რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

მუხლი 26. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის გაცემის ზოგადი წესი

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 10 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის გაცემის, მის გაცემაზე უარის თქმის ან მისი გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია და უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IV თავით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის დადგენილ მოთხოვნებს.

2.მარეგულირებელი ორგანო 3 დღის ვადაში ამოწმებს რეგისტრაციის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების ამ კანონის 25-ე მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობას.

3.მარეგულირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ. რეგისტრაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში, რეგისტრაციის გამცემი ვალდებულია დაუყოვნებლივ, წერილობით აცნობოს დასაბუთებული უარი განმცხადებელს.

4.მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს განცხადების წარდგენიდან 30 დღის ვადაში. თუ აღნიშნულ ვადაში არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება რეგისტრაციის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ, რეგისტრაცია გაცემულად ჩაითვლება.

5.რეგისტრაციის მაძიებელი უფლებამოსილია რეგისტრაციის გაცემისათვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოითხოვოს სარეგისტრაციო მოწმობა. მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია დაუყოვნებლივ გასცეს სარეგისტრაციო მოწმობა.

6.ამ მუხლის მოთხოვნები ვრცელდება რეგისტრირებული საქმიანობის გაფართოების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებაზეც.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის გაცემის, მის გაცემაზე უარის თქმის ან მისი გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია და უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IV თავით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის დადგენილ მოთხოვნებს. 2. მარეგულირებელი ორგანო 3 დღის ვადაში ამოწმებს რეგისტრაციის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების ამ კანონის 25-ე მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობას. 3. მარეგულირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ. რეგისტრაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში, რეგისტრაციის გამცემი ვალდებულია დაუყოვნებლივ, წერილობით აცნობოს დასაბუთებული უარი განმცხადებელს. 4. მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს განცხადების წარდგენიდან 30 დღის ვადაში. თუ აღნიშნულ ვადაში არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება რეგისტრაციის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ, რეგისტრაცია გაცემულად ჩაითვლება. 5. რეგისტრაციის მაძიებელი უფლებამოსილია რეგისტრაციის გაცემისათვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოითხოვოს სარეგისტრაციო მოწმობა. მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია დაუყოვნებლივ გასცეს სარეგისტრაციო მოწმობა. 6. ამ მუხლის მოთხოვნები ვრცელდება რეგისტრირებული საქმიანობის გაფართოების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებაზეც.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 6 ივლ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
29102659²592314169 (და…25292826
მითითებამნიშვნელობით ახლოსრადიაციული დაცვის, ბირ…საქართველოს ადმინისტრა…ნარჩენების შეგროვების,…,,მეწარმეთა და არასამე…ლიცენზიებისა და ნებართ…მოქალაქეთა პოლიტიკური …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა