ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის, ბუნებრივი გაზის მიმწოდებლის, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის დარგების ლიცენზიატის ან პირდაპირი მომხმარებლის, აგრეთვე სასმელი წყლის მიმწოდებლის მიერ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით. საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №815 – პარლამენტის უწყებანი, №33, 31.07.1997წ., გვ.11 საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934 – სსმ I, №15(22), 14.05.1999წ., მუხ.63 საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №976 – სსმI, №4, 17.01.2005წ., მუხ.18 საქართველოს 2007 წლის 20 ნოემბრის კანონი №5471 – სსმ I, №40, 03.12.2007წ., მუხ.382 საქართველოს 2008 წლის 5 ივლისის კანონი №93 – სსმ I, №13, 16.07.2008წ., მუხ.105
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
მუხლი 92¹. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი მოთხოვნების დარღვევა
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №421 · ძალაშია 23 იან. 2019-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 5
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
- · გამოქვეყნდა 16 ივლ. 2008
92¹ მუხლის დისპოზიციაში დაემატა ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური, ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი და სასმელი წყლის მიმწოდებელი; 5000 ლარის ჯარიმის ოდენობა უცვლელია.
- · გამოქვეყნდა 3 დეკ. 2007
92¹ მუხლში მოთხოვნების დამდგენი ორგანოს სახელწოდება ახლა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიაა; 5000 ლარიანი ჯარიმა ტექსტში უცვლელია.
- · გამოქვეყნდა 17 იან. 2005
92¹ მუხლში სუბიექტთა წრე გახდა ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის დარგების ლიცენზიატი ან პირდაპირი მომხმარებელი, ხოლო სანქცია — ფიქსირებული 5000 ლარის ჯარიმა მინიმალური ანაზღაურების ოცდაათიდან სამას ოდენობამდე ჯარიმის ნაცვლად.
92¹ მუხლის დისპოზიციაში ელექტროენერგეტიკის დარგის ლიცენზიატებს დაემატა ბუნებრივი გაზის მიწოდების, ტრანსპორტირებისა და განაწილების ლიცენზიატები, მარეგულირებელი ორგანო ენერგეტიკის კომისიად სახელდება, ხოლო ზიანის მიყენების პირობა ამოღებულია.
შემოღებულია ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა: კომისიის მოთხოვნათა შეუსრულებლობა, რამაც ზიანი მიაყენა დარგის სხვა ლიცენზიატს ან მომხმარებელს, ისჯება ჯარიმით შრომის ანაზღაურების ოცდაათიდან სამას მინიმალურ ოდენობამდე.
რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით
სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

