საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 199¹. წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარისა და წითელი კრისტალის ემბლემების, სახელწოდებების – „წითელი ჯვარი“, „წითელი ნახევარმთვარე“ და „წითელი კრისტალი“ იმიტაცია და უკანონო გამოყენება

რედაქცია №642 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარის ან წითელი კრისტალის ემბლემისთვის მიმსგავსებული ემბლემის, სახელწოდებისთვის – „წითელი ჯვარი“, „წითელი ნახევარმთვარე“ ან „წითელი კრისტალი“ მიმსგავსებული სახელწოდების შესაბამისი უფლებამოსილების გარეშე გამოყენება, რასაც შესაბამისი გარემოების გათვალისწინებით შეცდომაში შეჰყავს ობიექტური დამკვირვებელი, – გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 150-დან 500 ლარამდე.

2.წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარის ან წითელი კრისტალის ემბლემის, სახელწოდების – „წითელი ჯვარი“, „წითელი ნახევარმთვარე“ ან „წითელი კრისტალი“ შესაბამისი უფლებამოსილების გარეშე გამოყენება – გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 150-დან 500 ლარამდე.

3.უფლებამოსილი პირის მიერ წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარის ან წითელი კრისტალის ემბლემის, სახელწოდების – „წითელი ჯვარი“, „წითელი ნახევარმთვარე“ ან „წითელი კრისტალი“ „წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარისა და წითელი კრისტალის ემბლემებისა და სახელწოდებების გამოყენებისა და დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები ს დარღვევით გამოყენება – გამოიწვევს დაჯარიმებას 400-დან 800 ლარამდე.

4.ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში – გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას. საქართველოს 2017 წლის 15 ივნისის კანონი №970 – ვებგვერდი, 30.06.2017წ. კარი III. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განსახილველად უფლებამოსილი ორგანოები თავი XV. ძირითადი დებულებანი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №421 · ძალაშია 23 იან. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 29 ივლ. 2017 – 15 აგვ. 2017 ტექსტი უცნობია

  2. 14 ივლ. 2017 – 15 ივლ. 2017 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 30 ივნ. 2017

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
346302196208120150150²15151118571199¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…საქართველოს წითელი ჯვრ…წითელი ჯვრის, წითელი ნ…საქართველოს სისხლის სა…პერსონალურ მონაცემთა დ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №642 · ბოლოს შემოწმდა