საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 267. დადგენილებათა სახეები

რედაქცია №642 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის შემდეგ ორგანოს (თანამდებობის პირს) გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი დადგენილება: ა) ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ; ბ) საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ; გ) ერთი ადმინისტრაციული სახდელის სხვა ადმინისტრაციული სახდელით შეცვლის თაობაზე, თუ შეუძლებელია პირველად დადებული ადმინისტრაციული სახდელის აღსრულება; დ) საურავის დარიცხვის შესახებ.

2.დადგენილება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ მიიღება ზეპირი შენიშვნის გამოცხადების, საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში და მათ სტრუქტურულ ქვედანაყოფებში შექმნილი საზოგადოებრივი ორგანიზაციის ან შრომითი კოლექტივის განსახილველად, ანდა პროკურორისათვის ან გამოძიების ორგანოსათვის მასალების გადაცემის დროს, აგრეთვე ამ კოდექსის 232- ე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებათა არსებობისას.

3.ამ კოდექსის 177 16 და 177 17 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების შეწყვეტის შესახებ დადგენილებების მიღების წესი და საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებულება №408 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10-ის დანართი, ოქტომბერი, 1985 წ., მუხ.370 საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1350 – სსმ I, №19, 28.04.2005წ., მუხ.122 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2962 – სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.110 საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 – სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332 საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №876 – ვებგვერდი, 04.08.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №491 · ძალაშია 1 იან. 2022-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 6

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 4 აგვ. 2021
  2. · გამოქვეყნდა 29 სექ. 2010
  3. · გამოქვეყნდა 16 მაი. 2006

    დადგენილებათა ჩამონათვალს დაემატა გ) ერთი სახდელის სხვით შეცვლა და დ) საურავის დარიცხვა; შეწყვეტის წესი ცალკე მე-2 ნაწილადაა გამოყოფილი, ამხანაგური სასამართლოს მითითების გარეშე.

  4. · გამოქვეყნდა 28 აპრ. 2005

    267-ე მუხლის მე-2 ქვეპუნქტში შეიცვალა ტერმინი (საქმისწარმოების შეწყვეტა), ამოღებულია ლოთობასთან ბრძოლის კომისია განსახილველად გადაცემის ადრესატებიდან და მოკვლევის ორგანო მასალების გადაცემის ადრესატებიდან.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
90⁸90⁷177¹⁷2322692662723477 (და…18263060267
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…საქართველოს გარემოს და…სააღსრულებო წარმოებათა…პერსონალურ მონაცემთა დ…გარემოსდაცვითი პასუხის…ადმინისტრაციული სახდელ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №642 · ბოლოს შემოწმდა