1.ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-4 ან 4 1 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემდეგ მისი აღმოფხვრის თაობაზე ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე შესაბამისი ორგანოს ადმინისტრაციული მიწერილობით დაკისრებული მოვალეობის დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა − გამოიწვევს ამ კოდექსის იმ შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის მაქსიმალური ოდენობის გაორმაგებას, რომლის დარღვევის გამოც სამართალდამრღვევს დაეკისრა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღმოფხვრა.
2.ამ მუხლის პირველი ნაწილის დარღვევის გამო ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან (ჯარიმის დაკისრებიდან) ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-4 ან 4 1 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღმოფხვრის თაობაზე ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე შესაბამისი ორგანოს ადმინისტრაციული მიწერილობით დაკისრებული მოვალეობის დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა − გამოიწვევს დადებული ძირითადი ადმინისტრაციული სახდელის (დაკისრებული ჯარიმის) გაორმაგებას.
3.ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-4 ან 4 1 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე შესაბამისი ორგანოს თანამშრომლის უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულებისთვის ხელის შეშლა − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
3¹.„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში რეგულირების ობიექტისთვის ქმედების მთლიანად ან ნაწილობრივ შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილების (ადმინისტრაციული მიწერილობის) შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარიდან 30 000 ლარამდე.
3².ამ მუხლის 3 1 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარიდან 60 000 ლარამდე.
4.ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-4 ან 4 1 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე შესაბამისი ორგანოს თანამშრომლის კანონიერ მოთხოვნათა შეუსრულებლობა (მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების, მასალებისა და ინფორმაციის წარუდგენლობა, შემოწმების პროცესში შესამოწმებელი ობიექტის მიერ წარმომადგენლობის უზრუნველყოფის მოთხოვნის უგულებელყოფა) – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
5.ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. შენიშვნა:
1.სალიცენზიო ან სანებართვო პირობების დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილებისათვის შესაბამისი ორგანოს ადმინისტრაციული მიწერილობით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კოდექსის 36 1 , 57 3 , 66-ე, 66 2 , 66 4 , 79 2 , 79 4 , 79 5 და 86-ე მუხლებით დადგენილი წესის შესაბამისად.
2.გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შესრულებისთვის (დაკმაყოფილებისთვის) შესაბამისი ორგანოს ადმინისტრაციული მიწერილობით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კოდექსის 79 3 მუხლით დადგენილი წესით. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128 საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308 საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3516 – სსმ I, №36, 04.08.2006 წ., მუხ.261 საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3054 – სსმ I, №26, 20.05.2010წ., მუხ.174 საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4651 – ვებგვერდი,13.05.2011წ. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 53 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2015 წლის 29 აპრილის კანონი №3489 – ვებგვერდი,14.05.2015წ. საქართველოს 2016 წლის 2 მარტის კანონი №4798 – ვებგვერდი, 14.03.2016წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №909 – ვებგვერდი, 21.06.2017წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1715 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის კანონი №2196 – ვებგვერდი, 10.05.2018წ. საქართველოს 2021 წლის 2 მარტის კანონი №249 – ვებგვერდი, 12.03.2021წ. საქართველოს 2022 წლის 17 მარტის კანონი №1448 – ვებგვერდი, 24.03.2022წ. საქართველოს 2025 წლის 13 მაისის კანონი №558 - ვებგვერდი, 16.05.2025წ.

