საჯარო სამსახურის შესახებ

მუხლი 79. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები

რედაქცია №111კონსოლიდირებული · 21 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სალომე ოსეფაშვილისალომე კობერიძე

1.იმ თანამდებობის პირმა ან დაწესებულებამ, რომელსაც აქვს მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის უფლება, დისციპლინური გადაცდომისათვის მის მიმართ შეიძლება გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები: ა) შენიშვნა; ბ) გაფრთხილება; გ) არა უმეტეს ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება; დ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან ჩამოშორება ხელფასის გაცემის შეჩერებით – არა უმეტეს ათი სამუშაო დღისა; ე) უფრო დაბალი თანრიგის თანამდებობრივ სარგოზე გადაყვანა – არა უმეტეს ერთი წლისა; ვ) სამსახურიდან განთავისუფლება ამ კანონის საფუძველზე.

2.ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობის მხოლოდ ერთი ზომა.

საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა

კონსტიტუციურობის სტატუსი და პრაქტიკა

4
  • №2/6/59525.07.2014საოქმო ჩანაწერი(1, ვ ქვეპუნქტი)
    პროცესუალური / დასაშვებობა

    საქართველოს მოქალაქე ნათია იმნაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

  • №2/3/56224.07.2014განჩინება(1, ქვეპუნქტი ვ)
    პროცესუალური / დასაშვებობა

    საქართველოს მოქალაქე ლევან სიგუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

  • 59530.05.2014კონსტიტუციური სარჩელი(1)
    პროცესუალური / დასაშვებობა
  • 56207.08.2013კონსტიტუციური სარჩელი(1)
    პროცესუალური / დასაშვებობა
სამოქალაქო საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 2

ყველა გადაწყვეტილება
  • №1622000-03-248
    საკასაციო არსებითი (T2)

    რომელი შრომითი კანონმდებლობა გავრცელდა სახაზინო საწარმოს დასაქმებულზე 1999 წლის 19 თებერვლის ცვლილებამდე გათავისუფლებისას?

    მოსარჩელე ითხოვდა სახაზინო საწარმოში თანამდებობაზე აღდგენას და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. დავის მთავარი საკითხი იყო, გათავისუფლების დროს დასაქმებულზე შრომის კანონმდებლობა ვრცელდებოდა თუ საჯარო სამსახურის შესახებ კანონი. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ გათავისუფლების დროს სახაზინო საწარმო კერძო სამართლის იურიდიული პირი იყო და მასზე შრომის კანონთა კოდექსის მოთხოვნები ვრცელდებოდა; შემდგომი საკანონმდებლო ცვლილება განჩინების გაუქმებას ვერ ამართლებდა. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო განჩინება სსსკ 410-ე მუხლით უცვლელად დარჩა.

  • №31999-01-218
    არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    როდის შეიძლება საჯარო მოხელის სამსახურის თვითნებური გაცდენის საფუძვლით გათავისუფლების ნორმის გამოყენება?

    დავა შეეხებოდა საჯარო მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების კანონიერებასა და სამუშაოზე აღდგენას. უზენაესმა სასამართლომ მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს დასკვნები სამსახურში გამოცხადების შესახებ ურთიერთსაწინააღმდეგო იყო და საჭიროებდა იმის გარკვევას, პირველი დისციპლინური სახდელის შემდეგ რამდენი სამუშაო დღე გააცდინა მოხელემ თვითნებურად. სასამართლომ ასევე განმარტა, რომ ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის პასუხისმგებლობის ორჯერ გამოყენება დაუშვებელია. საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, სააპელაციო გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე სსსკ 412-ე მუხლით ხელახლა განსახილველად დაბრუნდა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. იმ თანამდებობის პირმა ან დაწესებულებამ, რომელსაც აქვს მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის უფლება, დისციპლინური გადაცდომისათვის მის მიმართ შეიძლება გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები: ა) შენიშვნა; ბ) გაფრთხილება; გ) არა უმეტეს ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება; დ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან ჩამოშორება ხელფასის გაცემის შეჩერებით – არა უმეტეს ათი სამუშაო დღისა; ე) უფრო დაბალი თანრიგის თანამდებობრივ სარგოზე გადაყვანა – არა უმეტეს ერთი წლისა; ვ) სამსახურიდან განთავისუფლება ამ კანონის საფუძველზე. 2. ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობის მხოლოდ ერთი ზომა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 21 ნოე. 1997-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11²⁰21101059¹4¹ (დ…9697101634313879
მნიშვნელობით ახლოსსაჯარო სამსახურის შესა…შემოსავლების სამსახური…სოციალური მუშაობის შეს…საქართველოს ფინანსთა ს…დანაშაულის პრევენციის,…თავდაცვის კოდექსი