ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 2. კანონის ამოცანები

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ამ კანონის ამოცანებია: ა) სამართლებრივი საფუძვლის შექმნა მომხმარებლისთვის დადგენილი ხარისხის სტანდარტების შესაბამისად, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის უწყვეტი მიწოდებისა და სასმელი წყლით საიმედო მომარაგების უზრუნველსაყოფად; ბ) ელექტროენერგეტიკული, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სისტემების უსაფრთხო, საიმედო და ეფექტიანი ოპერირებისა და დაკავშირებული მომსახურების გაწევის უზრუნველყოფა სისტემებით მოსარგებლე ყველა პირისთვის; გ) რეგულირებული საწარმოების უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრა ამ კანონით დადგენილი პირობების შესაბამისად და კომისიის უფლება-მოვალეობების დადგენა, აგრეთვე რეგულირებული საწარმოების ერთმანეთთან, კომისიასთან და სხვა სახელმწიფო უწყებებთან ორმხრივი ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა; დ) ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც ხელს შეუწყობს კონკურენტუნარიანობის, გამჭვირვალობისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპებზე დაყრდნობით ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის ბაზრების სრულად გახსნას ელექტროენერგიითა და ბუნებრივი გაზით თავისუფლად ვაჭრობის მიზნით; ე) ერთიანი წესების დადგენა საქართველოს ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის ბაზრების ორგანიზებისა და ფუნქციონირებისთვის, მათი შემდგომი განვითარების ჩათვლით, მომავალში ენერგეტიკული გაერთიანების ქვეყნებთან ურთიერთდაკავშირების შემთხვევაში, ევროპის მასშტაბით ინტეგრაციის გათვალისწინებით; ვ) ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებში საჯარო მომსახურების ვალდებულებების განხორციელების პირობების განსაზღვრა და საბოლოო მომხმარებლების ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა; ზ) გადამცემი სისტემის ოპერატორებისა და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების განცალკევების რეგულირება და მონიტორინგი, მათი სხვა ენერგეტიკული საქმიანობისგან და მათთან დაკავშირებული კომერციული ინტერესებისგან დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა ამ კანონით დადგენილი წესით; თ) ელექტროენერგეტიკულ და ბუნებრივი გაზის სისტემებში, მათ შორის, მეზობელ სისტემებთან ურთიერთდამაკავშირებლებში, მიწოდების უსაფრთხოების გაზრდის საშუალებებში, აგრეთვე წყალმომარაგების სისტემებში ინვესტიციების განსახორციელებლად სათანადო პირობების შექმნა; ი) სამართლებრივი საფუძვლის შექმნა სისტემისა და ბაზრის ოპერატორების, კომისიისა და სხვა სახელმწიფო უწყებების რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობისა და კომპეტენტურ ეროვნულ ორგანოებს, სახელმწიფო ინსტიტუტებსა და სხვა საჯარო დაწესებულებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობისთვის. თავი II. ტერმინთა განმარტება და გამოყენება

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 17 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3111211128132112
მნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…განახლებადი წყაროებიდა…ნავთობისა და გაზის შეს…წყალმომხმარებელთა ორგა…ენერგოეტიკეტირების შეს…ბუნებრივი გაზის მიწოდე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა