Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებმუხლი 26¹

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ

მუხლი 26¹

რედაქცია №54 კონსოლიდირებული · 4 მარ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.პარტიისთვის ამ თავით დადგენილი შეზღუდვები ვრცელდება იმ პირზე, რომელსაც თავად აქვს განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზანი და რომელიც ამ მიზნის მისაღწევად შესაბამის ფინანსურ და სხვა მატერიალურ რესურსებს იყენებს.

2.თუ პირს პასუხისმგებლობა დაეკისრება ამ კანონით გათვალისწინებული შემოწირულებებისთვის დადგენილი წესების ან ამომრჩევლის მოსყიდვის მარეგულირებელი ნორმების განმეორებითი დარღვევისათვის, მასზე ვრცელდება ფინანსური გამჭვირვალობისთვის ამ თავით დადგენილი წესი.

3.ფიზიკური პირი, რომელსაც თავად აქვს განცხადებული  პარტიულ-პოლიტიკური მიზანი და რომელიც ამ მიზნის მისაღწევად გასწევს ხარჯებს, ვალდებულია შექმნას სპეციალური ფონდი.

4.შეზღუდვების მიზანია პარტიისა და განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე პირის პარტიულ-პოლიტიკურ მიზანთან დაკავშირებული შემოსავლებისა და ხარჯების რეგულირება და მათი გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. ამ მუხლით განსაზღვრულ პირზე შეზღუდვები ვრცელდება მხოლოდ ისეთი ქმედების ჩადენის შემთხვევაში, რომელიც პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მისაღწევად ფინანსური ან სხვა მატერიალური რესურსების ან არამატერიალური რესურსების გამოყენებას უკავშირდება. შეზღუდვები არ ვრცელდება ეკონომიკურ/სამეწარმეო საქმიანობაზე, საკუთრების უფლებაზე, სხვა კერძოსამართლებრივ უფლებებსა და თავისუფლებებზე, რომელიც/რომლებიც არ უკავშირდება პარტიულ-პოლიტიკურ მიზანს ან/და არ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვებისთვის გვერდის ასავლელად.

5.(ამოღებულია - 16.04.2025, №495) .

6.ამ კანონით დადგენილი შეზღუდვები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს გამოხატვის თავისუფლებისა და წინასაარჩევნო აგიტაციის წინააღმდეგ.

7.ამ მუხლით დადგენილი შეზღუდვები მოქმედებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ პირისთვის პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე პირის (სუბიექტის) სტატუსის მინიჭებიდან. ეს სტატუსი პირს შეიძლება მიენიჭოს ნებისმიერ დროს იმ მომენტიდან, როდესაც მან პარტიულ-პოლიტიკური მიზნის ქონა გამოავლინა. აღნიშნულ საკითხზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.

8.თუ აღარ არსებობს ამ მუხლით გათვალისწინებული გარემოებები, სახელმწიფო აუდიტის სამსახური საკუთარი ინიციატივით ან ამავე მუხლით დადგენილი შეზღუდვებისადმი დაქვემდებარებული პირის განცხადების საფუძველზე, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით განიხილავს პირისთვის შეზღუდვების გაუქმების საკითხს.

9.განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე პირის მიერ აკრძალული შემოწირულების მიღება, შესაბამისი დეკლარაციის წარუდგენლობა ან დეკლარაციაში არსებული ხარვეზის დადგენილ ვადაში აღმოუფხვრელობა იწვევს ამ პირისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი წესით პასუხისმგებლობის დაკისრებას. საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №5661 - ვებგვერდი, 29.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 8 მაისის ორგანული კანონი №6116 - ვებგვერდი, 29.05.2012წ. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №6551 - ვებგვერდი, 29.06.2012წ. საქართველოს 2013 წლის 29 ივლისის ორგანული კანონი №900 - ვებგვერდი, 20.08.2013წ. საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის ორგანული კანონი №6724 – ვებგვერდი, 03.07.2020წ. საქართველოს 2022 წლის 1 დეკემბრის ორგანული კანონი №2279 – ვებგვერდი, 15.12.2022წ. საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის ორგანული კანონი №495 – ვებგვერდი, 16.04.2025წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის ორგანული კანონი №1315 – ვებგვერდი, 23.12.2025წ. საქართველოს 2026 წლის 4 მარტის ორგანული კანონი №1384 – ვებგვერდი, 04.03.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №54 · ძალაშია 4 მარ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 მარ. 2026 – 2 მარ. 2026 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 4 მარ. 2026
  2. 2 მარ. 2026· გამოქვეყნდა 23 დეკ. 2025
  3. 16 აპრ. 2025
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 26შემდეგი მუხლი 27

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 4 მარ. 2026 · №54

  • 3 ცვლილება · ბოლო 4 მარ. 2026
  • ციტირებულია 4 მუხლი
  • 12 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 32მუხლი 34მუხლი 34¹მუხლი 34²

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ

  • 1
  • 34²
  • 25²

საქართველოს კონსტიტუცია

  • 23პოლიტიკური პარტიების თავისუფლება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ

  • 2კანონის მოქმედების სფერო

დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ

  • 5ამ კანონის ინტერპრეტაციის წესი და ფარგლები

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 101საარჩევნო კამპანიის ხარჯების შეზღუდვისა და ანგარიშვალდებულების შესახებ კანონით დადგენილ მოთხოვნათა შეუსრულებლობა
  • 129პარტიული სიების წარდგენა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 24მონაცემთა სუბიექტის უფლების შეზღუდვა

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 21პოლიტიკურად აქტიური პირი

შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ

  • 2

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ

  • 8სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
34²323434¹125²232824521210112926¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსმოქალაქეთა პოლიტიკური …საქართველოს კონსტიტუცი…აჭარის ავტონომიური რეს…დისკრიმინაციის ყველა ფ…საქართველოს საარჩევნო …პერსონალურ მონაცემთა დ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 4 მარ. 2026 · რედაქცია №54 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026