Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაუცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებმუხლი 10

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

მუხლი 10. საქართველოს სავიზო ვალდებულებებისაგან გათავისუფლება

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:დროებითი ვიზებისაინვესტიციო მიგრაციასაგადასახადო რეზიდენტობასპეციალური კატეგორიებიდოკუმენტების შესაბამისობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1233¹45

1.უცხოელი შესაძლებელია გათავისუფლდეს საქართველოს სავიზო ვალდებულებებისაგან საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე.

2.უცხოელი, რომელსაც საქართველოში შემოსვლისათვის არ ესაჭიროება მოკლევადიანი საქართველოს ვიზა, საქართველოში შემოდის და იმყოფება არაუმეტეს 90 კალენდარული დღის ვადით ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში.

3.იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და საქართველოში ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ვადით − სრული 1 წლის განმავლობაში ყოფნა, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

3¹.უცხოელს, რომელსაც აქვს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ქვეყნის ვიზა ან/და ბინადრობის ნებართვა, შეუძლია საქართველოში უვიზოდ შემოსვლა იმავე დადგენილებით გათვალისწინებული ვადითა და პირობებით.

4.საქართველოში ბინადრობის ნებართვის ან საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირის დროებითი ბინადრობის მოწმობის მფლობელი უცხოელი საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების მთელ პერიოდში საქართველოში უვიზოდ შემოდის.

5.საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გავლისათვის ვიზა არ ესაჭიროებათ: ა) იმ საჰაერო ტრანსპორტის მგზავრებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიას გადაკვეთენ საქართველოს აეროპორტებში შუალედური დაჯდომის გარეშე, თუ არსებობს საქართველოს საჰაერო სივრცის გადაკვეთის წინასწარი ნებართვა; ბ) საერთაშორისო ავიახაზების, სარკინიგზო ან საზღვაო ტრანსპორტის ეკიპაჟის წევრებსა და მგზავრებს შუალედური გადასხდომით, თუ მგზავრებს აქვთ დანიშნულების ქვეყანაში შესვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და საქართველოში მათი ყოფნის ვადა არ აღემატება 10 დღეს. ამასთანავე, მგზავრებს უფლება არ აქვთ, დატოვონ აეროპორტში, სადგურსა და ნავსადგურში მათთვის სპეციალურად გამოყოფილი სატრანზიტო ტერიტორიის ფარგლები. საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2788 - ვებგვერდი, 26.11.2014წ. საქართველოს 2015 წლის 8 მაისის კანონი №3602 – ვებგვერდი, 15.05.2015წ. საქართველოს 2016 წლის 1 დეკემბრის კანონი №46 - ვებგვერდი, 15.12.2016წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. უცხოელი შესაძლებელია გათავისუფლდეს საქართველოს სავიზო ვალდებულებებისაგან საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე. 2. უცხოელი, რომელსაც საქართველოში შემოსვლისათვის არ ესაჭიროება მოკლევადიანი საქართველოს ვიზა, საქართველოში შემოდის და იმყოფება არაუმეტეს 90 კალენდარული დღის ვადით ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში. 3. იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და საქართველოში ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ვადით − სრული 1 წლის განმავლობაში ყოფნა, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 3 1 . უცხოელს, რომელსაც აქვს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ქვეყნის ვიზა ან/და ბინადრობის ნებართვა, შეუძლია საქართველოში უვიზოდ შემოსვლა იმავე დადგენილებით გათვალისწინებული ვადითა და პირობებით. 4. საქართველოში ბინადრობის ნებართვის ან საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირის დროებითი ბინადრობის მოწმობის მფლობელი უცხოელი საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების მთელ პერიოდში საქართველოში უვიზოდ შემოდის. 5. საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გავლისათვის ვიზა არ ესაჭიროებათ: ა) იმ საჰაერო ტრანსპორტის მგზავრებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიას გადაკვეთენ საქართველოს აეროპორტებში შუალედური დაჯდომის გარეშე, თუ არსებობს საქართველოს საჰაერო სივრცის გადაკვეთის წინასწარი ნებართვა; ბ) საერთაშორისო ავიახაზების, სარკინიგზო ან საზღვაო ტრანსპორტის ეკიპაჟის წევრებსა და მგზავრებს შუალედური გადასხდომით, თუ მგზავრებს აქვთ დანიშნულების ქვეყანაში შესვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და საქართველოში მათი ყოფნის ვადა არ აღემატება 10 დღეს. ამასთანავე, მგზავრებს უფლება არ აქვთ, დატოვონ აეროპორტში, სადგურსა და ნავსადგურში მათთვის სპეციალურად გამოყოფილი სატრანზიტო ტერიტორიის ფარგლები. საქართველოს 2014  წლის  14 ნოემბრის  კანონი №2788 - ვებგვერდი, 26.11.2014წ. საქართველოს 2015 წლის 8 მაისის  კანონი №3602  – ვებგვერდი, 15.05.2015წ. საქართველოს 2016 წლის 1  დეკემბრის კანონი  №46  - ვებგვერდი, 15.12.2016წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №17 · ძალაშია 1 სექ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 6

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 ოქტ. 2025· გამოქვეყნდა 7 ივლ. 2025
  2. 1 სექ. 2025· გამოქვეყნდა 13 ივნ. 2025

    მე-10 მუხლიდან ამოღებულია სათაური „სავიზო ვალდებულებებისაგან გათავისუფლება“; შინაარსი უცვლელია.

  3. 13 აპრ. 2021
  4. 1 თებ. 2017· გამოქვეყნდა 15 დეკ. 2016
  5. 15 მაი. 2015

    მე-10 მუხლში 90/180-დღიანი წესიდან ამოღებულია ათვლის დღის მითითება, ხოლო მე-3 პუნქტი მთავრობის დადგენილებას აძლევს 1-წლიანი უვიზო ყოფნის ქვეყნების განსაზღვრას; 3¹ პუნქტი უვიზო შემოსვლას სხვა ქვეყნის ვიზის/ბინადრობის ნებართვის მქონეებს უშვებს.

  6. 26 ნოე. 2014

    მე-10 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში შუალედური გადასხდომით მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრებისთვის ყოფნის ზღვრული ვადა 5 დღიდან 10 დღემდე გაიზარდა; ტერმინიც შეიცვალა.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 9შემდეგი მუხლი 11

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ბიზნეს ვიზა (C/D კატეგორია)4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ბინადრობა უძრავი ქონების მფლობელთათვის (პენსიონერები)4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ბინადრობა ციფრული მომთაბარეებისთვის (Digital Nomad)4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ვიზის განაცხადები4 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
მორის გიგაური

მორის გიგაური

იურისტი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №23

  • 6 ცვლილება · ბოლო 7 ივლ. 2025
  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 6 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 1მუხლი 14

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 47უცხოელის საქართველოდან გასვლის ზოგადი მოთხოვნები
  • 63საქართველოდან გაძევებული უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა
  • 11საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძვლები

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 191საქართველოში უცხოელისა და მოქალაქეობის არმქონე პირის ყოფნის, აგრეთვე მათ მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით მგზავრობის წესების დარღვევა
  • 31²უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა

საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ

  • 15საქართველოდან გასვლისას საზღვრის გადაკვეთისათვის სავალდებულო დოკუმენტები
  • 10საქართველოდან დროებითი გასვლის უფლების შეზღუდვის საფუძვლები
  • 3საქართველოს მოქალაქის საქართველოდან მუდმივი ან დროებითი გასვლა და საქართველოში შემოსვლა

საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ

  • 18 (დანართი 1)გარდამავალი დებულებები

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 47²უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა

საკონსულო საქმიანობის შესახებ

  • 19საქართველოს ვიზის გაცემა

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 34საქართველოს რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური პირები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
47²19131²15103341911447631118 (დ…10
მითითებამნიშვნელობით ახლოსუცხოელთა და მოქალაქეობ…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს მოქალაქეებ…საქართველოში ბინადრობი…საქართველოს სისხლის სა…საკონსულო საქმიანობის …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №23 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026