მეზღვაურთა შრომის შესა…მეზღვაურთა განათლებისა…ტექნიკური საფრთხის კონ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 13 ოქტ. 2026 · რედაქცია №642 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026