Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკათავდაცვის კოდექსიმუხლი 178

თავდაცვის კოდექსი

მუხლი 178. სამხედრო სამსახური გარდამავალ პერიოდში

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 13 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011121314151617181920

1.2025 წლის 1 იანვრამდე წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადაა 12 თვე.

2.პირი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, საქართველოს დაზვერვის სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გასავლელად (მათ შორის, საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სახით) მიიღება 2025 წლის 1 იანვრამდე.

3.ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ უწყებაში 2025 წლის 1 იანვრამდე დანიშნულ/ჩარიცხულ წვევამდელს 4 წლის განმავლობაში უწყვეტი სამსახური ჩაეთვლება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლად.

4.ამ მუხლის პირველი ნაწილით ან/და მე-3 ნაწილით განსაზღვრული სამსახურის ვადის გასვლის შემდეგ პირს, რომელსაც მინიჭებული არ აქვს სამხედრო წოდება, შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის ბრძანებით მიენიჭება რიგითის სამხედრო წოდება და ჩაირიცხება თავდაცვის ძალების რეზერვში.

5.2025 წლის 1 იანვრამდე წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 12 თვის ვადით გაწვეულმა პირმა აღნიშნული სამსახური უნდა დაასრულოს აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ. ამასთანავე, პირი წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს გადის იმ უწყებაში, სადაც იგი იქნა გაწვეული, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირი წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გასავლელად სხვა უწყებაში იქნა გადაყვანილი.

6.2025 წლის 1 იანვრამდე წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისთვის შესაბამისი უწყების მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

7.ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ უწყებაში წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის წესი მტკიცდება შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის ნორმატიული აქტით. აღნიშნული საკითხი სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში წესრიგდება აგრეთვე „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით.

8.ამ კოდექსის 83-ე მუხლის მოქმედება არ ვრცელდება ამ კოდექსის ამოქმედებამდე ფაქტობრივ სამხედრო წოდებაზე დაბალი საშტატო კატეგორიის თანამდებობაზე დანიშნულ, აღნიშნული ფაქტობრივი წოდების შესაბამისი განათლების, უნარების ან/და გამოცდილების არმქონე სამხედრო მოსამსახურეზე.

9.ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ ზოგიერთი სამხედრო მოსამსახურისთვის მორიგი სამხედრო წოდების მინიჭება, მაგრამ არაუმეტეს ერთი საფეხურისა, განხორციელდეს ამ მუხლის მე-10 ნაწილით განსაზღვრული ვადის დაცვით, ხოლო შემდგომი მორიგი სამხედრო წოდების მინიჭება − ამ კოდექსის 44-ე მუხლის შესაბამისად.

10.ამ მუხლის მე-9 ნაწილიდან გამომდინარე, მორიგი სამხედრო წოდების მისანიჭებლად დადგენილია სამხედრო სამსახურის შემდეგი ვადა: ა) უმცროსი სერჟანტიდან სერჟანტამდე − 2 წელი; ბ) სერჟანტიდან უფროს სერჟანტამდე − 3 წელი; გ) კაპიტნიდან მაიორამდე − 3 წელი; დ) მაიორიდან ვიცე-პოლკოვნიკამდე − 4 წელი; ე) ვიცე-პოლკოვნიკიდან პოლკოვნიკამდე − 5 წელი.

11.პირს, რომელსაც მინიჭებული აქვს სამხედრო წოდება და სამხედრო სამსახურს გადის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, საქართველოს დაზვერვის სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ან სხვა შესაბამის უწყებაში, შეუძლია ამ კოდექსით გათვალისწინებული მორიგი სამხედრო წოდების მისანიჭებლად დადგენილი ვადისა და შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული სპეციალური კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით იმსახუროს სამხედრო სამსახურში არაუგვიანეს 2025 წლის 1 იანვრისა.

12.2025 წლის 1 იანვრის შემდეგ ამ მუხლის მე-11 ნაწილით განსაზღვრულ უწყებაში არსებული სამხედრო წოდებები აღნიშნული უწყების ხელმძღვანელის ბრძანებით გაუთანაბრდეს შესაბამის სახელმწიფო სპეციალურ წოდებებს.

13.სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ პირს, რომელიც ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვში ჩაირიცხება, მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვში ყოფნის ვადაში ჩაეთვლება სამხედრო სამსახურიდან დათხოვნიდან აღნიშნულ რეზერვში ჩარიცხვამდე პერიოდი.

14.2025 წლის 1 იანვრამდე წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ჩარიცხულ სამხედრო მოსამსახურეს საწყისი საბრძოლო მომზადების დასრულების შემდეგ, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში, სურვილის შემთხვევაში ეძლევა ანაზღაურებადი შვებულება არაუმეტეს 15 კალენდარული დღისა და ოჯახური პირობების გამო შვებულება 10 კალენდარული დღის ოდენობით.

15.2025 წლის 1 იანვრამდე, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, შესაბამისი უწყების ხელმძღვანელმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება სამხედრო მოსამსახურის შესაბამისი ფუნქციის/გვარეობის თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ. ამ გადაწყვეტილების შესრულება აღნიშნული სამხედრო მოსამსახურისთვის სავალდებულოა. სამხედრო მოსამსახურის თანამდებობრივი გადაადგილების წესს/სხვა შემთხვევებს განსაზღვრავს აღნიშნული უწყების ხელმძღვანელი.

16.სამხედრო მოსამსახურე, რომელიც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს გადის საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სახით, თავისი ინიციატივით, თვითნებურად ან ბრალეულობით 2025 წლის 1 იანვრამდე კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში ჩაირიცხება თავდაცვის ძალების რეზერვში, თუ კონტრაქტის შეწყვეტის მომენტისთვის მან იმსახურა 12 თვე.

17.ამ კოდექსის 35-ე მუხლის მე-5−მე-9 ნაწილების მოქმედება ვრცელდება აგრეთვე ამ კოდექსის 35-ე მუხლის ამოქმედებამდე სამინისტროსთან სამხედრო სამსახურის გავლის მიზნით გაფორმებული კონტრაქტის დარღვევის გამო აღნიშნული კონტრაქტით, აგრეთვე „სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების XVIII თავით განსაზღვრულ ფინანსურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე.

18.ამ კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება იმ პირზე, რომელიც აღნიშნული ქვეპუნქტის შესაბამისად წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით ვერ სარგებლობს სრულად დისტანციური სწავლების ფორმით უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გამო, არ ვრცელდება, თუ მან სტუდენტის სტატუსი 2024 წლის 1 იანვრამდე მოიპოვა.

19.(ამოღებულია - 13.05.2026, №1555).

20.2025 წელს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 11 თვის ვადით გაწვეულ და ჩარიცხულ პირს, რომელიც ამ სამსახურს სრულად დაასრულებს, სამინისტროს ასიგნებებიდან შეიძლება დაუფინანსდეს საქართველოს ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მხოლოდ ერთ − ბაკალავრიატის, მაგისტრატურის/რეზიდენტურის, დოქტორანტურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მის მიერ გადასახდელი სწავლის საფასური არაუმეტეს 2 250 ლარის ოდენობით (გადასახადებისა და საპენსიო შენატანის გარეშე), რომელიც სემესტრების მიხედვით გადანაწილდება (წელიწადში ორჯერ გადაიხდება). საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3815 – ვებგვერდი, 19.12.2023წ. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025წ. საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1202 – ვებგვერდი, 16.12.2025წ. საქართველოს 2026 წლის 13 მაისის კანონი №1555 – ვებგვერდი, 14.05.2026წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. 2025 წლის 1 იანვრამდე წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადაა 12 თვე. 2. პირი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, საქართველოს დაზვერვის სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გასავლელად (მათ შორის, საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სახით) მიიღება 2025 წლის 1 იანვრამდე. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ უწყებაში 2025 წლის 1 იანვრამდე დანიშნულ/ჩარიცხულ წვევამდელს 4 წლის განმავლობაში უწყვეტი სამსახური ჩაეთვლება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლად. 4. ამ მუხლის პირველი ნაწილით ან/და მე-3 ნაწილით განსაზღვრული სამსახურის ვადის გასვლის შემდეგ პირს, რომელსაც მინიჭებული არ აქვს სამხედრო წოდება, შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის ბრძანებით მიენიჭება რიგითის სამხედრო წოდება და ჩაირიცხება თავდაცვის ძალების რეზერვში. 5. 2025 წლის 1 იანვრამდე წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 12 თვის ვადით გაწვეულმა პირმა აღნიშნული სამსახური უნდა დაასრულოს აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ. ამასთანავე, პირი წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს გადის იმ უწყებაში, სადაც იგი იქნა გაწვეული, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირი წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გასავლელად სხვა უწყებაში იქნა გადაყვანილი. 6. 2025 წლის 1 იანვრამდე წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისთვის შესაბამისი უწყების მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 7. ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ უწყებაში წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის წესი მტკიცდება შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის ნორმატიული აქტით. აღნიშნული საკითხი სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში წესრიგდება აგრეთვე „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით. 8. ამ კოდექსის 83-ე მუხლის მოქმედება არ ვრცელდება ამ კოდექსის ამოქმედებამდე ფაქტობრივ სამხედრო წოდებაზე დაბალი საშტატო კატეგორიის თანამდებობაზე დანიშნულ, აღნიშნული ფაქტობრივი წოდების შესაბამისი განათლების, უნარების ან/და გამოცდილების არმქონე სამხედრო მოსამსახურეზე. 9. ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ ზოგიერთი სამხედრო მოსამსახურისთვის მორიგი სამხედრო წოდების მინიჭება, მაგრამ არაუმეტეს ერთი საფეხურისა, განხორციელდეს ამ მუხლის მე-10 ნაწილით განსაზღვრული ვადის დაცვით, ხოლო შემდგომი მორიგი სამხედრო წოდების მინიჭება − ამ კოდექსის 44-ე მუხლის შესაბამისად. 10. ამ მუხლის მე-9 ნაწილიდან გამომდინარე, მორიგი სამხედრო წოდების მისანიჭებლად დადგენილია სამხედრო სამსახურის შემდეგი ვადა: ა) უმცროსი სერჟანტიდან სერჟანტამდე − 2 წელი; ბ) სერჟანტიდან უფროს სერჟანტამდე − 3 წელი; გ) კაპიტნიდან მაიორამდე − 3 წელი; დ) მაიორიდან ვიცე-პოლკოვნიკამდე − 4 წელი; ე) ვიცე-პოლკოვნიკიდან პოლკოვნიკამდე − 5 წელი. 11. პირს, რომელსაც მინიჭებული აქვს სამხედრო წოდება და სამხედრო სამსახურს გადის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, საქართველოს დაზვერვის სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ან სხვა შესაბამის უწყებაში, შეუძლია ამ კოდექსით გათვალისწინებული მორიგი სამხედრო წოდების მისანიჭებლად დადგენილი ვადისა და შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული სპეციალური კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით იმსახუროს სამხედრო სამსახურში არაუგვიანეს 2025 წლის 1 იანვრისა. 12. 2025 წლის 1 იანვრის შემდეგ ამ მუხლის მე-11 ნაწილით განსაზღვრულ უწყებაში არსებული სამხედრო წოდებები აღნიშნული უწყების ხელმძღვანელის ბრძანებით გაუთანაბრდეს შესაბამის სახელმწიფო სპეციალურ წოდებებს. 13. სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ პირს, რომელიც ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვში ჩაირიცხება, მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვში ყოფნის ვადაში ჩაეთვლება სამხედრო სამსახურიდან დათხოვნიდან აღნიშნულ რეზერვში ჩარიცხვამდე პერიოდი. 14. 2025 წლის 1 იანვრამდე წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ჩარიცხულ სამხედრო მოსამსახურეს საწყისი საბრძოლო მომზადების დასრულების შემდეგ, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში, სურვილის შემთხვევაში ეძლევა ანაზღაურებადი შვებულება არაუმეტეს 15 კალენდარული დღისა და ოჯახური პირობების გამო შვებულება 10 კალენდარული დღის ოდენობით. 15. 2025 წლის 1 იანვრამდე, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, შესაბამისი უწყების ხელმძღვანელმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება სამხედრო მოსამსახურის შესაბამისი ფუნქციის/გვარეობის თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ. ამ გადაწყვეტილების შესრულება აღნიშნული სამხედრო მოსამსახურისთვის სავალდებულოა. სამხედრო მოსამსახურის თანამდებობრივი გადაადგილების წესს/სხვა შემთხვევებს განსაზღვრავს აღნიშნული უწყების ხელმძღვანელი. 16. სამხედრო მოსამსახურე, რომელიც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს გადის საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სახით, თავისი ინიციატივით, თვითნებურად ან ბრალეულობით 2025 წლის 1 იანვრამდე კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში ჩაირიცხება თავდაცვის ძალების რეზერვში, თუ კონტრაქტის შეწყვეტის მომენტისთვის მან იმსახურა 12 თვე. 17. ამ კოდექსის 35-ე მუხლის მე-5−მე-9 ნაწილების მოქმედება ვრცელდება აგრეთვე ამ კოდექსის 35-ე მუხლის ამოქმედებამდე სამინისტროსთან სამხედრო სამსახურის გავლის მიზნით გაფორმებული კონტრაქტის დარღვევის გამო აღნიშნული კონტრაქტით, აგრეთვე „სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების XVIII თავით განსაზღვრულ ფინანსურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე. 18. ამ კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება იმ პირზე, რომელიც აღნიშნული ქვეპუნქტის შესაბამისად წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით ვერ სარგებლობს სრულად დისტანციური სწავლების ფორმით უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გამო, არ ვრცელდება, თუ მან სტუდენტის სტატუსი 2024 წლის 1 იანვრამდე მოიპოვა. 19. პირი, რომელმაც 2025 წლის 1 იანვრამდე დაასრულა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შემთხვევაში უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ აირჩიოს და გაიაროს ამ კოდექსის 41-ე მუხლით განსაზღვრული სამხედრო მომზადების პროგრამები ან ამავე კოდექსის 72-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის სახეებიდან (ვადებიდან) ერთ-ერთი. ამასთანავე, აღნიშნული პირის მიერ ამ კოდექსის 41-ე მუხლით განსაზღვრული სამხედრო მომზადების პროგრამების გავლის შემთხვევაში მასზე გავრცელდეს სამხედრო მოსამსახურისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული(ამოღებულია პასუხისმგებლობის- მარეგულირებელი13.05.2026, ნორმები.№1555). 20. 2025 წელს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 11 თვის ვადით გაწვეულ და ჩარიცხულ პირს, რომელიც ამ სამსახურს სრულად დაასრულებს, სამინისტროს ასიგნებებიდან შეიძლება დაუფინანსდეს საქართველოს ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მხოლოდ ერთ − ბაკალავრიატის, მაგისტრატურის/რეზიდენტურის, დოქტორანტურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მის მიერ გადასახდელი სწავლის საფასური არაუმეტეს 2 250 ლარის ოდენობით (გადასახადებისა და საპენსიო შენატანის გარეშე), რომელიც სემესტრების მიხედვით გადანაწილდება (წელიწადში ორჯერ გადაიხდება). საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3815 – ვებგვერდი, 19.12.2023წ. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025წ. საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1202 – ვებგვერდი, 16.12.2025წ. საქართველოს 2026 წლის 13 მაისის კანონი №1555 – ვებგვერდი, 14.05.2026წ.
რედაქციების შედარება

1. 2025 წლის 1 იანვრამდე წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადაა 12 თვე. 2. პირი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, საქართველოს დაზვერვის სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გასავლელად (მათ შორის, საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სახით) მიიღება 2025 წლის 1 იანვრამდე. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ უწყებაში 2025 წლის 1 იანვრამდე დანიშნულ/ჩარიცხულ წვევამდელს 4 წლის განმავლობაში უწყვეტი სამსახური ჩაეთვლება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლად. 4. ამ მუხლის პირველი ნაწილით ან/და მე-3 ნაწილით განსაზღვრული სამსახურის ვადის გასვლის შემდეგ პირს, რომელსაც მინიჭებული არ აქვს სამხედრო წოდება, შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის ბრძანებით მიენიჭება რიგითის სამხედრო წოდება და ჩაირიცხება თავდაცვის ძალების რეზერვში. 5. 2025 წლის 1 იანვრამდე წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 12 თვის ვადით გაწვეულმა პირმა აღნიშნული სამსახური უნდა დაასრულოს აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ. ამასთანავე, პირი წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს გადის იმ უწყებაში, სადაც იგი იქნა გაწვეული, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირი წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გასავლელად სხვა უწყებაში იქნა გადაყვანილი. 6. 2025 წლის 1 იანვრამდე წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისთვის შესაბამისი უწყების მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 7. ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ უწყებაში წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის წესი მტკიცდება შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის ნორმატიული აქტით. აღნიშნული საკითხი სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში წესრიგდება აგრეთვე „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით. 8. ამ კოდექსის 83-ე მუხლის მოქმედება არ ვრცელდება ამ კოდექსის ამოქმედებამდე ფაქტობრივ სამხედრო წოდებაზე დაბალი საშტატო კატეგორიის თანამდებობაზე დანიშნულ, აღნიშნული ფაქტობრივი წოდების შესაბამისი განათლების, უნარების ან/და გამოცდილების არმქონე სამხედრო მოსამსახურეზე. 9. ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ ზოგიერთი სამხედრო მოსამსახურისთვის მორიგი სამხედრო წოდების მინიჭება, მაგრამ არაუმეტეს ერთი საფეხურისა, განხორციელდეს ამ მუხლის მე-10 ნაწილით განსაზღვრული ვადის დაცვით, ხოლო შემდგომი მორიგი სამხედრო წოდების მინიჭება − ამ კოდექსის 44-ე მუხლის შესაბამისად. 10. ამ მუხლის მე-9 ნაწილიდანგარდამავალ გამომდინარე,პერიოდში მორიგი სამხედრო წოდების მისანიჭებლად დადგენილია სამხედრო სამსახურის შემდეგი ვადა: ა) უმცროსიI სერჟანტიდანკლასის სერჟანტამდერიგითიდან კაპრალამდე ან კაპრალ-სპეციალისტამდე − 2 წელი; ბ) სერჟანტიდანუმცროსი უფროსსერჟანტიდან სერჟანტამდე − 32 წელი; გ) კაპიტნიდანუფროსი მაიორამდესერჟანტიდან მასტერ-სერჟანტამდე − 35 წელი; დ) მაიორიდანუფროსი ვიცე-პოლკოვნიკამდელეიტენანტიდან კაპიტნამდე − 4 წელი; ე) ვიცე-პოლკოვნიკიდან პოლკოვნიკამდე − 5 წელი. 11. პირს, რომელსაც მინიჭებული აქვს სამხედრო წოდება და სამხედრო სამსახურს გადის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, საქართველოს დაზვერვის სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ან სხვა შესაბამის უწყებაში, შეუძლია ამ კოდექსით გათვალისწინებული მორიგი სამხედრო წოდების მისანიჭებლად დადგენილი ვადისა და შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული სპეციალური კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით იმსახუროს სამხედრო სამსახურში არაუგვიანეს 2025 წლის 1 იანვრისა. 12. 2025 წლის 1 იანვრის შემდეგ ამ მუხლის მე-11 ნაწილით განსაზღვრულ უწყებაში არსებული სამხედრო წოდებები აღნიშნული უწყების ხელმძღვანელის ბრძანებით გაუთანაბრდეს შესაბამის სახელმწიფო სპეციალურ წოდებებს. 13. სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ პირს, რომელიც ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვში ჩაირიცხება, მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვში ყოფნის ვადაში ჩაეთვლება სამხედრო სამსახურიდან დათხოვნიდან აღნიშნულ რეზერვში ჩარიცხვამდე პერიოდი. 14. 2025 წლის 1 იანვრამდე წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეს საწყისი საბრძოლო მომზადების დასრულების შემდეგ, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში, სურვილის შემთხვევაში ეძლევა ანაზღაურებადი შვებულება არაუმეტეს 15 კალენდარული დღისა და ოჯახური პირობების გამო შვებულება 10 კალენდარული დღის ოდენობით. 15. 2025 წლის 1 იანვრამდე, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, შესაბამისი უწყების ხელმძღვანელმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება სამხედრო მოსამსახურის შესაბამისი ფუნქციის/გვარეობის თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ. ამ გადაწყვეტილების შესრულება აღნიშნული სამხედრო მოსამსახურისთვის სავალდებულოა. სამხედრო მოსამსახურის თანამდებობრივი გადაადგილების წესს/სხვა შემთხვევებს განსაზღვრავს აღნიშნული უწყების ხელმძღვანელი. 16. სამხედრო მოსამსახურე, რომელიც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს გადის საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სახით, თავისი ინიციატივით, თვითნებურად ან ბრალეულობით 2025 წლის 1 იანვრამდე კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში ჩაირიცხება თავდაცვის ძალების რეზერვში, თუ კონტრაქტის შეწყვეტის მომენტისთვის მან იმსახურა 12 თვე. 17. ამ კოდექსის 35-ე მუხლის მე-5−მე-9 ნაწილების მოქმედება ვრცელდება აგრეთვე ამ კოდექსის 35-ე მუხლის ამოქმედებამდე სამინისტროსთან სამხედრო სამსახურის გავლის მიზნით გაფორმებული კონტრაქტის დარღვევის გამო აღნიშნული კონტრაქტით, აგრეთვე „სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების XVIII თავით განსაზღვრულ ფინანსურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე. [ 18. ამ კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება იმ პირზე, რომელიც აღნიშნული ქვეპუნქტის შესაბამისად წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით ვერ სარგებლობს სრულად დისტანციური სწავლების ფორმით უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გამო, არ ვრცელდება, თუ მან სტუდენტის სტატუსი 2024 წლის 1 იანვრამდე მოიპოვა. 19. პირი, რომელმაც 2025 წლის 1 იანვრამდე დაასრულა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შემთხვევაში უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ აირჩიოს და გაიაროს ამ კოდექსის 41-ე მუხლით განსაზღვრული სამხედრო მომზადების პროგრამები ან ამავე კოდექსის 72-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის სახეებიდან (ვადებიდან) ერთ-ერთი. ამასთანავე, აღნიშნული პირის მიერ ამ კოდექსის 41-ე მუხლით განსაზღვრული სამხედრო მომზადების პროგრამების გავლის შემთხვევაში მასზე გავრცელდეს სამხედრო მოსამსახურისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის მარეგულირებელი ნორმები. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)] საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3815 – ვებგვერდი, 19.12.2023წ.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 სექ. 2026· გამოქვეყნდა 14 მაი. 2026
  2. 16 დეკ. 2025
  3. 26 ივნ. 2025
  4. 1 იან. 2025· გამოქვეყნდა 19 დეკ. 2023
წინა მუხლი 177შემდეგი მუხლი 179

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-05-13 · №12

0
ციტირებულია მუხლი
4
ცვლილება
ბოლო 2026-05-14
5
რედაქცია
4
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 35მუხლი 44მუხლი 65მუხლი 83

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

თავდაცვის კოდექსი

  • 72წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის პირობები
  • 62წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევი პირის ასაკი
  • 65წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადება

საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ

  • 30¹სამხედრო სამსახური გარდამავალ პერიოდში

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

  • 23²წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური გარდამავალ პერიოდში

სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ

  • 10¹საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის წესი
  • 32სამხედრო სამსახურის ვადები
  • 10²სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში სამხედრო სავალდებულო სამსახურის და საკონტრაქტო სამსახურის მოხდის წესი

პენიტენციური კოდექსი

  • 145სამსახურში სამხედრო სამსახურის გავლის დროებითი წესი

არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ

  • 18⁴არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხები გარდამავალ პერიოდში
  • 7განცხადება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურით შეცვლის შესახებ
  • 17არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურიდან ვადამდე დათხოვნა ან სამსახურის ვადამდე შეწყვეტა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
18⁴71710¹3210²23²30¹653544837262145178
მითითებამნიშვნელობით ახლოსთავდაცვის კოდექსისაქართველოს დაზვერვის …სახელმწიფო დაცვის სპეც…სამხედრო ვალდებულებისა…პენიტენციური კოდექსიარასამხედრო ალტერნატიუ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 13 მაი. 2026