Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებმუხლი 21

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

მუხლი 21. პოლიტიკურად აქტიური პირი

რედაქცია №14 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:არასამთავრობო ორგანიზაციის დაცვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.ამ კანონის მიზნებისთვის პოლიტიკურად აქტიური პირი არის მნიშვნელოვანი საჯარო ან პოლიტიკური ფუნქციების შემსრულებელი ფიზიკური პირი ( გარდა საშუალო და დაბალი რანგების თანამდებობის პირებისა ), მათ შორის : ა ) სახელმწიფოს მეთაური , მთავრობის ხელმძღვანელი , მთავრობის წევრი ( მინისტრი ), მისი მოადგილე , სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელი ; ბ ) საკანონმდებლო ორგანოს ( პარლამენტის ) წევრი ; გ ) პოლიტიკური გაერთიანების ხელმძღვანელი , მმართველობის ორგანოს წევრი ; დ ) უზენაესი სასამართლოს , საკონსტიტუციო სასამართლოს , უმაღლესი ინსტანციის სხვა სასამართლო ორგანოს წევრი , რომლის გადაწყვეტილებები გამონაკლის შემთხვევაში საჩივრდება ; ე ) გენერალური აუდიტორი , მისი მოადგილე , აუდიტორთა სასამართლოს წევრი ; ვ ) ეროვნული ( ცენტრალური ) ბანკის საბჭოს წევრი ; ზ ) ელჩი , დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ; თ ) თავდაცვის ( სამხედრო ) ძალების ხელმძღვანელი თანამდებობის პირი ; ი ) სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ხელმძღვანელი , მმართველობის ორგანოს წევრი ; კ ) საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი , მისი მოადგილე , მმართველობის ორგანოს წევრი .

2.ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია ამ კანონის მე -11 მუხლის პირველი − მე -4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების მართვის სათანადო სისტემის საფუძველზე დაადგინოს , არის თუ არა კლიენტი ან ბენეფიციარი მესაკუთრე პოლიტიკურად აქტიური პირი .

3.თუ კლიენტი ან ბენეფიციარი მესაკუთრე პოლიტიკურად აქტიური პირია , ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია მის მიმართ განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები : ა ) ხელმძღვანელობისგან მიიღოს საქმიანი ურთიერთობის დამყარების ან გაგრძელების ნებართვა ; ბ) მიიღოს გონივრული ზომები პოლიტიკურად აქტიური პირის ქონების, ფულადი სახსრებისა და კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის წარმომავლობის დასადგენად; გ ) განახორციელოს საქმიანი ურთიერთობის გაძლიერებული მონიტორინგი ამ კანონის მე -18 მუხლის პირველი პუნქტის „ ვ “ ქვეპუნქტის შესაბამისად .

4.კლიენტის ან ბენეფიციარი მესაკუთრის მიერ მნიშვნელოვანი საჯარო ან პოლიტიკური ფუნქციების შესრულების შეწყვეტის შემდეგ ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა განახორციელოს ეფექტიანი ღონისძიებები პოლიტიკურად აქტიურ პირთან დაკავშირებული განგრძობითი რისკების სამართავად .

5.ანგარიშვალდებულმა პირმა ამ მუხლით განსაზღვრული ღონისძიებები უნდა განახორციელოს აგრეთვე შემდეგი პირების მიმართ : ა) პოლიტიკურად აქტიური პირის ოჯახის წევრები: მეუღლე/პირი, რომელთანაც პოლიტიკურად აქტიური პირი მუდმივად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, და, ძმა, მშობელი, შვილი/გერი და შვილის/გერის მეუღლე/პირი, რომელთანაც ის მუდმივად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას; ბ) ფიზიკური პირი, რომელიც პოლიტიკურად აქტიურ პირთან ერთად არის იურიდიული პირის, არარეგისტრირებული ორგანიზაციული წარმონაქმნის ან ტრასტის ან ტრასტის მსგავსი სამართლებრივი სტრუქტურის ბენეფიციარი მესაკუთრე ან რომელსაც მასთან სხვაგვარი მჭიდრო საქმიანი, სოციალური ან პოლიტიკური ურთიერთობა აქვს; გ ) ფიზიკური პირი , რომელიც არის ფაქტობრივად ( არაფორმალურად ) პოლიტიკურად აქტიური პირის სასარგებლოდ შექმნილი იურიდიული პირის , არარეგისტრირებული ორგანიზაციული წარმონაქმნის ან ტრასტის ან ტრასტის მსგავსი სამართლებრივი სტრუქტურის ბენეფიციარი მესაკუთრე .

6.ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“, „ა.გ“ ან „ა.ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი ვალდებულია მიიღოს გონივრული ზომები, რათა დაადგინოს, არის თუ არა სიცოცხლის დაზღვევით მოსარგებლე ან „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული საპენსიო სქემის მონაწილე/ბენეფიციარი, ხოლო ამ კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტითა და მე-15 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში − აგრეთვე მისი ბენეფიციარი მესაკუთრე პოლიტიკურად აქტიური პირი. ანგარიშვალდებულმა პირმა ბენეფიციარის იდენტიფიკაცია სადაზღვევო ანაზღაურების გაცემამდე უნდა განახორციელოს. ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების მომეტებული რისკის გამოვლენის შემთხვევაში ანგარიშვალდებულმა პირმა, ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიებების გარდა, უნდა განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: ა) ხელმძღვანელობას სადაზღვევო ანაზღაურების ან საპენსიო დანაგროვის გაცემამდე აცნობოს გამოვლენილი რისკების შესახებ; ბ) განახორციელოს მთელი საქმიანი ურთიერთობის გაძლიერებული მონიტორინგი; გ) შეისწავლოს, არსებობს თუ არა ამ კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების წარდგენის საფუძველი. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1791 – ვებგვერდი, 23.09.2022წ. საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2889 – ვებგვერდი, 24.05.2023წ. საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3344 – ვებგვერდი, 19.07.2023წ.

რედაქციების შედარება

1. ამ კანონის მიზნებისთვის პოლიტიკურად აქტიური პირი არის მნიშვნელოვანი საჯარო ან პოლიტიკური ფუნქციების შემსრულებელი ფიზიკური პირი ( გარდა საშუალო და დაბალი რანგების თანამდებობის პირებისა ), მათ შორის : ა ) სახელმწიფოს მეთაური , მთავრობის ხელმძღვანელი , მთავრობის წევრი ( მინისტრი ), მისი მოადგილე , სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელი ; ბ ) საკანონმდებლო ორგანოს ( პარლამენტის ) წევრი ; გ ) პოლიტიკური გაერთიანების ხელმძღვანელი , მმართველობის ორგანოს წევრი ; დ ) უზენაესი სასამართლოს , საკონსტიტუციო სასამართლოს , უმაღლესი ინსტანციის სხვა სასამართლო ორგანოს წევრი , რომლის გადაწყვეტილებები გამონაკლის შემთხვევაში საჩივრდება ; ე ) გენერალური აუდიტორი , მისი მოადგილე , აუდიტორთა სასამართლოს წევრი ; ვ ) ეროვნული ( ცენტრალური ) ბანკის საბჭოს წევრი ; ზ ) ელჩი , დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ; თ ) თავდაცვის ( სამხედრო ) ძალების ხელმძღვანელი თანამდებობის პირი ; ი ) სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ხელმძღვანელი , მმართველობის ორგანოს წევრი ; კ ) საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი , მისი მოადგილე , მმართველობის ორგანოს წევრი . 2. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია ამ კანონის მე -11 მუხლის პირველი − მე -4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების მართვის სათანადო სისტემის საფუძველზე დაადგინოს , არის თუ არა კლიენტი ან ბენეფიციარი მესაკუთრე პოლიტიკურად აქტიური პირი . 3. თუ კლიენტი ან ბენეფიციარი მესაკუთრე პოლიტიკურად აქტიური პირია , ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია მის მიმართ განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები : ა ) ხელმძღვანელობისგან მიიღოს საქმიანი ურთიერთობის დამყარების ან გაგრძელების ნებართვა ; ბ ) მიიღოს გონივრული ზომები პოლიტიკურად აქტიური პირის ქონებისა და ფულადი სახსრების წარმომავლობის დასადგენად ; [ ბ) მიიღოს გონივრული ზომები პოლიტიკურად აქტიური პირის ქონების, ფულადი სახსრებისა და კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის წარმომავლობის დასადგენად; (ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან)] გ ) განახორციელოს საქმიანი ურთიერთობის გაძლიერებული მონიტორინგი ამ კანონის მე -18 მუხლის პირველი პუნქტის „ ვ “ ქვეპუნქტის შესაბამისად . 4. კლიენტის ან ბენეფიციარი მესაკუთრის მიერ მნიშვნელოვანი საჯარო ან პოლიტიკური ფუნქციების შესრულების შეწყვეტის შემდეგ ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა განახორციელოს ეფექტიანი ღონისძიებები პოლიტიკურად აქტიურ პირთან დაკავშირებული განგრძობითი რისკების სამართავად . 5. ანგარიშვალდებულმა პირმა ამ მუხლით განსაზღვრული ღონისძიებები უნდა განახორციელოს აგრეთვე შემდეგი პირების მიმართ : ა ) პოლიტიკურად აქტიური პირის ოჯახის წევრები : მეუღლე , და , ძმა , მშობელი , შვილი / გერი და მისი მეუღლე ; ბ ) ფიზიკური პირი , რომელიც პოლიტიკურად აქტიურ პირთან ერთად არის იურიდიული პირის , არარეგისტრირებული ორგანიზაციული წარმონაქმნის ან ტრასტის ან ტრასტის მსგავსი სამართლებრივი სტრუქტურის ბენეფიციარი მესაკუთრე ან რომელსაც მასთან სხვაგვარი მჭიდრო საქმიანი ურთიერთობა აქვს ; გ ) ფიზიკური პირი , რომელიც არის ფაქტობრივად ( არაფორმალურად ) პოლიტიკურად აქტიური პირის სასარგებლოდ შექმნილი იურიდიული პირის , არარეგისტრირებული ორგანიზაციული წარმონაქმნის ან ტრასტის ან ტრასტის მსგავსი სამართლებრივი სტრუქტურის ბენეფიციარი მესაკუთრე . 6. ამ კანონის მე -3 მუხლის პირველი პუნქტის „ ა . ბ “, „ ა . გ “ ან „ ა . ი “ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი ვალდებულია მიიღოს გონივრული ზომები , რათა დაადგინოს , არის თუ არა სიცოცხლის დაზღვევით მოსარგებლე ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის მონაწილე , ხოლო ამ კანონის მე -14 მუხლის მე -4 პუნქტითა და მე -15 მუხლის მე -3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში − აგრეთვე მისი ბენეფიციარი მესაკუთრე პოლიტიკურად აქტიური პირი . ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკის გამოვლენის შემთხვევაში , ამ კანონის მე -10 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების გარდა , ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები : ა ) ხელმძღვანელობას სადაზღვევო ანაზღაურების ან საპენსიო დანაგროვის გაცემამდე აცნობოს გამოვლენილი რისკების შესახებ ; ბ ) განახორციელოს მთელი საქმიანი ურთიერთობის გაძლიერებული მონიტორინგი ; გ ) შეისწავლოს , არსებობს თუ არა ამ კანონის 25- ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების წარდგენის საფუძველი . საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1791 – ვებგვერდი, 23.09.2022წ.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 იან. 2025· გამოქვეყნდა 19 ივლ. 2023
  2. 24 მაი. 2023
  3. 1 იან. 2023· გამოქვეყნდა 23 სექ. 2022
წინა მუხლი 20შემდეგი მუხლი 22

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • პოლიტიკური სამართალისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-01 · №14

1
ციტირებულია მუხლი
3
ცვლილება
ბოლო 2023-07-19
6
რედაქცია
6
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 10მუხლი 14მუხლი 15მუხლი 18მუხლი 25მუხლი 3

მიუთითებენ მასზე

მუხლი 2

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 3ანგარიშვალდებული პირები
  • 8ანგარიშვალდებული პირის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასება და მართვა

უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 6¹მონიტორინგის განმახორციელებელი პირის ვალდებულებები პოლიტიკურად აქტიურ პირთან დაკავშირებით

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ

  • 1—
  • 26¹—

საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ

  • 2—

საჯარო სამსახურის შესახებ

  • 4პირები, რომლებზედაც არ ვრცელდება ამ კანონის მოქმედება

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 153¹³მეწარმე იურიდიული პირის პოლიტიკური აქტივობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

  • 2—

ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ

  • 11ინტერესთა კონფლიქტი

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 355³მეწარმე იურიდიული პირის პოლიტიკური აქტივობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
6¹11153¹³126¹22431014151825221
მითითებამნიშვნელობით ახლოსფულის გათეთრებისა და ტ…უკანონო შემოსავლის ლეგ…მოქალაქეთა პოლიტიკური …საქართველოს ყოფილი უმა…საჯარო სამსახურის შესა…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026