საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 275. დადგენილების აღსრულების საკითხის გადაწყვეტა

რედაქცია №642 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.დადგენილ ვადაში საჩივრის შეტანა მის განხილვამდე შეაჩერებს ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, ერთი ადმინისტრაციული სახდელის სხვა ადმინისტრაციული სახდელით შეცვლის თაობაზე და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილებების, აგრეთვე ამ კოდექსის 234 1 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას, გარდა ამ კოდექსის 26-ე და 32-ე მუხლებით გათვალისწინებული სახდელების გამოყენების შესახებ დადგენილებებისა, ამ მუხლის 1 1 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აგრეთვე იმ შემთხვევისა, როდესაც პირს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე აკისრებენ ჯარიმას, რომელსაც ადგილზევე გადაახდევინებენ.

1¹.ამ კოდექსის 208-ე და 208 2 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების თაობაზე გამოტანილი დადგენილებების გასაჩივრება არ აჩერებს ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, ერთი ადმინისტრაციული სახდელის სხვა ადმინისტრაციული სახდელით შეცვლის თაობაზე და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილებების აღსრულებას. დადგენილების გასაჩივრებისას საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში პირს დაუბრუნდება ჯარიმისა და საურავის სახით, აგრეთვე ამავე კოდექსით დადგენილი წესით ქონებრივი ზარალის ანაზღაურების მიზნით გადახდილი თანხა.

1².ადმინისტრაციული სახდელის სახით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების გამოყენებისას ამ მუხლის საფუძველზე შეჩერებული ვადა სახდელის საერთო ვადაში არ ითვლება.

1³.ამ კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის შენიშვნით გათვალისწინებული დადგენილების სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილება ძალაში შედის მისი მიღებისთანავე. სასამართლოს დადგენილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას.

1⁴.ამ კოდექსის 116-ე და 191-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე მიღებული დადგენილებების/საჯარიმო ქვითრების გასაჩივრება არ აჩერებს მათ აღსრულებას.

2.პროკურორის მიერ პროტესტის შეტანა შეაჩერებს დადგენილების აღსრულებას პროტესტის განხილვამდე. საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2962 – სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.110 საქართველოს 2012 წლის 26 აპრილის კანონი №6090 – ვებგვერდი, 10.05.2012წ. საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2231 – ვებგვერდი, 13.12.2022წ. საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №932 – ვებგვერდი, 08.07.2025წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1816 – ვებგვერდი, 29.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №640 · ძალაშია 18 სექ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 10 იან. 2023 – 1 იან. 2024 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 29 ივნ. 2026
  2. · გამოქვეყნდა 13 დეკ. 2022
  3. 275-ე მუხლის პირველი ნაწილის გამონაკლისები ახლებურად ჩამოყალიბდა და მას დაემატა 1¹ ნაწილის შემთხვევები; 1¹ ნაწილით 208-ე და 208² მუხლებით გამოტანილი დადგენილებების გასაჩივრება აღსრულებას არ აჩერებს და საჩივრის დაკმაყოფილებისას თანხა უბრუნდება.

  4. · გამოქვეყნდა 16 მაი. 2006

    275-ე მუხლის პირველი ნაწილით საჩივარი აჩერებს სახდელის დადების, სახდელის შეცვლისა და საურავის დარიცხვის დადგენილებებისა და ადგილზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას, 26-ე და 32-ე მუხლებით გათვალისწინებული ღონისძიებებისა და ადგილზე გადახდევინებული ჯარიმის გამონაკლისით; პროტესტი მე-2 ნაწილია.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
90⁶90⁸90⁷272191234¹3228728326731827302275
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…შრომის უსაფრთხოების შე…სააღსრულებო წარმოებათა…მეზღვაურთა შრომის შესა…ადმინისტრაციული სახდელ…ადმინისტრაციული სახდელ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №642 · ბოლოს შემოწმდა