1.2024 წლის 1 იანვრამდე ამ კანონით განსაზღვრული გამწვევი კომისიის უფლებებს ახორციელებს და მის მოვალეობებს ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილი მუნიციპალიტეტის გამწვევი კომისია, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამწვევი კომისია.
2.პირი, რომელმაც უნდა გაიაროს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური და რომელსაც შესაბამისი ვალდებულების არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის ფორმით მოსახდელად აქვს ამ კანონით გათვალისწინებული დასაბუთებული მიზეზი, ვალდებულია 2024 წლის 1 იანვრამდე წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ დოკუმენტის მიღებიდან 10 დღის ვადაში სათანადო განცხადებით მიმართოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილ მუნიციპალიტეტის გამწვევ კომისიას, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამწვევ კომისიას.
3.პირი, რომელიც 2024 წლის 1 იანვრამდე განთავისუფლდა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურიდან, ვალდებულია დადგენილი ვადის გასვლიდან 5 დღეში გამოცხადდეს შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერიაში, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში აღრიცხვაზე დასადგომად.
4.2025 წლის 1 იანვრამდე არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ვადა 12 თვეა.
5.პირი, რომელსაც ამ მუხლის ამოქმედების მომენტისთვის არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური გავლილი აქვს 12 თვის ვადით, დათხოვნილი იქნება არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურიდან და ჩაირიცხება არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის რეზერვში. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3502 – ვებგვერდი, 12.10.2023წ. თავი IV. დასკვნითი დებულებანი
