საჯარო სამსახურის შესახებ

მუხლი 1. საჯარო სამსახურისა და სახელმწიფო თანამდებობის ცნება

რედაქცია №111კონსოლიდირებული · 21 ივლ. 2017

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საჯარო სამსახური (შემდგომ – სამსახური) არის საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში.

2.სახელმწიფო თანამდებობა არის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც განსაზღვრავს მოქალაქის ადგილსა და სოციალურ-შრომით როლს საჯარო სამსახურის სისტემაში, მის უფლებებსა და მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.

3.სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობა არის საქართველოს კონსტიტუციით , აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუციებით გათვალისწინებული ის სახელმწიფო თანამდებობა, რომელიც პოლიტიკურია და არჩევის ან დანიშვნის წესი განისაზღვრება შესაბამისად საქართველოს კონსტიტუციით, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუციებით. სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირებს წარმოადგენენ: ა) საქართველოს პრეზიდენტი; ბ) საქართველოს პარლამენტის წევრი; გ ) საქართველოს პრემიერ - მინისტრი და საქართველოს მთავრობის სხვა წევრი ; დ) აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი; ე ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა ხელმძღვანელები .

4.სახელმწიფო თანამდებობაზე საქმიანობად ითვლება შრომითი ურთიერთობა არჩევით ან დანიშვნით თანამდებობაზე იმ დაწესებულებაში, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას, სახელმწიფო ზედამხედველობას და კონტროლს, აგრეთვე სახელმწიფო თავდაცვას. საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2945-სსმI, №15, 16.05.2006წ., მუხ.98 საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის კანონი №3653-სსმI, №44, 27.11.2006წ., მუხ.301

საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა

კონსტიტუციურობის სტატუსი და პრაქტიკა

11

საკონსტიტუციო სასამართლომ ამ მუხლის ნორმა ან ნორმატიული შინაარსი არაკონსტიტუციურად ცნო

  • №1/3/30123.03.2003გადაწყვეტილება(2, 1)
    ტექსტი ძალადაკარგულია
    ძალის დაკარგვის თარიღი: 23.03.2003§19§31§32§20
  • №1/6/58712.09.2014განჩინება(2)
    პროცესუალური / დასაშვებობა

    საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

  • №1/5/58612.09.2014განჩინება(2)
    პროცესუალური / დასაშვებობა

    საქართველოს მოქალაქე ნინო ხუციშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

  • №1/8/59012.09.2014განჩინება(2)
    პროცესუალური / დასაშვებობა

    საქართველოს მოქალაქეები - ბესიკ ქარდავა, ია სტურუა და ნანა დოლენჯაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

  • №1/4/58212.09.2014განჩინება(2)
    პროცესუალური / დასაშვებობა

    საქართველოს მოქალაქეები მალხაზ კუნელაური, გიორგი კვირიკაშვილი, მარიამ ცენტერაძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

  • №1/7/58912.09.2014განჩინება(2)
    პროცესუალური / დასაშვებობა

    საქართველოს მოქალაქე ლაშა კუჭავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

ყველა 11 გადაწყვეტილების ნახვა (+5)
  • №3/2/60204.07.2014განჩინება(2)
    პროცესუალური / დასაშვებობა

    საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, ზურაბ ჩილინგარაშვილი და სხვები, სულ 35 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

  • 60218.06.2014კონსტიტუციური სარჩელი
    პროცესუალური / დასაშვებობა
  • 58707.04.2014კონსტიტუციური სარჩელი(2)
    პროცესუალური / დასაშვებობა
  • 58604.04.2014კონსტიტუციური სარჩელი
    პროცესუალური / დასაშვებობა
  • №1/2/301,30312.10.2004საოქმო ჩანაწერი(2)
    პროცესუალური / დასაშვებობა

    „(1) საქართველოს მოქალაქეების - დავით სილაგაძის, ლიანა დარსანიას და ეკატერინე წოწონავას 301-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი და (2) საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთინების 303-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

სამოქალაქო საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 7

ყველა გადაწყვეტილება
  • №ას-43-328-082008-06-3030
    კრებულისაკასაციო არსებითი (T2)

    გამორიცხავდა თუ არა შრომითი კომპენსაციის მარეგულირებელი ნორმის დროებითი შეჩერება გათავისუფლებული მუშაკის კომპენსაციის მიღების უფლებას?

    მოსარჩელეები მოითხოვდნენ რეორგანიზაციის გამო სამუშაოდან გათავისუფლებისას გასასვლელ დახმარებასა და შრომით მოწყობამდე ორი თვის ხელფასს. დავა შეეხებოდა იმას, გამორიცხავდა თუ არა მოთხოვნის წარმოშობას შესაბამისი ნორმების მოქმედების დროებითი შეჩერება. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ შეჩერება არ აუქმებდა ნორმით აღიარებულ უფლებას და მხოლოდ მისი რეალიზაცია გადაავადა. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სსსკ 410-ის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს განჩინება უცვლელად დარჩა.

  • №ას-506-742-082008-10-2029
    არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    სამოქალაქო თუ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება საჯარო მოხელის გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის კანონიერებაზე დავა?

    მოსარჩელე ითხოვდა სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების შეცვლასა და სამუშაოზე აღდგენას. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ მას ეკავა საჯარო მოხელის თანამდებობა და დავა შეეხებოდა მისი გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის კანონიერებას. ამიტომ დავა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით უნდა განხილულიყო. სასამართლომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, სააპელაციო გადაწყვეტილება გააუქმა და საქმე სსსკ 412-ის საფუძველზე იმავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას ხელახლა განსახილველად დაუბრუნა.

  • №ას-62-346-082008-05-1335
    არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    რომელი სამართალწარმოებით განიხილება სამხედრო მოსამსახურის საჯაროსამსახურებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი სახელფასო დავალიანების მოთხოვნა?

    ნ. ბ-ძემ მოითხოვა სახელფასო დავალიანებისა და სამხედრო ფორმის კომპენსაციის ანაზღაურება. საკასაციო საჩივარი ეხებოდა სახელფასო დავალიანების დაკისრებას, თუმცა უზენაესმა სასამართლომ განსაზღვრა, რომ სამხედრო მოსამსახურის საჯაროსამსახურებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი დავა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით უნდა განხილულიყო. სასამართლომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, გააუქმა სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილება და საქმე სსსკ 412-ის საფუძველზე ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განსახილველად გადასცა. ფინანსთა სამინისტროს სოლიდარული პასუხისმგებლობის საკითხი უზენაეს სასამართლოს არსებითად არ გადაუწყვეტია.

  • №3კ/303-022002-03-1320
    არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    ნიშნავს თუ არა საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი თავისთავად, რომ მის ყველა მუშაკზე საჯარო სამსახურის შესახებ კანონი ვრცელდება?

    დავა შეეხებოდა სამსახურიდან გათავისუფლებული განყოფილების გამგის სამუშაოზე აღდგენას და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი თავისთავად არ ნიშნავს მის მუშაკებზე საჯარო სამსახურის შესახებ კანონის გავრცელებას. სასამართლოს შეფასებით, სადავო შრომით ურთიერთობას შრომის კანონთა კოდექსი არეგულირებდა. საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, სააპელაციო გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე იმავე პალატას ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა.

  • №2542000-12-2021
    საკასაციო არსებითი (T2)

    მიიჩნეოდა თუ არა შვებულებაში ყოფნა საკვალიფიკაციო ატესტაციის გაუვლელობის საპატიო მიზეზად საქმის კონკრეტულ გარემოებებში?

    დ. ჩ-ი მოითხოვდა უზენაესი სასამართლოს წევრის უფლებამოსილების აღდგენასა და უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებული აქტების იურიდიული ძალის არმქონედ ცნობას. დავა შეეხებოდა საკვალიფიკაციო ატესტაციის გაუვლელობის შედეგებსა და შვებულების ან დროებითი შრომისუუნარობის დროს უფლებამოსილების შეწყვეტის წესს. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში შვებულება ატესტაციის გაუვლელობის საპატიო მიზეზი არ იყო და უფლებამოსილების შეწყვეტაზე სპეციალური კანონმდებლობა ვრცელდებოდა. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო განჩინება სსსკ 410-ის საფუძველზე უცვლელად დარჩა.

  • №ას-110-455-072007-05-2822
    კერძო საჩივარი (T4)

    შეიძლება თუ არა ბაჟის გადაუხდელობის გამო სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენა, თუ საჩივრის ავტორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდება?

    დავა ეხებოდა უფლების დამადასტურებელი საბუთის გარეშე მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტის დადგენას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ მესამე პირის საჩივარი სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო განუხილველად დატოვა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ მესამე პირი, როგორც ბიუჯეტიდან დაფინანსებული დაწესებულება, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებოდა და ამ საფუძვლით ხარვეზი არ უნდა დადგენილიყო. კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული განჩინება გაუქმდა და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაბრუნდა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საჯარო სამსახური (შემდგომ – სამსახური) არის საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში. 2. სახელმწიფო თანამდებობა არის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც განსაზღვრავს მოქალაქის ადგილსა და სოციალურ-შრომით როლს საჯარო სამსახურის სისტემაში, მის უფლებებსა და მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. 3. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობა არის საქართველოს კონსტიტუციით , აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუციებით გათვალისწინებული ის სახელმწიფო თანამდებობა, რომელიც პოლიტიკურია და არჩევის ან დანიშვნის წესი განისაზღვრება შესაბამისად საქართველოს კონსტიტუციით, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუციებით. სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირებს წარმოადგენენ: ა) საქართველოს პრეზიდენტი; ბ) საქართველოს პარლამენტის წევრი; გ ) საქართველოს პრემიერ - მინისტრი და საქართველოს მთავრობის სხვა წევრი ; დ) აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი; ე ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა ხელმძღვანელები . 4. სახელმწიფო თანამდებობაზე საქმიანობად ითვლება შრომითი ურთიერთობა არჩევით ან დანიშვნით თანამდებობაზე იმ დაწესებულებაში, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას, სახელმწიფო ზედამხედველობას და კონტროლს, აგრეთვე სახელმწიფო თავდაცვას. საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2945-სსმI, №15, 16.05.2006წ., მუხ.98 საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის კანონი №3653-სსმI, №44, 27.11.2006წ., მუხ.301

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №98 · ძალაშია 23 მარ. 2015-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
24¹25542¹63191242 (და…6 (და…22311
მნიშვნელობით ახლოსსაჯარო სამსახურის შესა…საჯარო დაწესებულებაში …საქართველოს კონსტიტუცი…პროფესიული საჯარო მოხე…ფულის გათეთრებისა და ტ…საქართველოს მთავრობის …