არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ

მუხლი 10. სახელმწიფო კომისია

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 1 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ვახტანგ ბარამაშვილი

1.სახელმწიფო კომისია: ა) პირის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით გამოიტანს დასკვნას; ბ) უზრუნველყოფს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გასავლელად პირთა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ სამუშაო ადგილებზე განაწილებას; გ) იხილავს პირის განცხადებასა და საჩივარს; დ) იღებს გადაწყვეტილებას პირის მიერ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ადგილის ცვლილების საკითხზე; ე) იმ პირის განცხადების საფუძველზე, რომელიც გადის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს, იღებს ამ სამსახურის ვადამდე შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას, რომელიც ფორმდება შესაბამისი მინისტრის ბრძანებით.

2.სახელმწიფო კომისიას უფლება აქვს, ამ კანონით განსაზღვრულ სპეციალიზებულ სფეროებსა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ სამუშაო ადგილებზე არსებულ შესაბამის სუბიექტებს შესთავაზოს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გასავლელად შერჩეულ პირთა კანდიდატურები.

3.შესაბამისი სუბიექტები სახელმწიფო კომისიას ყოველწლიურად აწვდიან სათანადო მონაცემებს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გასავლელად თავისუფალი სამუშაო ადგილების რაოდენობის შესახებ. საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4962 - ვებგვერდი, 06.07.2011წ. საქართველოს 2014 წლის 29 ივლისის კანონი №2557 - ვებგვერდი, 08.08.2014წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3502 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №13 · ძალაშია 1 იან. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 18 დეკ. 2000 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
356¹10¹123843 (და…411315 (დ…401055810
მნიშვნელობით ახლოსარასამხედრო ალტერნატიუ…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს პარლამენტი…თავდაცვის კოდექსიშრომითი მოვალეობის შეს…საქართველოს შრომის კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა