სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

მუხლი 20. მომხმარებლის სასმელი წყლით მომარაგების აღდგენის ხარჯი

რედაქცია №38 კონსოლიდირებული · 27 ნოე. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.წყალმომარაგების ლიცენზიატი უფლებამოსილია მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის გადაუხდელობის, სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების, ასევე უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო ან მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე ქსელიდან ჩახსნილ მომხმარებელს სასმელი წყლით მომარაგების აღდგენისათვის დაარიცხოს წყალმომარაგების ქსელიდან ჩახსნილი მომხმარებლის სასმელი წყლის მიწოდების აღდგენის საფასური.

2.სასმელი წყლით მომარაგების აღდგენის საფასური არ ასახავს ამა თუ იმ მომხმარებლის სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის ზუსტ ღირებულებას და მისი სიდიდე კომისიის მიერ განისაზღვრება პირობითად. მომხმარებლის მიერ გადახდილი ქსელიდან ჩახსნისა და აღდგენისთვის გაწეული ხარჯი, რომელიც მიმწოდებლისთვის წარმოადგენს შემოსავალს, გათვალისწინებულ იქნება წყალმომარაგების ტარიფების გაანგარიშებისას.

3.ქსელიდან ჩახსნისა და აღდგენის ღირებულების დარიცხვა დაუშვებელია, თუ სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტა არ გამომდინარეობს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებებიდან, ხოლო მომხმარებლისათვის სასმელი წყლით მომარაგების უკანონოდ შეწყვეტის ან/და სხვა ფაქტორის გამო არასწორად დარიცხვის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეასწოროს დარიცხვის მონაცემები, მოახდინოს გადაანგარიშება და უფასოდ აღადგინოს მომხმარებლის სასმელი წყლით მომარაგება.

4.მომხმარებლისთვის სასმელი წყლის მიწოდების აღდგენის საფასური დღგ-ის ჩათვლით განისაზღვრება 2 ლარის ოდენობით. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 22 ივლისის №11 დადგენილება - სსმ III, №91, 27.07.2010 წ., მუხ.1344 საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 2 აგვისტოს დადგენილება №18 - ვებგვერდი, 09.08.2018 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 27 ივნისის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 28.06.2019 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 30 სექტემბრის დადგენილება №40 - ვებგვერდი, 04.10.2021 წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. წყალმომარაგების ლიცენზიატი უფლებამოსილია მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის გადაუხდელობის, სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების, ასევე უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო ან მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე ქსელიდან ჩახსნილ მომხმარებელს სასმელი წყლით მომარაგების აღდგენისათვის დაარიცხოს წყალმომარაგების ქსელიდან ჩახსნილი მომხმარებლის სასმელი წყლის მიწოდების აღდგენის საფასური. 2. სასმელი წყლით მომარაგების აღდგენის საფასური არ ასახავს ამა თუ იმ მომხმარებლის სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის ზუსტ ღირებულებას და მისი სიდიდე კომისიის მიერ განისაზღვრება პირობითად. მომხმარებლის მიერ გადახდილი ქსელიდან ჩახსნისა და აღდგენისთვის გაწეული ხარჯი, რომელიც მიმწოდებლისთვის წარმოადგენს შემოსავალს, გათვალისწინებულ იქნება წყალმომარაგების ტარიფების გაანგარიშებისას. 3. ქსელიდან ჩახსნისა და აღდგენის ღირებულების დარიცხვა დაუშვებელია, თუ სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტა არ გამომდინარეობს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებებიდან, ხოლო მომხმარებლისათვის სასმელი წყლით მომარაგების უკანონოდ შეწყვეტის ან/და სხვა ფაქტორის გამო არასწორად დარიცხვის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეასწოროს დარიცხვის მონაცემები, მოახდინოს გადაანგარიშება და უფასოდ აღადგინოს მომხმარებლის სასმელი წყლით მომარაგება. 4. მომხმარებლისთვის სასმელი წყლის მიწოდების აღდგენის საფასური დღგ-ის ჩათვლით განისაზღვრება 2 ლარის ოდენობით. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 22 ივლისის №11 დადგენილება - სსმ III, №91, 27.07.2010 წ., მუხ.1344 საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 2 აგვისტოს დადგენილება №18 - ვებგვერდი, 09.08.2018 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 27 ივნისის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 28.06.2019 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 30 სექტემბრის დადგენილება №40 - ვებგვერდი, 04.10.2021 წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №31 · ძალაშია 1 ნოე. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 22

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 29 იან. 2020
  2. · გამოქვეყნდა 24 ივნ. 2019
  3. · გამოქვეყნდა 9 აგვ. 2018
  4. · გამოქვეყნდა 30 აგვ. 2016
  5. მე-20 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატა პირველი წინადადება, რომლის მიხედვით აღდგენის საფასური არ ასახავს კონკრეტული მომხმარებლის შეწყვეტისა და აღდგენის ზუსტ ღირებულებას და მის სიდიდეს კომისია პირობითად განსაზღვრავს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
92¹1497814211352214514616320
მნიშვნელობით ახლოსბუნებრივი გაზის მიწოდე…სასმელი წყლის მიწოდები…ენერგეტიკისა და წყალმო…საქართველოს ადმინისტრა…წყალმომხმარებელთა ორგა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №38 · ბოლოს შემოწმდა