საჯარო სამსახურის შესახებ

მუხლი 36¹. საკონკურსო-საატესტაციო კომისიები

რედაქცია №111კონსოლიდირებული · 21 ივლ. 2017

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების უზრუნველ სა ყოფ ად სახელმწიფო დაწესებულებაში იქმნება შესაბამისი მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისია.

2.მოხელეთა კონკურსსა და ატესტირებას ახორციელებენ შემდეგი საკონკურსო-საატესტაციო კომისიები: ა) საქართველოს პარლამენტის აპარატის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისია − პარლამენტის აპარატის მოხელეთათვის; ბ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისია – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოხელეთათვის; გ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისია – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მოხელეთათვის, ხოლო საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მოხელეთათვის − შესაბამისი საკონკურსო-საატესტაციო კომისია; დ) საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებ ებ ის (საქართველოს სამინისტრო, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება) მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისია – შესაბამისი აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების მოხელეთათვის; ე) სასამართლო დაწესებულებების ( საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, საერთო სასამართლოები) მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისია − შესაბამისი სასამართლო დაწესებულების მოხელეთათვის; ვ) სახელმწიფოს შესაბამისი დაწესებულების მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისია − ამ დაწესებულების მოხელეთათვის; ზ) ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისია − ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთათვის .

3.საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეს შეუძლია პროფესიული ან ტერიტორიული პრინციპის მიხედვით შექმნას საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა. საქართველოს 2012 წლის 29 ივნისის კანონი №6611 – ვებგვერდი, 12.07.2012წ. საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2363 - ვებგვერდი, 16.05.2014წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 სექ. 2016 – 1 იან. 2030 ტექსტი უცნობია

  2. 1 ივლ. 2015 – 1 სექ. 2016 ტექსტი უცნობია

  3. 29 ივნ. 2015 – 1 ივლ. 2015 ტექსტი უცნობია

  4. 8 იან. 2014 – 29 ივნ. 2015 ტექსტი უცნობია

  5. 3 დეკ. 2013 – 8 იან. 2014 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 36¹ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში ორივეგან საქართველოს მთავრობის კანცელარიის ნაცვლად მითითებულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11⁸51915⁸15⁹15¹⁰37384314 (დ…11 (დ…736¹
მნიშვნელობით ახლოსსაჯარო სამსახურის შესა…სახელმწიფო დაცვის სპეც…საჯარო სამსახურში კონკ…დანაშაულის პრევენციის,…მაუწყებლობის შესახებსაქართველოს საარჩევნო …