წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარისა და წითელი კრისტალის ემბლემებისა და სახელწოდებების გამოყენებისა და დაცვის შესახებ

მუხლი 11

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 31 ოქტ. 2018

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება უფლებამოსილია გამოიყენოს წითელი ჯვრის ემბლემა სახელწოდებასთან და ინიციალებთან ერთად შეიარაღებული კონფლიქტის დროს და ბუნებრივი კატასტროფის ზონაში, თავისი პერსონალის, დანაყოფისა და სატრანსპორტო საშუალების აღსანიშნავად ჟენევის კონვენციებისა და მათი დამატებითი ოქმების და წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის მე-20 საერთაშორისო კონფერენციის მიერ მიღებული რეგულაციის (შემდგომ − რეგულაცია) შესაბამისად. ამ შემთხვევაში ემბლემა მცირე ზომის უნდა იყოს.

2.სხვა სახელმწიფოს წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარის ან წითელი კრისტალის ეროვნული საზოგადოება უფლებამოსილია, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შუამდგომლობითა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანხმობით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოიყენოს ემბლემა განმასხვავებელი ფუნქციით ან საკუთარი ლოგო ამ კანონით განსაზღვრული პირობების დაცვით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 30 ივნ. 2017-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარისა და წითელი კრისტალის ემბლემებისა და სახელწოდებების გამოყენებისა და დაცვის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
199¹18²152431391517²13211
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს წითელი ჯვრ…წითელი ჯვრის, წითელი ნ…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სახელმწიფო…სახელმწიფო მნიშვნელობი…დაცული ტერიტორიების სი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა