საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ

მუხლი 15

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 15 დეკ. 2022

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება უფლებამოსილია გამოიყენოს თეთრ ფონზე წითელი ჯვრის ემბლემა და სახელწოდება „წითელი ჯვარი“ ჟენევის 1949 წლის კონვენციებისა და მათი დამატებითი ოქმების, „წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარისა და წითელი კრისტალის ემბლემებისა და სახელწოდებების გამოყენებისა და დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ კანონის, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის მე-20 საერთაშორისო კონფერენციის მიერ მიღებული რეგულაციის და სხვა შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.

2.საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება განსაზღვრავს წესებსა და პირობებს, რომელთა თანახმადაც გამოიყენებს იგი წითელი ჯვრის ემბლემას როგორც დამცავი ფუნქციით, ისე განმასხვავებელი ფუნქციით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3.საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ქმნის ლოგოსა და ბეჭედს განმასხვავებელი ფუნქციით. ამ ლოგოსა და ბეჭედზე გამოსახულია თეთრ ფონზე წითელი ჯვრის ემბლემა (ჰერალდიკური ნიშანი) და წარწერა „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება“.

4.წითელი ჯვრის ემბლემისა და სახელწოდების კანონის მოთხოვნათა დარღვევით გამოყენება იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი III. დასკვნითი დებულებანი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 21 ნოე. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
199¹4233111317²15231215
მნიშვნელობით ახლოსწითელი ჯვრის, წითელი ნ…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს წითელი ჯვრ…საქართველოს სახელმწიფო…სახელმწიფო მნიშვნელობი…აჭარის ავტონომიური რეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა